საქართველოს საარჩევნო კოდექსი

მუხლი 152. განმეორებითი და ხელახალი კენჭისყრები

რედაქცია №101კონსოლიდირებული · 17 დეკ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.თუ საარჩევნო უბანში კენჭისყრა ბათილად იქნა ცნობილი, ცესკო ნიშნავს განმეორებით კენჭისყრას, რომელიც უნდა გაიმართოს კენჭისყრის დღიდან 2 კვირის ვადაში. განმეორებითი კენჭისყრა მხოლოდ იმ შემთხვევაში იმართება, თუ მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით ორგანოში − საკრებულოში ასარჩევ შესაბამისი რაოდენობის კანდიდატთაგან ბოლო საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატისა და მომდევნო შედეგის მქონე კანდიდატის მიერ მიღებულ ხმათა შორის სხვაობა ამ საარჩევნო უბნის ან გაბათილებული საარჩევნო უბნების ამომრჩეველთა საერთო რაოდენობაზე ნაკლებია.

2.განმეორებითი კენჭისყრისას საარჩევნო უბანში კენჭისყრის შედეგების გაბათილების შემთხვევაში შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია საარჩევნო ოლქში ჩატარებული არჩევნების შედეგებს აჯამებს ამ უბნების გაუთვალისწინებლად.

3.თუ საარჩევნო ოლქში ბათილად იქნა ცნობილი არჩევნები, 2 კვირის ვადაში იმართება ხელახალი კენჭისყრა. საქართველოს 2016 წლის 22 ივნისის ორგანული კანონი №5438 - ვებგვერდი, 12.07.2016წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. თუ საარჩევნო უბანში კენჭისყრა ბათილად იქნა ცნობილი, ცესკო ნიშნავს განმეორებით კენჭისყრას, რომელიც უნდა გაიმართოს კენჭისყრის დღიდან 2 კვირის ვადაში. განმეორებითი კენჭისყრა მხოლოდ იმ შემთხვევაში იმართება, თუ მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით ორგანოში − საკრებულოში ასარჩევ შესაბამისი რაოდენობის კანდიდატთაგან ბოლო საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატისა და მომდევნო შედეგის მქონე კანდიდატის მიერ მიღებულ ხმათა შორის სხვაობა ამ საარჩევნო უბნის ან გაბათილებული საარჩევნო უბნების ამომრჩეველთა საერთო რაოდენობაზე ნაკლებია. 2. განმეორებითი კენჭისყრისას საარჩევნო უბანში კენჭისყრის შედეგების გაბათილების შემთხვევაში შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია საარჩევნო ოლქში ჩატარებული არჩევნების შედეგებს აჯამებს ამ უბნების გაუთვალისწინებლად. 3. თუ საარჩევნო ოლქში ბათილად იქნა ცნობილი არჩევნები, 2 კვირის ვადაში იმართება ხელახალი კენჭისყრა. საქართველოს 2016 წლის 22 ივნისის ორგანული კანონი №5438 - ვებგვერდი, 12.07.2016წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №34 · ძალაშია 1 იან. 2017-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
162¹2523271509215913684788072152
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საარჩევნო …აჭარის ავტონომიური რეს…რეფერენდუმის შესახებსაქართველოს პარლამენტი…საქართველოს სისხლის სა…ადგილობრივი თვითმმართვ…