Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს საარჩევნო კოდექსიმუხლი 162

საქართველოს საარჩევნო კოდექსი

მუხლი 162. თბილისის საკრებულოში პროპორციული სისტემით მანდატების განაწილების წესი

რედაქცია №101კონსოლიდირებული · 17 დეკ. 2025

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: 29.12.2025.

  • ამჟამად მოქმედი აქტი: საქართველოს საარჩევნო კოდექსი
  • ამავე სათაურის მუხლი მოქმედ აქტში: მუხლი 168. თბილისის საკრებულოში პროპორციული სისტემით მანდატების განაწილების წესი

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567

1.თბილისის საკრებულოში პროპორციული სისტემით მანდატები ნაწილდება მხოლოდ იმ საარჩევნო სუბიექტებზე, რომლებმაც მიიღეს არჩევნებში მონაწილეთა ხმების არანაკლებ 4%-ისა.  მანდატები ნაწილდება ამ მუხლით დადგენილი წესით.

2.პარტიული სიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობის დასადგენად პარტიული სიის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა მრავლდება 25-ზე და იყოფა იმ პარტიების მიერ მიღებული ხმების რაოდენობათა ჯამზე, რომლებმაც მიიღეს არჩევნებში მონაწილეთა ხმების არანაკლებ 4%-ისა. მიღებული რიცხვის მთელი ნაწილი არის პარტიული სიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობა. არჩევნებში მონაწილეთა ხმების რაოდენობაში არ ჩაითვლება ბათილად ცნობილი საარჩევნო ბიულეტენებით გათვალისწინებული ხმების რაოდენობა.

3.თუ პარტიული სიების მიერ მიღებული მანდატების რაოდენობათა ჯამი 25-ზე ნაკლები აღმოჩნდება, გაუნაწილებელი მანდატებიდან თითო მანდატი, პირველ რიგში, თანამიმდევრობით მიეკუთვნება უკეთესი შედეგის მქონე იმ პარტიულ სიებს, რომლებმაც ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესით ვერ მოიპოვეს მანდატი, მაგრამ მიიღეს არჩევნებში მონაწილეთა ხმების არანაკლებ 4%-ისა. თუ ამის შემდეგ კიდევ დარჩება გაუნაწილებელი მანდატი/მანდატები, თითო მანდატი თანამიმდევრობით მიეკუთვნება უკეთესი შედეგის მქონე პოლიტიკურ პარტიებს. არჩევნებში მონაწილეთა ხმების რაოდენობაში არ ჩაითვლება ბათილად ცნობილი საარჩევნო ბიულეტენებით გათვალისწინებული ხმების რაოდენობა.

4.თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით ვერცერთმა პარტიულმა სიამ ვერ მოიპოვა მანდატი, თითო მანდატი მიეკუთვნება იმ 25 სუბიექტს, რომლებმაც სხვებზე მეტი ხმა მიიღეს. არჩევნებში მონაწილეთა ხმების რაოდენობაში არ ჩაითვლება ბათილად ცნობილი საარჩევნო ბიულეტენებით გათვალისწინებული ხმების რაოდენობა.

5.თუ იმ 2 ან 2-ზე მეტი პარტიული სიის მიერ მიღებული ხმების რაოდენობები, რომელთაც უნდა გადაეცეთ ერთი მანდატი ამ მუხლის მე-3 ან მე-4 პუნქტით დადგენილი წესით, თანაბარი აღმოჩნდება, მანდატი იმ პარტიულ სიას მიეკუთვნება, რომელმაც საკრებულოს არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად ცესკოში უფრო ადრე გაიარა რეგისტრაცია.

6.პროპორციული საარჩევნო სისტემით საკრებულოს წევრებად არჩეულებად ჩაითვლებიან ის კანდიდატები, რომელთა რიგითი ნომრებიც პარტიულ სიაში ნაკლებია ან ტოლია ამ პარტიული სიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობისა.

7.თუ საკრებულოს წევრობის კანდიდატი არჩეულია როგორც ერთმანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქიდან, ისე პარტიული სიით, მაშინ იგი ითვლება ერთმანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქიდან არჩეულად, ამოიღება პარტიული სიიდან და სიაში კანდიდატი წანაცვლდება ამ კანონით დადგენილი წესით. საქართველოს 2014 წლის 7 მარტის ორგანული კანონი №2093 - ვებგვერდი, 14.03.2014წ. საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის ორგანული კანონი №3266 – ვებგვერდი, 13.08.2018წ. საქართველოს 2021 წლის 28 ივნისის ორგანული კანონი №703 – ვებგვერდი, 29.06.2021წ. საქართველოს 2024 წლის 13 დეკემბრის ორგანული კანონი №168 – ვებგვერდი, 29.12.2024წ. საქართველოს 2025 წლის 4 მარტის ორგანული კანონი №332 – ვებგვერდი, 06.03.2025წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. თბილისის საკრებულოში პროპორციული სისტემით მანდატები ნაწილდება მხოლოდ იმ საარჩევნო სუბიექტებზე, რომლებმაც მიიღეს არჩევნებში მონაწილეთა ხმების არანაკლებ 4%-ისა.  მანდატები ნაწილდება ამ მუხლით დადგენილი წესით. 2. პარტიული სიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობის დასადგენად პარტიული სიის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა მრავლდება 25-ზე და იყოფა იმ პარტიების მიერ მიღებული ხმების რაოდენობათა ჯამზე, რომლებმაც მიიღეს არჩევნებში მონაწილეთა ხმების არანაკლებ 4%-ისა. მიღებული რიცხვის მთელი ნაწილი არის პარტიული სიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობა. არჩევნებში მონაწილეთა ხმების რაოდენობაში არ ჩაითვლება ბათილად ცნობილი საარჩევნო ბიულეტენებით გათვალისწინებული ხმების რაოდენობა. 3. თუ პარტიული სიების მიერ მიღებული მანდატების რაოდენობათა ჯამი 25-ზე ნაკლები აღმოჩნდება, გაუნაწილებელი მანდატებიდან თითო მანდატი, პირველ რიგში, თანამიმდევრობით მიეკუთვნება უკეთესი შედეგის მქონე იმ პარტიულ სიებს, რომლებმაც ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესით ვერ მოიპოვეს მანდატი, მაგრამ მიიღეს არჩევნებში მონაწილეთა ხმების არანაკლებ 4%-ისა. თუ ამის შემდეგ კიდევ დარჩება გაუნაწილებელი მანდატი/მანდატები, თითო მანდატი თანამიმდევრობით მიეკუთვნება უკეთესი შედეგის მქონე პოლიტიკურ პარტიებს. არჩევნებში მონაწილეთა ხმების რაოდენობაში არ ჩაითვლება ბათილად ცნობილი საარჩევნო ბიულეტენებით გათვალისწინებული ხმების რაოდენობა. 4. თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით ვერცერთმა პარტიულმა სიამ ვერ მოიპოვა მანდატი, თითო მანდატი მიეკუთვნება იმ 25 სუბიექტს, რომლებმაც სხვებზე მეტი ხმა მიიღეს. არჩევნებში მონაწილეთა ხმების რაოდენობაში არ ჩაითვლება ბათილად ცნობილი საარჩევნო ბიულეტენებით გათვალისწინებული ხმების რაოდენობა. 5. თუ იმ 2 ან 2-ზე მეტი პარტიული სიის მიერ მიღებული ხმების რაოდენობები, რომელთაც უნდა გადაეცეთ ერთი მანდატი ამ მუხლის მე-3 ან მე-4 პუნქტით დადგენილი წესით, თანაბარი აღმოჩნდება, მანდატი იმ პარტიულ სიას მიეკუთვნება, რომელმაც საკრებულოს არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად ცესკოში უფრო ადრე გაიარა რეგისტრაცია. 6. პროპორციული საარჩევნო სისტემით საკრებულოს წევრებად არჩეულებად ჩაითვლებიან ის კანდიდატები, რომელთა რიგითი ნომრებიც პარტიულ სიაში ნაკლებია ან ტოლია ამ პარტიული სიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობისა. 7. თუ საკრებულოს წევრობის კანდიდატი არჩეულია როგორც ერთმანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქიდან, ისე პარტიული სიით, მაშინ იგი ითვლება ერთმანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქიდან არჩეულად, ამოიღება პარტიული სიიდან და სიაში კანდიდატი წანაცვლდება ამ კანონით დადგენილი წესით. საქართველოს 2014 წლის 7 მარტის ორგანული კანონი №2093 - ვებგვერდი, 14.03.2014წ. საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის ორგანული კანონი №3266 – ვებგვერდი, 13.08.2018წ. საქართველოს 2021 წლის 28 ივნისის ორგანული კანონი №703 – ვებგვერდი, 29.06.2021წ. საქართველოს 2024 წლის 13 დეკემბრის ორგანული კანონი №168 – ვებგვერდი, 29.12.2024წ. საქართველოს 2025 წლის 4 მარტის ორგანული კანონი №332 – ვებგვერდი, 06.03.2025წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №94 · ძალაშია 6 მარ. 2025-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 29 სექ. 2020 – 1 იან. 2021 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 6 მარ. 2025
მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 161შემდეგი მუხლი 163

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

ძალადაკარგული

კონსოლიდირებული 17 დეკ. 2025 · №101

  • 1 ცვლილება · ბოლო 6 მარ. 2025
  • 8 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს საარჩევნო კოდექსი

  • 168თბილისის საკრებულოში პროპორციული სისტემით მანდატების განაწილების წესი
  • 156საკრებულოს პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგების დადგენა
  • 165პარტიული სიების წარდგენა

ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოების – საკრებულოების არჩევნების შესახებ

  • 30საარჩევნო კომისიის მიერ საარჩევნო ოლქში არჩევნების შედეგების დადგენა. არჩევნების შედეგების გამოქვეყნება
  • 20პარტიული სიების წარდგენა
  • 17საარჩევნო კომისიები

საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ

  • 11ქალაქ თბილისის საკრებულო
  • 16საკრებულოს სხდომაზე კენჭისყრის წესი

ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ

  • 21საკრებულო
  • 26საკრებულოს სხდომაზე კენჭისყრის წესი

ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი

  • 67თბილისის საკრებულო

ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოს საკრებულოს წევრის სტატუსის შესახებ

  • 4საკრებულოს წევრის მანდატი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
30201721261116467168156165162
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საარჩევნო …ადგილობრივი წარმომადგე…საქართველოს დედაქალაქი…ადგილობრივი თვითმმართვ…ადგილობრივი თვითმმართვ…ადგილობრივი წარმომადგე…