Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკააჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებმუხლი 79

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ

მუხლი 79. არჩევნების

რედაქცია №0 კონსოლიდირებული · 1 მაი. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:234567891011121314

შედეგების შეჯამება უსკოში 1. უსკო საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებისგან მიღებული ოქმებისა და სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებების საფუძველზე, არჩევნების დღიდან არაუგვიანეს 26-ე დღისა, თავის სხდომაზე აჯამებს უმაღლესი საბჭოს არჩევნების შედეგებს და ადგენს უმაღლესი საბჭოს არჩევნების საბოლოო შედეგების შემაჯამებელ ოქმს.

2.უმაღლესი საბჭოს არჩევნების საბოლოო შედეგების შემაჯამებელი ოქმის ერთი ცალი ინახება უსკოში, მეორე ცალი გადაეცემა უმაღლეს საბჭოს, ხოლო კომისიის ბეჭდით დამოწმებული ასლები – საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებს.

3.უმაღლესი საბჭოს წევრთა მანდატები განაწილდება იმ პარტიებზე, რომლებმაც არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ნამდვილი ხმების 5 პროცენტი მაინც მიიღეს. არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების რაოდენობაში არ ჩაითვლება ბათილად ცნობილი საარჩევნო ბიულეტენებით გათვალისწინებული ხმების რაოდენობა.

4.პარტიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობის დასადგენად მის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა მრავლდება 21-ზე და იყოფა ყველა იმ პარტიის მიერ მიღებული ხმების ჯამზე, რომლებმაც არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ნამდვილი ხმების 5 პროცენტი მაინც მიიღეს. მიღებული რიცხვის მთელი ნაწილი არის პარტიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობა. თუ პარტიების მიერ მიღებული მანდატების რაოდენობათა ჯამი 21-ზე ნაკლებია, გაუნაწილებელ მანდატებს თანამიმდევრობით მიიღებენ უკეთესი შედეგის მქონე პოლიტიკური პარტიები.

5.თუ 2 ან 2-ზე მეტი პარტიის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა თანაბარი აღმოჩნდა, მანდატი მიეკუთვნება იმ პარტიულ სიას, რომელმაც უსკოში უფრო ადრე გაიარა რეგისტრაცია.

6.პარტიული სიით არჩეულად ჩაითვლებიან უმაღლესი საბჭოს წევრობის ის კანდიდატები, რომელთა რიგითი ნომრებიც ამ სიაში ნაკლებია ან ტოლია სიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობისა.

7.თუ არჩევნებში ამ კანონის მოთხოვნათა უხეშად დარღვევის გამო ბათილად იქნა ცნობილი კენჭისყრის შედეგები საარჩევნო ოლქების ნახევარზე მეტში ან რამდენიმე ოლქში, სადაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის ნახევარზე მეტია, არჩევნების შედეგები ბათილად ითვლება და უსკო ნიშნავს ხელახალ არჩევნებს.

8.ისეთი განცხადების/საჩივრის არსებობისას, რომელშიც მოთხოვნილია კენჭისყრის შედეგების გადამოწმება ან ბათილად ცნობა, უსკო განკარგულებით იღებს გადაწყვეტილებას შესაბამისი საუბნო საარჩევნო კომისიიდან მიღებული დალუქული პაკეტების გახსნისა და საარჩევნო ბიულეტენების ხელახლა დათვლის შესახებ ან აღნიშნული მოქმედების განხორციელებას შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას/სპეციალურ ჯგუფს ავალებს. საჭიროების შემთხვევაში უსკო უფლებამოსილია არჩევნების შედეგები საუბნო საარჩევნო კომისიების კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმების საფუძველზე შეაჯამოს.

9.განმეორებითი კენჭისყრა ინიშნება იმ შემთხვევაში, თუ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა იმ საარჩევნო უბნებში, სადაც კენჭისყრის შედეგები ბათილად იქნა ცნობილი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 10 პროცენტზე მეტია. ასეთ შემთხვევაში განმეორებითი კენჭისყრა იმართება საერთო არჩევნების დღიდან არაუგვიანეს 2 კვირისა.

10.უმაღლესი საბჭოს არჩევნების საბოლოო შედეგების შემაჯამებელ ოქმში მითითებული უნდა იყოს: ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა; იმ საარჩევნო ოლქებისა და საარჩევნო უბნების ნომრები, სადაც არჩევნები ბათილად იქნა ცნობილი და განმეორებითი კენჭისყრა არ გამართულა, აგრეთვე მათში ამომრჩეველთა რაოდენობა და არჩევნების ბათილად ცნობის მიზეზები; იმ საარჩევნო ოლქების ნომრები, სადაც ხელახალი არჩევნები დაინიშნა, და ხელახალი არჩევნების თარიღი; არჩევნებში მონაწილეთა რაოდენობა, ბათილად ცნობილი საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობა, ყოველი საარჩევნო სუბიექტის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა, მიღებული ხმების პროცენტი (მიეთითება მთელი ნაწილის შემდეგ არაუმეტეს ხუთი ციფრი დამრგვალების გარეშე) და მიღებული მანდატების რაოდენობა; წარმდგენი საარჩევნო სუბიექტების მიხედვით დალაგებული არჩეულ უმაღლესი საბჭოს წევრთა სია მათი პარტიული კუთვნილების მითითებით.

11.არჩევნების საბოლოო შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენისთანავე უსკო ამ ოქმს აქვეყნებს თავის ოფიციალურ ვებგვერდზე, აგრეთვე არჩევნების საბოლოო შედეგების შემაჯამებელ ოქმს გადასცემს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“, რომელიც მას 2 დღის ვადაში აქვეყნებს.

12.თუ არჩევნები ჩატარებულად გამოცხადდა, მაგრამ ვერცერთმა პარტიამ ვერ მიიღო სულ მცირე ერთი მანდატის მისაღებად საკმარისი ხმების რაოდენობა, უსკოს განკარგულებით, არჩევნების შედეგების შეჯამებიდან 2 კვირის ვადაში ტარდება ხელახალი კენჭისყრა.

13.ხელახალ კენჭისყრაში მონაწილეობის უფლება აქვთ მხოლოდ იმ პარტიებს, რომლებმაც არჩევნებში მიიღეს ამომრჩეველთა ხმების არანაკლებ 2 პროცენტისა. ხელახალ კენჭისყრაში მონაწილე პარტიების პარტიული სიები უცვლელი რჩება. ამ სიებში ცვლილების შეტანა შეიძლება მხოლოდ ამ კანონით დადგენილი საერთო წესით.

14.უსკო ვალდებულია უზრუნველყოს უმაღლესი საბჭოს არჩევნებთან დაკავშირებული საუბნო საარჩევნო კომისიის და საოლქო საარჩევნო კომისიის ოქმების  საჯაროობა, მათ შორის, მისი დაუყოვნებლივ უსკოს ვებგვერდზე განთავსებით. ამასთანავე, თუ საარჩევნო უბნის შედეგები გასაჩივრებულია სასამართლოში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, უსკო ვალდებულია ოფიციალური შეტყობინებისთანავე გააკეთოს სათანადო აღნიშვნა ვებგვერდზე განთავსებულ შესაბამის ოქმზე.

წინა მუხლი 78შემდეგი მუხლი 80

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-05-01

0
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
0
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ

  • 78კენჭისყრისა
  • 83არჩეული
  • 15უსკოს, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების სამართლებრივი

საქართველოს საარჩევნო კოდექსი

  • 135არჩევნების შედეგების შეჯამება ცესკოში
  • 85არჩევნების შედეგების შეჯამება ცესკოში
  • 84კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების შეჯამება საოლქო საარჩევნო კომისიაში

ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოების – საკრებულოების არჩევნების შესახებ

  • 32ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ არჩევნების შედეგების შეჯამება
  • 30საარჩევნო კომისიის მიერ საარჩევნო ოლქში არჩევნების შედეგების დადგენა. არჩევნების შედეგების გამოქვეყნება

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

  • 72უმაღლესი საბჭოს დროებითი ხმის დამთვლელი კომისია და დროებითი სამანდატო კომისია
  • 141უსკოს წევრებისა და თავმჯდომარის არჩევის წესი
  • 27უმაღლესი საბჭოს ბიუროს გადაწყვეტილება

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

  • 68ხმების დათვლა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
3230687214127135858478831579
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საარჩევნო …აჭარის ავტონომიური რეს…ადგილობრივი წარმომადგე…აჭარის ავტონომიური რეს…აფხაზეთის ავტონომიური …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 1 მაი. 2026