Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს საარჩევნო კოდექსიმუხლი 167

საქართველოს საარჩევნო კოდექსი

მუხლი 167. მერობის კანდიდატის რეგისტრაცია და რიგითი ნომრის განსაზღვრა

რედაქცია №101კონსოლიდირებული · 17 დეკ. 2025

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: 29.12.2025.

  • ამჟამად მოქმედი აქტი: საქართველოს საარჩევნო კოდექსი →

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567891011

1.მერად შეიძლება აირჩეს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე, რომელსაც კენჭისყრის დღემდე შეუსრულდა ან კენჭისყრის დღეს უსრულდება 25 წელი და საქართველოში უცხოვრია 6 თვეს მაინც.

2.(ძალადაკარგულია - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 14 აპრილის გადაწყვეტილება №3/2/588 - ვებგვერდი, 04.05.2016წ. ) 2 1 . კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს 30-ე დღისა მერობის კანდიდატის წარდგენის უფლება აქვს ამ კანონის 142-ე მუხლის შესაბამისად რეგისტრირებულ პარტიას, ამ კანონის 141-ე მუხლის შესაბამისად რეგისტრირებულ არანაკლებ 5 წევრისგან შემდგარ ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფს.

3.მერობის კანდიდატის სტატუსის მის თანამდებობრივ მდგომარეობასთან შეუთავსებლობა განისაზღვრება ამ კანონის 136-ე მუხლით. მერობის კანდიდატის სტატუსის მის თანამდებობრივ მდგომარეობასთან შეუთავსებლობაზე არ ვრცელდება ამ კანონის 117-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი.

4.პარტია/ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფი მერობის კანდიდატის რეგისტრაციისათვის საბუთებს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას წარუდგენს. გამონაკლისია ქალაქ თბილისის მერობის კანდიდატი, რომლის საბუთებიც ცესკოს წარედგინება. მერობის კანდიდატის რეგისტრაციისათვის წარდგენილ საბუთებს ამოწმებს შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, რომელიც საბუთების წარდგენიდან 2 დღის ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს არჩევნების დღემდე 28-ე დღისა: ა) საარჩევნო რეგისტრაციაში ატარებს მერობის კანდიდატს, თუ მერობის კანდიდატის სარეგისტრაციო დოკუმენტაცია შეესაბამება ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს; ბ) წერილობით აცნობებს მერობის კანდიდატის წარმდგენი პარტიის/ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს მერობის კანდიდატის სარეგისტრაციო დოკუმენტაციაში არსებული მონაცემების ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებთან შეუსაბამობის შესახებ  (შეუსაბამობის მითითებით), თუ ასეთი შეუსაბამობა არსებობს. პარტიის/ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს დოკუმენტაციის სრულყოფისთვის 3 დღე ეძლევა.

5.ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში აღნიშნული შესწორებული მონაცემები მოწმდება და კანდიდატის საარჩევნო რეგისტრაციის საკითხი წყდება მონაცემების წარდგენიდან 2 დღის ვადაში.

6.თუ შესწორებული მონაცემები შეესაბამება ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს, შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე საარჩევნო რეგისტრაციაში ატარებს მერობის კანდიდატს, ხოლო შეუსაბამობის შემთხვევაში იმავე ვადაში გამოსცემს განკარგულებას მისთვის საარჩევნო რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ (განკარგულებაში ზუსტად აღინიშნება რეგისტრაციაზე უარის თქმის მიზეზები და კანონის ის ნორმები, რომელთა მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობამაც გამოიწვია უარის თქმა). განკარგულება კანდიდატის წარმდგენ საარჩევნო სუბიექტს დაუყოვნებლივ ეცნობება და მოთხოვნისთანავე გადაეცემა.

7.მერობის კანდიდატის რეგისტრაციიდან 3 დღის ვადაში შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მას გადასცემს კანდიდატის მოწმობას.

8.მერობის კანდიდატი რეგისტრაციაში გატარდება, თუ წარდგენილია: ა) კანდიდატის სააღრიცხვო ბარათი; ბ) კანდიდატის წარდგენის შესახებ განცხადება, რომელიც დამოწმებულია ხელმძღვანელ პირთა ხელმოწერებით; ბ 1 ) კანდიდატის წარდგენის შესახებ განცხადება, რომელიც დამოწმებულია პარტიის ხელმძღვანელი პირის (პირების), ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წევრთა ხელმოწერებით; გ) 2 ფოტოსურათი; დ)  კანდიდატის  საქართველოს  მოქალაქის  პირადობის  მოწმობის  ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ფოტოასლი; ე) უფლების ჩამორთმევის შესახებ ცნობა.

9.კანდიდატის წარმდგენი საარჩევნო სუბიექტის გადაწყვეტილებას მერობის კანდიდატის წარდგენის შესახებ უნდა დაერთოს სააღრიცხვო ბარათი, რომელშიც მითითებულია კანდიდატის: ა) სახელი, გვარი; ბ) დაბადების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი); გ) სქესი; დ) მისამართი (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან სააგენტოს მონაცემთა ბაზის მიხედვით); ე) საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი; ვ) სამუშაო ადგილი (თუ უმუშევარია, მიეთითება „უმუშევარი“); ზ) თანამდებობა (საქმიანობა); თ) (ამოღებულია -06.10.2023, №3560); ი) საქართველოში 6 თვის განმავლობაში ცხოვრების ფაქტი; კ) თანხმობა მერად კენჭისყრაზე; ლ) ხელმოწერა და ხელმოწერის თარიღი.

10.მერობის კანდიდატი რეგისტრაციაში არ გატარდება ამ მუხლის მე-4–მე-6 პუნქტების მოთხოვნების გათვალისწინებით, ხოლო რეგისტრირებული კანდიდატის საარჩევნო რეგისტრაცია გაუქმდება შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულებით, ქალაქ თბილისის მერის არჩევნების დროს კი – ცესკოს თავმჯდომარის განკარგულებით – ამ პუნქტის „ა“–„გ“ ქვეპუნქტებში აღნიშნულ შემთხვევებში, ან სასამართლოს გადაწყვეტილებით – ამ პუნქტის „დ“ ქვეპუნქტში აღნიშნულ შემთხვევაში, თუ საარჩევნო კომისიისათვის წარდგენილი განცხადებები და საბუთები არ აკმაყოფილებს ამ კანონით დადგენილ ყველა მოთხოვნას ან დაკმაყოფილებული არ არის ამავე კანონით დადგენილი სხვა პირობები, კერძოდ, თუ: ა) განცხადებებსა და საბუთებში აღნიშნული მონაცემები არასრულია ან არასწორია; ბ) ერთდროულად არსებობს ან არსებობდა მერობის კანდიდატის თანხმობა სხვა მუნიციპალიტეტის მერის არჩევნებში ან/და ნებისმიერი საკრებულოს არჩევნებში კანდიდატის სტატუსით მონაწილეობაზე; გ) დარღვეულია ამ მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნები; დ) დარღვეულია ამ კანონის 47-ე მუხლის პირველი პუნქტის ან/და 48-ე მუხლის მოთხოვნები; ე) მერობის კანდიდატი „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად რეგისტრირებული სხვა პარტიის წევრია; ვ) მერობის კანდიდატი არის პირი, რომლის მიმართაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 23-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება.

11.(ამოღებულია - 21.07.2018, №3272) . საქართველოს 2014 წლის 7 მარტის ორგანული კანონი №2093 - ვებგვერდი, 14.03.2014წ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 14 აპრილის გადაწყვეტილება №3/2/588 - ვებგვერდი, 04.05.2016წ. საქართველოს 2016 წლის 22 ივნისის ორგანული კანონი №5438 - ვებგვერდი, 12.07.2016წ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 17 მაისის გადაწყვეტილება №3/3/600 ­– ვებგვერდი, 29.05.2017წ. საქართველოს 2017 წლის 26 ივლისის ორგანული კანონი №1232 - ვებგვერდი, 29.07.2017წ. საქართველოს 2017 წლის 26 ივლისის ორგანული კანონი №1274 - ვებგვერდი, 29.07.2017წ. საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის ორგანული კანონი №3269 – ვებგვერდი, 27.07.2018წ. საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის ორგანული კანონი №3272 – ვებგვერდი, 30.07.2018წ. საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის ორგანული კანონი №3266 – ვებგვერდი, 13.08.2018წ. საქართველოს 2020 წლის 17 მარტის ორგანული კანონი №5772 – ვებგვერდი, 23.03.2020წ. საქართველოს 2020 წლის 17 მარტის ორგანული კანონი №5773 – ვებგვერდი, 23.03.2020წ. საქართველოს 2022 წლის 22 დეკემბრის ორგანული კანონი №2475 – ვებგვერდი, 29.12.2022წ. საქართველოს 2023 წლის 6 ოქტომბრის ორგანული კანონი №3560 – ვებგვერდი, 24.10.2023წ. საქართველოს 2025 წლის 4 მარტის ორგანული კანონი №332 – ვებგვერდი, 06.03.2025წ. საქართველოს 2025 წლის 16 ოქტომბრის ორგანული კანონი №990 – ვებგვერდი, 17.10.2025წ.

რედაქციების შედარება

1. მერად შეიძლება აირჩეს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე, რომელსაც კენჭისყრის დღემდე შეუსრულდა ან კენჭისყრის დღეს უსრულდებამოქალაქე 25 წელიწლის დაასაკიდან, რომელსაც საქართველოში უცხოვრია სულ ცოტა 6 თვესთვის მაინც.განმავლობაში. 2. (ძალადაკარგულია - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 14 აპრილის გადაწყვეტილება №3/2/588 - ვებგვერდი, 04.05.2016წ. ) 2 1 . კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს 30-ე დღისა მერობის კანდიდატის წარდგენის უფლება აქვს ამ კანონის 142-ე მუხლის შესაბამისად რეგისტრირებულ პარტიას, ამ კანონის 141-ე მუხლის შესაბამისად რეგისტრირებულ არანაკლებ 5 წევრისგან შემდგარ ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფს. 3. მერობის კანდიდატის სტატუსის მის თანამდებობრივ მდგომარეობასთან შეუთავსებლობა განისაზღვრება ამ კანონის 136-ე მუხლით. მერობის კანდიდატის სტატუსის მის თანამდებობრივ მდგომარეობასთან შეუთავსებლობაზე არ ვრცელდება ამ კანონის 117-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი. 4. პარტია/ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფი მერობის კანდიდატის რეგისტრაციისათვის საბუთებს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას წარუდგენს. გამონაკლისია ქალაქ თბილისის მერობის კანდიდატი, რომლის საბუთებიც ცესკოს წარედგინება. მერობის კანდიდატის რეგისტრაციისათვის წარდგენილ საბუთებს ამოწმებს შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, რომელიც საბუთების წარდგენიდან 2 დღის ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს არჩევნების დღემდე 28-ე დღისა: ა) საარჩევნო რეგისტრაციაში ატარებს მერობის კანდიდატს, თუ მერობის კანდიდატის სარეგისტრაციო დოკუმენტაცია შეესაბამება ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს; ბ) წერილობით აცნობებს მერობის კანდიდატის წარმდგენი პარტიის/ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს მერობის კანდიდატის სარეგისტრაციო დოკუმენტაციაში არსებული მონაცემების ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებთან შეუსაბამობის შესახებ  (შეუსაბამობის მითითებით), თუ ასეთი შეუსაბამობა არსებობს. პარტიის/ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს დოკუმენტაციის სრულყოფისთვის 3 დღე ეძლევა. 5. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში აღნიშნული შესწორებული მონაცემები მოწმდება და კანდიდატის საარჩევნო რეგისტრაციის საკითხი წყდება მონაცემების წარდგენიდან 2 დღის ვადაში. 6. თუ შესწორებული მონაცემები შეესაბამება ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს, შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე საარჩევნო რეგისტრაციაში ატარებს მერობის კანდიდატს, ხოლო შეუსაბამობის შემთხვევაში იმავე ვადაში გამოსცემს განკარგულებას მისთვის საარჩევნო რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ (განკარგულებაში ზუსტად აღინიშნება რეგისტრაციაზე უარის თქმის მიზეზები და კანონის ის ნორმები, რომელთა მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობამაც გამოიწვია უარის თქმა). განკარგულება კანდიდატის წარმდგენ საარჩევნო სუბიექტს დაუყოვნებლივ ეცნობება და მოთხოვნისთანავე გადაეცემა. 7. მერობის კანდიდატის რეგისტრაციიდან 3 დღის ვადაში შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მას გადასცემს კანდიდატის მოწმობას. 8. მერობის კანდიდატი რეგისტრაციაში გატარდება, თუ წარდგენილია: ა) კანდიდატის სააღრიცხვო ბარათი; ბ) კანდიდატის წარდგენის შესახებ განცხადება, რომელიც დამოწმებულია ხელმძღვანელ პირთა ხელმოწერებით; ბ 1 ) კანდიდატის წარდგენის შესახებ განცხადება, რომელიც დამოწმებულია პარტიის ხელმძღვანელი პირის (პირების), ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წევრთა ხელმოწერებით; გ) 2 ფოტოსურათი; დ)  კანდიდატის  საქართველოს  მოქალაქის  პირადობის  მოწმობის  ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ფოტოასლი; ე) უფლების ჩამორთმევის შესახებ ცნობა. 9. კანდიდატის წარმდგენი საარჩევნო სუბიექტის გადაწყვეტილებას მერობის კანდიდატის წარდგენის შესახებ უნდა დაერთოს სააღრიცხვო ბარათი, რომელშიც მითითებულია კანდიდატის: ა) სახელი, გვარი; ბ) დაბადების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი); გ) სქესი; დ) მისამართი (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან სააგენტოს მონაცემთა ბაზის მიხედვით); ე) საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი; ვ) სამუშაო ადგილი (თუ უმუშევარია, მიეთითება „უმუშევარი“); ზ) თანამდებობა (საქმიანობა); თ) (ამოღებულია -06.10.2023, №3560); ი) საქართველოში 6 თვის განმავლობაში ცხოვრების ფაქტი; კ) თანხმობა მერად კენჭისყრაზე; ლ) ხელმოწერა და ხელმოწერის თარიღი. 10. მერობის კანდიდატი რეგისტრაციაში არ გატარდება ამ მუხლის მე-4–მე-6 პუნქტების მოთხოვნების გათვალისწინებით, ხოლო რეგისტრირებული კანდიდატის საარჩევნო რეგისტრაცია გაუქმდება შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულებით, ქალაქ თბილისის მერის არჩევნების დროს კი – ცესკოს თავმჯდომარის განკარგულებით – ამ პუნქტის „ა“–„გ“ ქვეპუნქტებში აღნიშნულ შემთხვევებში, ან სასამართლოს გადაწყვეტილებით – ამ პუნქტის „დ“ ქვეპუნქტში აღნიშნულ შემთხვევაში, თუ საარჩევნო კომისიისათვის წარდგენილი განცხადებები და საბუთები არ აკმაყოფილებს ამ კანონით დადგენილ ყველა მოთხოვნას ან დაკმაყოფილებული არ არის ამავე კანონით დადგენილი სხვა პირობები, კერძოდ, თუ: ა) განცხადებებსა და საბუთებში აღნიშნული მონაცემები არასრულია ან არასწორია; ბ) ერთდროულად არსებობს ან არსებობდა მერობის კანდიდატის თანხმობა სხვა მუნიციპალიტეტის მერის არჩევნებში ან/და ნებისმიერი საკრებულოს არჩევნებში კანდიდატის სტატუსით მონაწილეობაზე; გ) დარღვეულია ამ მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნები; დ) დარღვეულია ამ კანონის 47-ე მუხლის პირველი პუნქტის ან/და 48-ე მუხლის მოთხოვნები; ე) მერობის კანდიდატი „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად რეგისტრირებული სხვა პარტიის წევრია. 11. (ამოღებულია - 21.07.2018, №3272) . საქართველოს 2014 წლის 7 მარტის ორგანული კანონი №2093 - ვებგვერდი, 14.03.2014წ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 14 აპრილის გადაწყვეტილება №3/2/588 - ვებგვერდი, 04.05.2016წ. საქართველოს 2016 წლის 22 ივნისის ორგანული კანონი №5438 - ვებგვერდი, 12.07.2016წ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 17 მაისის გადაწყვეტილება №3/3/600 ­– ვებგვერდი, 29.05.2017წ. საქართველოს 2017 წლის 26 ივლისის ორგანული კანონი №1232 - ვებგვერდი, 29.07.2017წ. საქართველოს 2017 წლის 26 ივლისის ორგანული კანონი №1274 - ვებგვერდი, 29.07.2017წ. საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის ორგანული კანონი №3269 – ვებგვერდი, 27.07.2018წ. საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის ორგანული კანონი №3272 – ვებგვერდი, 30.07.2018წ. საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის ორგანული კანონი №3266 – ვებგვერდი, 13.08.2018წ. საქართველოს 2020 წლის 17 მარტის ორგანული კანონი №5772 – ვებგვერდი, 23.03.2020წ. საქართველოს 2020 წლის 17 მარტის ორგანული კანონი №5773 – ვებგვერდი, 23.03.2020წ. საქართველოს 2022 წლის 22 დეკემბრის ორგანული კანონი №2475 – ვებგვერდი, 29.12.2022წ. საქართველოს 2023 წლის 6 ოქტომბრის ორგანული კანონი №3560 – ვებგვერდი, 24.10.2023წ. საქართველოს 2025 წლის 4 მარტის ორგანული კანონი №332 – ვებგვერდი, 06.03.2025წ.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 17 ოქტ. 2025
  2. 6 მარ. 2025
წინა მუხლი 166შემდეგი მუხლი 168

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

ძალადაკარგული

კონსოლიდირებული 2025-12-17 · №101

0
ციტირებულია მუხლი
2
ცვლილება
ბოლო 2025-10-17
3
რედაქცია
8
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

საქართველოს საკონს… 23მუხლი 117მუხლი 136მუხლი 141მუხლი 142მუხლი 23მუხლი 47მუხლი 48

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საქართველოს საარჩევნო კოდექსი

  • 172მერობის კანდიდატის წარდგენა და რეგისტრაცია
  • 140აქტიური და პასიური საარჩევნო უფლებები
  • 173მერობის კანდიდატის წარდგენის შესახებ გადაწყვეტილების გაუქმება

ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი

  • 49მერის არჩევა
  • 40მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის სტატუსი

საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ

  • 22ქალაქ თბილისის მერი

ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოების – საკრებულოების არჩევნების შესახებ

  • 23პარტიული სიებისა და საარჩევნო ოლქებში წარდგენილ კანდიდატთა რეგისტრაცია
  • 3საყოველთაო საარჩევნო უფლება
  • 24კანდიდატად წარდგენის შესახებ გადაწყვეტილების გაუქმება. კანდიდატის მიერ თავისი კანდიდატურის მოხსნა

მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ

  • 23—

ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ

  • 21საკრებულო

საქართველოს მოქალაქეობის შესახებ

  • 30²საქართველოს მოქალაქეობის დადგენა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
233222311713614114223474849172140173167
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საკონსტიტუ…საქართველოს საარჩევნო …საქართველოს საარჩევნო …ადგილობრივი თვითმმართვ…საქართველოს დედაქალაქი…ადგილობრივი წარმომადგე…