1.საარჩევნო უბანი იხსნება კენჭისყრის დღის 6 საათსა და 45 წუთზე. თუ ამ დროისთვის საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა რაოდენობა 9-ზე ნაკლები აღმოჩნდა, ამის თაობაზე ინფორმაცია დაუყოვნებლივ მიეწოდება შესაბამის, ზემდგომ საოლქო საარჩევნო კომისიას, რომელიც დაუყოვნებლივ იღებს სათანადო გადაწყვეტილებას.
2.საარჩევნო უბნის გახსნიდან კენჭისყრის დაწყებამდე პროცედურები ტარდება შემდეგი თანამიმდევრობით: ა) საარჩევნო უბნის გახსნისთანავე იხსნება კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნი. წიგნის პირველ და მე-2 გვერდებზე, ხოლო საჭიროების შემთხვევაში − მე-10 და მომდევნო გვერდებზედაც, ხელს აწერს მისი გახსნისას კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე ყველა პირი; ბ) საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ამოწმებს იმ დალუქული პაკეტის მთლიანობას, რომელშიც მოთავსებულია საუბნო საარჩევნო კომისიის სპეციალური ბეჭედი; გ) (ამოღებულია - 04.03.2025, №332) ; დ) (ამოღებულია - 04.03.2025, №332) ; დ 1 ) (ამოღებულია - 04.03.2025, №332) ; ე) (ამოღებულია - 04.03.2025, №332) ; ვ) (ამოღებულია - 04.03.2025, №332) ; ზ) (ამოღებულია - 04.03.2025, №332) .
2¹.(ამოღებულია - 04.03.2025, №332) .
3.(ამოღებულია - 04.03.2025, №332) .
4.(ამოღებულია - 04.03.2025, №332) .
5.თუ კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირმა დააფიქსირა (აღმოაჩინა) დარღვევა საჩივრის რეგისტრაციისას, ამ საჩივრის რეგისტრაციასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას დადგენილი წესით იღებს კომისია.
6.ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პროცედურების დასრულების შემდეგ საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე: ა) აცხადებს ამომრჩეველთა რაოდენობას ერთიანი და სპეციალური სიების, აგრეთვე გადასატანი საარჩევნო ყუთის სიის მიხედვით; ბ) ამოწმებს საარჩევნო ბიულეტენებისა და სპეციალური კონვერტების პაკეტების მთლიანობას და აცხადებს მიღებულ საარჩევნო ბიულეტენთა და სპეციალურ კონვერტთა რაოდენობას; გ) ამოწმებს და ცესკოს მიერ დადგენილი წესით, ინდივიდუალური ნომრის მქონე ლუქით ლუქავს ძირითად და გადასატან საარჩევნო ყუთებს.
7.ამომრჩეველთა თითოეულ რეგისტრატორს გადაეცემა ყველა სახის საარჩევნო ბიულეტენის თითო ბლოკნოტი, რაც დასტურდება მის თავფურცელზე კომისიის თავმჯდომარისა და რეგისტრატორის ხელმოწერებით. ბლოკნოტიდან ყველა ბიულეტენის გაცემის შემდეგ რეგისტრატორს გადაეცემა მეორე ბლოკნოტი და ა. შ..
8.(ამოღებულია - 07.03.2014, №2093) .
9.ამ მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებში აღნიშნულ მონაცემებს საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი აცხადებს და შეაქვს კენჭისყრის შედეგების სადემონსტრაციო ოქმში და კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნში (გარდა სპეციალური კონვერტების რაოდენობისა).
10.საკონტროლო ფურცლებს ხელს აწერენ პირველი ამომრჩეველი და საუბნო საარჩევნო კომისიის ყველა დამსწრე წევრი. საკონტროლო ფურცლებზე აღინიშნება პირველი ამომრჩევლის სახელი, გვარი და საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი. საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და მდივანი საკონტროლო ფურცლებს სამ ეგზემპლარად ავსებენ. საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე საკონტროლო ფურცლის ერთ ეგზემპლარს აგდებს ძირითად საარჩევნო ყუთში პირველი ამომრჩევლის მოსვლის შემდეგ, მეორე ეგზემპლარს – გადასატან საარჩევნო ყუთში, ხოლო მესამე ეგზემპლარს ინახავს საარჩევნო ყუთებში არსებულ საკონტროლო ფურცლებთან შემდგომი შედარების მიზნით.
11.კენჭისყრა იწყება კენჭისყრის დღის 8 საათზე. საქართველოს 2013 წლის 25 ივლისის ორგანული კანონი №864 - ვებგვერდი, 19.08.2013წ. საქართველოს 2014 წლის 7 მარტის ორგანული კანონი №2093 - ვებგვერდი, 14.03.2014წ. საქართველოს 2017 წლის 26 ივლისის ორგანული კანონი №1274 - ვებგვერდი, 29.07.2017წ. საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის ორგანული კანონი №3269 – ვებგვერდი, 27.07.2018წ. საქართველოს 2021 წლის 28 ივნისის ორგანული კანონი №703 – ვებგვერდი, 29.06.2021წ. საქართველოს 2022 წლის 22 დეკემბრის ორგანული კანონი №2475 – ვებგვერდი, 29.12.2022წ. საქართველოს 2023 წლის 6 ოქტომბრის ორგანული კანონი №3560 – ვებგვერდი, 24.10.2023წ. საქართველოს 2025 წლის 4 მარტის ორგანული კანონი №332 – ვებგვერდი, 06.03.2025წ.

