სოციალური მუშაობის შესახებ

მუხლი 64. გარდამავალი დებულებანი

რედაქცია №10 კონსოლიდირებული · 27 ივნ. 2024

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა 2019 წლის 1 იანვრამდე დაამტკიცოს ამ კანონის სამოქმედო გეგმა და უზრუნველყოს მისი მონიტორინგი.

2.დაევალოთ საქართველოს მთავრობის შესაბამის უწყებებს, ეტაპობრივად გაზარდონ სოციალურ მუშაკთა შტატების რაოდენობა, რათა 2025 წელს საქართველოს ტერიტორიაზე დასაქმებული სოციალური მუშაკები სრულყოფილად ასრულებდნენ ამ კანონით მათთვის დაკისრებულ სამსახურებრივ მოვალეობებს.

3.დაევალოს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, 2024 წლის 1 ოქტომბრამდე, საქართველოს პარლამენტისა და ამ კანონის VIII თავით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილი დაწესებულებების მონაწილეობით შეიმუშაოს სოციალურ მუშაკთა სერტიფიცირების პროგრამის დარგობრივი მახასიათებლები.

3¹.ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული სოციალურ მუშაკთა სერტიფიცირების პროგრამა უნდა უზრუნველყოფდეს ამავე მუხლის მე-6 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ დამტკიცებული სოციალური მუშაობის პროფესიული სტანდარტების დაკმაყოფილებას.

3².ამ მუხლის 3 1 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნა არ ვრცელდება ამ პუნქტის ამოქმედებამდე განხორციელებულ სოციალურ მუშაკთა სერტიფიცირებაზე.

4.სოციალურ მუშაკთა სერტიფიცირებას ახორციელებს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო. სოციალურ მუშაკთა  სერტიფიცირება შეიძლება განხორციელდეს დისტანციური ფორმით. სოციალურ მუშაკთა სერტიფიცირება უნდა დასრულდეს 2030 წლის 1 იანვრამდე.

4¹.სოციალური მუშაკის სერტიფიკატი გაიცემა პირის მიერ სერტიფიცირების წარმატებით გავლის შედეგად. სასერტიფიკატო პროგრამა შედგება არანაკლებ 45 კრედიტისგან.

4².სერტიფიცირების გავლის უფლება აქვს პირს, რომელიც, 2024 წლის 1 ივნისის მდგომარეობით, შესაბამის დაწესებულებაში ასრულებდა სოციალური მუშაკის ფუნქციებს ან რომელსაც აქვს სოციალური მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება.

4³.იმ პირის გარდა, რომელიც აკმაყოფილებს ამ კანონის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნას, სოციალური მუშაკის თანამდებობაზე შეიძლება მიღებულ იქნეს აგრეთვე: ა) აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტი, რომელსაც მიღებული აქვს სოციალური მუშაობის საბაკალავრო პროგრამის არანაკლებ 180 კრედიტი ან სოციალური მუშაობის სამაგისტრო პროგრამის არანაკლებ 60 კრედიტი; ბ) პირი, რომელსაც დასრულებული აქვს არანაკლებ 45 კრედიტისგან შემდგარი სოციალური მუშაობის დამატებითი პროგრამა და აქვს არანაკლებ ბაკალავრის ან ბაკალავრთან გათანაბრებული ხარისხი სამართლის, საჯარო მმართველობის, ჯანმრთელობის დაცვის, განათლების მეცნიერებების, ფსიქოლოგიის, სოციოლოგიის ან სოციალური მეცნიერებების სფეროში ან არის იმავე სფეროში აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტი.

4⁴.ამ მუხლის 4 3 პუნქტის „ა“ ან „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სტუდენტი გათავისუფლდება სოციალური მუშაკის თანამდებობიდან/მას შეუწყდება შრომითი ხელშეკრულება, თუ იგი აღნიშნულ თანამდებობაზე მიღებიდან 1 წლის ვადაში ვერ წარადგენს შესაბამისი საბაკალავრო ან სამაგისტრო პროგრამის დასრულების დამადასტურებელ დოკუმენტს. ამ დოკუმენტის წარდგენამდე ის სოციალური მუშაკის ფუნქციებს ასრულებს დამსაქმებლის მიერ განსაზღვრულ ფარგლებში.

4⁵.სოციალური მუშაკის თანამდებობაზე პირი აგრეთვე შეიძლება მიღებულ იქნეს მაძიებლად.

4⁶.პირმა სოციალური მუშაკის თანამდებობაზე მაძიებლის სტატუსით შეიძლება იმუშაოს არაუმეტეს 1 წლისა. ამ პერიოდში მას უნდა მიეცეს აღნიშნული თანამდებობისთვის განსაზღვრული თანამდებობრივი სარგოს არანაკლებ ნახევარი. მაძიებელი შესაბამის ფუნქციებს დამსაქმებლის ზედამხედველობით ასრულებს. მაძიებელი სერტიფიცირების წარმატებით გავლის შემთხვევაში სრულად ასრულებს სოციალური მუშაკის ფუნქციებს. თუ მაძიებელი სერტიფიცირებას წარმატებით ვერ გაივლის, ის გათავისუფლდება სოციალური მუშაკის თანამდებობიდან.

4⁷.მაძიებლის მიერ სერტიფიცირების გავლას უზრუნველყოფს დამსაქმებელი. დამსაქმებელი უფლებამოსილია მაძიებელს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ფორმით დაუდგინოს შრომითი ურთიერთობის დამატებითი პირობები.

5.დაევალოთ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, 2021 წლის 1 ივნისამდე უზრუნველყონ ბენეფიციართათვის გადაუდებელ შემთხვევებზე 24-საათიანი რეაგირების მექანიზმის ფუნქციონირება.

6.საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ, საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2021 წლის 1 ივნისამდე უზრუნველყონ შემდეგი სამართლებრივი აქტების გამოცემა: ა) ამ კანონის 45-ე მუხლის შესაბამისად, სოციალური მუშაკის ორგანიზაციულ-ტექნიკური და ინფრასტრუქტურული უზრუნველყოფის შესახებ; ბ) ამ კანონის 46-ე მუხლის შესაბამისად, სოციალური მუშაობის უსაფრთხოების წესის დანერგვის შესახებ; გ) სოციალური მუშაკისთვის სოციალური მუშაობის პროფესიული სტანდარტების დადგენის შესახებ.

7.საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ, საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ 2025 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყონ შემდეგი სამართლებრივი აქტების გამოცემა: ა) ამ კანონის 47-ე მუხლის შესაბამისად, საქმეთა გადანაწილების წესის განსაზღვრის შესახებ; ბ) ამ კანონის 58-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, სოციალური მუშაკის საქმიანობის ზედამხედველობის განხორციელების წესისა და პირობების დადგენის შესახებ.

8.საქართველოს მთავრობამ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარდგინების საფუძველზე 2022 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს ამ კანონის 56-ე მუხლით გათვალისწინებული უფლებამოსილებების დელეგირების შესახებ სამართლებრივი აქტის მიღება.

9.ამ კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ სოციალური მუშაკის სერტიფიკატთან გათანაბრებულია 2006−2013 წლებში საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ გაცემული სერტიფიკატი, რომელიც ადასტურებს სოციალური მუშაობის 60-კრედიტიანი სასწავლო კურსის წარმატებით გავლას.

10.იმ შემთხვევაში, თუ ამ კანონის შესაბამისი მუხლების ამოქმედების თარიღებისათვის სოციალური მუშაკების რაოდენობა საკმარისი არ იქნება, შესაბამისი დაწესებულებები უფლებამოსილი არიან სერტიფიცირების გავლის უფლება მისცენ მომიჯნავე პროფესიების მქონე პირებს, რომლებიც ვერ აკმაყოფილებენ ამ კანონის 44-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. მომიჯნავე პროფესიების ჩამონათვალი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით.

11.ამ კანონის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნა არ ვრცელდება ამ მუხლის 4 3 პუნქტით განსაზღვრულ პირზე. „შენიშვნა: ამ მუხლის მიზნებისთვის მაძიებელი არის „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს შრომის კოდექსი“ ან საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტით დადგენილი წესით სოციალური მუშაკის თანამდებობაზე დასაქმებული პირი, რომელსაც აქვს არანაკლებ ბაკალავრის ან ბაკალავრთან გათანაბრებული ხარისხი სამართლის, საჯარო მმართველობის, ჯანმრთელობის დაცვის, განათლების მეცნიერებების, ფსიქოლოგიის, სოციოლოგიის ან სოციალური მეცნიერებების სფეროში, არ აქვს გავლილი სოციალური მუშაობის დამატებითი პროგრამა, აკმაყოფილებს ამ კანონის 42-ე მუხლით (გარდა პირველი პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებისა) გათვალისწინებულ მოთხოვნებს, მაძიებლობის პერიოდში გადის სოციალური მუშაკის სერტიფიცირების პროცესს და ასრულებს სოციალური მუშაკის ფუნქციებს დამსაქმებლის მიერ განსაზღვრულ, შეზღუდულ ფარგლებში. საქართველოს 2019 წლის 29 ნოემბრის კანონი №5391 – ვებგვერდი, 10.12.2019წ. საქართველოს 2019 წლის 11 დეკემბრის კანონი №5464 – ვებგვერდი, 19.12.2019წ. საქართველოს 2020 წლის 29 დეკემბრის კანონი №39 – ვებგვერდი, 30.12.2020წ. საქართველოს 2021 წლის 16 მარტის კანონი №361 – ვებგვერდი, 18.03.2021წ. საქართველოს 2023 წლის 30 ნოემბრის კანონი №3847 – ვებგვერდი, 15.12.2023წ. საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის კანონი №4359 – ვებგვერდი, 04.07.2024წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №10 · ძალაშია 4 ივლ. 2024-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 18 მარ. 2021 – 1 იან. 2022 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 6

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 64-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ახლებურად ჩამოყალიბდა: ძველი ვადიანი დავალებების ნაცვლად დადგინდა სერტიფიცირების ორგანო, ვადა (2030 წლის 1 იანვარი), პროგრამის მოცულობა და მაძიებლის ინსტიტუტი; დაემატა მე-11 პუნქტი და შენიშვნა.

  2. · გამოქვეყნდა 15 დეკ. 2023
  3. · გამოქვეყნდა 30 დეკ. 2020

    64-ე მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებში ვადა 2021 წლის 1 ივნისამდეა განსაზღვრული, ხოლო მე-8 პუნქტში დელეგირების აქტის მიღების ვადა 2022 წლის 1 იანვრამდეა.

  4. 64-ე მუხლის მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტებში სამინისტროს დასახელება „განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის“ შეიცვალა „განათლებისა და მეცნიერების“-ით. ვადები (2021 წლის 1 ივნისი და 2025 წლის 1 იანვარი) და დავალებები უცვლელია.

  5. · გამოქვეყნდა 19 დეკ. 2019

    64-ე მუხლის მე-8 პუნქტში 56-ე მუხლით გათვალისწინებული უფლებამოსილებების დელეგირების შესახებ მისაღები აქტის აღმნიშვნელი სიტყვები „კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი“ შეიცვალა სიტყვებით „სამართლებრივი აქტი“.

  6. · გამოქვეყნდა 10 დეკ. 2019

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
631417424445464756586557¹99372964
მითითებამნიშვნელობით ახლოსსოციალური მუშაობის შეს…შრომითი მიგრაციის შესა…შეზღუდული შესაძლებლობი…კანონთან კონფლიქტში მყ…ბავშვის უფლებათა კოდექ…სამედიცინო-სოციალური ე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №10 · ბოლოს შემოწმდა