სასაქონლო ნიშნების შესახებ

მუხლი 13. განაცხადზე ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზა

რედაქცია №13 კონსოლიდირებული · 27 ოქტ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.განაცხადზე ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზა ტარდება განაცხადის შეტანიდან 1 თვის ვადაში, გარდა შემდეგი შემთხვევებისა: ა) თუ განმცხადებელი ითხოვს საკონვენციო პრიორიტეტს ან საგამოფენო პრიორიტეტს, განაცხადზე ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზა ტარდება ამ კანონის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ვადის გასვლიდან 10 დღის ვადაში; ბ) თუ მოთხოვნილია სასერტიფიკაციო ნიშნის რეგისტრაცია, განაცხადზე ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზა ტარდება ამ კანონის 38 2 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვადის გასვლიდან 10 დღის ვადაში; გ) თუ მოთხოვნილია კოლექტიური ნიშნის რეგისტრაცია, განაცხადზე ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზა ტარდება ამ კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვადის გასვლიდან 10 დღის ვადაში; დ) თუ განმცხადებელს გაეგზავნა შეტყობინება ექსპერტიზისთვის საჭირო დამატებითი მასალის მოთხოვნის შესახებ, განაცხადზე ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზა შეჩერდება შეტყობინებაზე პასუხის მიღებამდე, მაგრამ არაუმეტეს ამ კანონის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ვადისა.

2.ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზა ადგენს, არის თუ არა განაცხადი გაფორმებული ამ კანონის შესაბამისად.

3.თუ განაცხადი აკმაყოფილებს ამ კანონის მე-9 მუხლის მე-2 და მე-5 პუნქტების მოთხოვნებს, განმცხადებლის სახელზე გაიცემა ცნობა განაცხადის შეტანის თარიღის დადგენის შესახებ საკანცელარიო ნომრისა და შეტანილი საბუთების ჩამონათვალის მითითებით. წინააღმდეგ შემთხვევაში, განმცხადებელს ეცნობება განაცხადის მასალის მიღებაზე დასაბუთებული უარი.

4.თუ განაცხადის შეტანიდან 15 კალენდარული დღის ვადაში განაცხადზე ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზისთვის დადგენილი წესით განსაზღვრული საფასური არ გადაიხდება ან გადახდილი თანხა საქონლის ერთი კლასის წარდგენისთვის დადგენილ თანხაზე ნაკლებია, საქპატენტი იღებს გადაწყვეტილებას განაცხადის განხილვაზე უარის თქმის შესახებ. თუკი ამ ვადაში გადაიხდება განაცხადში მითითებული საქონლის კლასების წარდგენისთვის დადგენილ თანხაზე ნაკლები, მაგრამ არანაკლებ ერთი კლასის წარდგენისთვის საკმარისი თანხისა, აღნიშნული ექსპერტიზა ტარდება განმცხადებლის მიერ შერჩეულ კლასებზე, ხოლო კლასების შეურჩევლობის შემთხვევაში − პირველ იმდენ კლასზე, რამდენისთვისაც საკმარისია გადახდილი საფასური.

5.ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზის საფუძველზე „საქპატენტი“ გამოიტანს გადაწყვეტილებას განაცხადის განსახილველად მიღებისა და პრიორიტეტის დადგენის, ან განაცხადის განხილვაზე უარის თქმის შესახებ და აცნობებს განმცხადებელს. საქართველოს 2024 წლის 21 თებერვლის კანონი №4048 – ვებგვერდი, 07.03.2024წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. განაცხადზე ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზა ტარდება განაცხადის შეტანიდან 1 თვის ვადაში, გარდა შემდეგი შემთხვევებისა: ა) თუ განმცხადებელი ითხოვს საკონვენციო პრიორიტეტს ან საგამოფენო პრიორიტეტს, განაცხადზე ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზა ტარდება ამ კანონის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ვადის გასვლიდან 10 დღის ვადაში; ბ) თუ მოთხოვნილია სასერტიფიკაციო ნიშნის რეგისტრაცია, განაცხადზე ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზა ტარდება ამ კანონის 38 2 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვადის გასვლიდან 10 დღის ვადაში; გ) თუ მოთხოვნილია კოლექტიური ნიშნის რეგისტრაცია, განაცხადზე ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზა ტარდება ამ კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვადის გასვლიდან 10 დღის ვადაში; დ) თუ განმცხადებელს გაეგზავნა შეტყობინება ექსპერტიზისთვის საჭირო დამატებითი მასალის მოთხოვნის შესახებ, განაცხადზე ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზა შეჩერდება შეტყობინებაზე პასუხის მიღებამდე, მაგრამ არაუმეტეს ამ კანონის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ვადისა. 2. ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზა ადგენს, არის თუ არა განაცხადი გაფორმებული ამ კანონის შესაბამისად. 3. თუ განაცხადი აკმაყოფილებს ამ კანონის მე-9 მუხლის მე-2 და მე-5 პუნქტების მოთხოვნებს, განმცხადებლის სახელზე გაიცემა ცნობა განაცხადის შეტანის თარიღის დადგენის შესახებ საკანცელარიო ნომრისა და შეტანილი საბუთების ჩამონათვალის მითითებით. წინააღმდეგ შემთხვევაში, განმცხადებელს ეცნობება განაცხადის მასალის მიღებაზე დასაბუთებული უარი. 4. თუ განაცხადის შეტანიდან 15 კალენდარული დღის ვადაში განაცხადზე ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზისთვის დადგენილი წესით განსაზღვრული საფასური არ გადაიხდება ან გადახდილი თანხა საქონლის ერთი კლასის წარდგენისთვის დადგენილ თანხაზე ნაკლებია, საქპატენტი იღებს გადაწყვეტილებას განაცხადის განხილვაზე უარის თქმის შესახებ. თუკი ამ ვადაში გადაიხდება განაცხადში მითითებული საქონლის კლასების წარდგენისთვის დადგენილ თანხაზე ნაკლები, მაგრამ არანაკლებ ერთი კლასის წარდგენისთვის საკმარისი თანხისა, აღნიშნული ექსპერტიზა ტარდება განმცხადებლის მიერ შერჩეულ კლასებზე, ხოლო კლასების შეურჩევლობის შემთხვევაში − პირველ იმდენ კლასზე, რამდენისთვისაც საკმარისია გადახდილი საფასური. 5. ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზის საფუძველზე „საქპატენტი“ გამოიტანს გადაწყვეტილებას განაცხადის განსახილველად მიღებისა და პრიორიტეტის დადგენის, ან განაცხადის განხილვაზე უარის თქმის შესახებ და აცნობებს განმცხადებელს. საქართველოს 2024 წლის 21 თებერვლის კანონი №4048 – ვებგვერდი, 07.03.2024წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №11 · ძალაშია 1 სექ. 2024-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. · გამოქვეყნდა 7 მარ. 2024

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

ავთანდილ კუჭავა

ავთანდილ კუჭავა

CEO

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
344711123238²915¹1422121622232413
მითითებამნიშვნელობით ახლოსსასაქონლო ნიშნების შეს…საქართველოს საპატენტო …დიზაინის შესახებცხოველთა და მცენარეთა …ინტეგრალური მიკროსქემი…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №13 · ბოლოს შემოწმდა