Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკადიზაინის შესახებმუხლი 30¹

დიზაინის შესახებ

მუხლი 30¹. დიზაინზე განსაკუთრებული უფლების დაცვა

რედაქცია №5 კონსოლიდირებული · 24 ივნ. 2026
თემები:საპატენტო დავებიIP სტრატეგიასაავტორო უფლებების დაცვასაავტორო უფლებების დავებიინტელექტუალური საკუთრების ლიცენზირებასპონსორობა

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678

1.დიზაინზე განსაკუთრებული უფლების დარღვევისას დიზაინზე განსაკუთრებული უფლების მფლობელი უფლებამოსილია მოითხოვოს: ა) ამ კანონის 26-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ქმედებების აკრძალვა; ბ) დიზაინზე განსაკუთრებული უფლების დარღვევით სამოქალაქო ბრუნვაში ჩართული ან სამოქალაქო ბრუნვაში ჩართვის მიზნით საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანილი ან დასაწყობებული (შესანახად განთავსებული) პროდუქტის, რომელშიც ჩართულია დიზაინი ან რომლისთვისაც ის გამოიყენება, სამოქალაქო ბრუნვიდან ამოღება; გ) დიზაინზე განსაკუთრებული უფლების დარღვევით სამოქალაქო ბრუნვაში ჩართული პროდუქტის, რომელშიც ჩართულია დიზაინი ან რომლისთვისაც ის გამოიყენება, განადგურება; დ) იმ გამოსახულების, ეტიკეტის, ანაბეჭდის, შეფუთვის, შესაფუთი ან სარეკლამო მასალის განადგურება, რომელიც დიზაინის გამოსახულებას შეიცავს ან არის მისი ასლი ან იმიტაცია, მათ შორის, ინტერნეტში განთავსებული ისეთი მასალის ან გამოსახულების წაშლა, რომელიც დიზაინის გამოსახულებას შეიცავს; ე) პროდუქტის, რომელშიც ჩართულია დიზაინი ან რომლისთვისაც ის გამოიყენება, დასამზადებლად განკუთვნილი კლიშეს, მატრიცის, სხვა დანადგარის, ტექნიკური აღჭურვილობისა და იარაღის განადგურება.

2.დიზაინზე განსაკუთრებული უფლების მფლობელი უფლებამოსილია, თავისი შეხედულებისამებრ, მოითხოვოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რამდენიმე ქმედების ერთდროულად განხორციელება.

3.დიზაინზე განსაკუთრებული უფლების დარღვევისას დიზაინზე განსაკუთრებული უფლების მფლობელის მოთხოვნის საფუძველზე სასამართლოს გადაწყვეტილებით შესაძლებელია ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედება განხორციელდეს აგრეთვე იმ პირის მიმართ, რომელმაც იცოდა ან რომელსაც უნდა სცოდნოდა, რომ მისი მომსახურება გამოიყენება ან გამოიყენებოდა დიზაინზე განსაკუთრებული უფლების კომერციული მასშტაბით დარღვევისათვის.

4.განსაკუთრებულ შემთხვევაში სასამართლო უფლებამოსილია დიზაინზე განსაკუთრებული უფლების დამრღვევის მოთხოვნის საფუძველზე, ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“–„ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ქმედებების განხორციელების ნაცვლად, მას დააკისროს ფულადი კომპენსაციის გადახდა, თუ იგი გაუფრთხილებლობით მოქმედებდა ან თუ მას შესაბამისი უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებით შესაძლო დარღვევასთან შედარებით არაპროპორციული ზიანი მიადგება, ამასთანავე, თუ დიზაინზე განსაკუთრებული უფლების მფლობელისათვის სასამართლოს მიერ განსაზღვრული ფულადი კომპენსაციის ოდენობა მისაღებია.

5.დიზაინზე განსაკუთრებული უფლების დარღვევისას დიზაინზე განსაკუთრებული უფლების მფლობელი უფლებამოსილია, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ქმედების გარდა, მოითხოვოს ერთ-ერთი შემდეგი ქმედების განხორციელება: ა) მიყენებული ზიანის ანაზღაურება (მიუღებელი შემოსავლის ჩათვლით), თუ დიზაინზე განსაკუთრებული უფლების დამრღვევმა იცოდა ან მას უნდა სცოდნოდა დიზაინზე განსაკუთრებული უფლების დარღვევის  შესახებ; ბ) დიზაინზე განსაკუთრებული უფლების დამრღვევისთვის დიზაინზე განსაკუთრებული უფლების დარღვევით მიღებული შემოსავლის ჩამორთმევა დიზაინზე განსაკუთრებული უფლების მფლობელის სასარგებლოდ; გ) ერთჯერადი ფულადი კომპენსაციის გადახდა.

6.ზიანის ოდენობის განსაზღვრისას გათვალისწინებული უნდა იქნეს დიზაინზე განსაკუთრებული უფლების დარღვევის არსი, დიზაინზე განსაკუთრებული უფლების დარღვევით მიღებული შემოსავალი, დიზაინზე განსაკუთრებული უფლების მფლობელისთვის მიყენებული ქონებრივი და არაქონებრივი ზიანი, აგრეთვე ის სავარაუდო შემოსავალი, რომელსაც მიიღებდა დიზაინზე განსაკუთრებული უფლების მფლობელი დიზაინის მართლზომიერად გამოყენებით.

7.ერთჯერადი ფულადი კომპენსაცია განისაზღვრება არანაკლებ იმ ოდენობით, რომელსაც დიზაინზე განსაკუთრებული უფლების დამრღვევი დიზაინის გამოყენების ნებართვის მიღებისას გადაიხდიდა.

8.ერთჯერადი ფულადი კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრისას გათვალისწინებული უნდა იქნეს დიზაინის მფლობელის ნებართვის გარეშე გამოყენებული იმ პროდუქტის რაოდენობა, რომელშიც ჩართულია დიზაინი ან რომლისთვისაც გამოიყენება იგი, დიზაინზე განსაკუთრებული უფლების დამრღვევის განზრახვა, იმ მომსახურების მასშტაბი, ხასიათი და სხვა მახასიათებელი, რომლის შეთავაზებაც ხდება დიზაინზე განსაკუთრებული უფლების დარღვევით, ან/და ნებისმიერი სხვა გარემოება, რომელიც კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრისას შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული. საქართველოს 2017 წლის 23 დეკემბრის კანონი №1920 – ვებგვერდი, 11.01.2018წ.

რედაქციების შედარება

1. დიზაინზე განსაკუთრებული უფლების დარღვევისას დიზაინზე განსაკუთრებული უფლების მფლობელი უფლებამოსილია მოითხოვოს: ა) ამ კანონის 26-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ქმედებების აკრძალვა; ბ) დიზაინზე განსაკუთრებული უფლების დარღვევით სამოქალაქო ბრუნვაში ჩართული ან სამოქალაქო ბრუნვაში ჩართვის მიზნით საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანილი ან დასაწყობებული (შესანახად განთავსებული) პროდუქტის, რომელშიც ჩართულია დიზაინი ან რომლისთვისაც ის გამოიყენება, სამოქალაქო ბრუნვიდან ამოღება; გ) დიზაინზე განსაკუთრებული უფლების დარღვევით სამოქალაქო ბრუნვაში ჩართული პროდუქტის, რომელშიც ჩართულია დიზაინი ან რომლისთვისაც ის გამოიყენება, განადგურება; დ) იმ გამოსახულების, ეტიკეტის, ანაბეჭდის, შეფუთვის, შესაფუთი ან სარეკლამო მასალის განადგურება, რომელიც დიზაინის გამოსახულებას შეიცავს ან არის მისი ასლი ან იმიტაცია, მათ შორის, ინტერნეტში განთავსებული ისეთი მასალის ან გამოსახულების წაშლა, რომელიც დიზაინის გამოსახულებას შეიცავს; ე) პროდუქტის, რომელშიც ჩართულია დიზაინი ან რომლისთვისაც ის გამოიყენება, დასამზადებლად განკუთვნილი კლიშეს, მატრიცის, სხვა დანადგარის, ტექნიკური აღჭურვილობისა და იარაღის განადგურება. 2. დიზაინზე განსაკუთრებული უფლების მფლობელი უფლებამოსილია, თავისი შეხედულებისამებრ, მოითხოვოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რამდენიმე ქმედების ერთდროულად განხორციელება. 3. დიზაინზე განსაკუთრებული უფლების დარღვევისას დიზაინზე განსაკუთრებული უფლების მფლობელის მოთხოვნის საფუძველზე სასამართლოს გადაწყვეტილებით შესაძლებელია ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედება განხორციელდეს აგრეთვე იმ პირის მიმართ, რომელმაც იცოდა ან რომელსაც უნდა სცოდნოდა, რომ მისი მომსახურება გამოიყენება ან გამოიყენებოდა დიზაინზე განსაკუთრებული უფლების კომერციული მასშტაბით დარღვევისათვის. 4. განსაკუთრებულ შემთხვევაში სასამართლო უფლებამოსილია დიზაინზე განსაკუთრებული უფლების დამრღვევის მოთხოვნის საფუძველზე, ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“–„ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ქმედებების განხორციელების ნაცვლად, მას დააკისროს ფულადი კომპენსაციის გადახდა, თუ იგი გაუფრთხილებლობით მოქმედებდა ან თუ მას შესაბამისი უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებით შესაძლო დარღვევასთან შედარებით არაპროპორციული ზიანი მიადგება, ამასთანავე, თუ დიზაინზე განსაკუთრებული უფლების მფლობელისათვის სასამართლოს მიერ განსაზღვრული ფულადი კომპენსაციის ოდენობა მისაღებია. 5. დიზაინზე განსაკუთრებული უფლების დარღვევისას დიზაინზე განსაკუთრებული უფლების მფლობელი უფლებამოსილია, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ქმედების გარდა, მოითხოვოს ერთ-ერთი შემდეგი ქმედების განხორციელება: ა) მიყენებული ზიანის ანაზღაურება (მიუღებელი შემოსავლის ჩათვლით), თუ დიზაინზე განსაკუთრებული უფლების დამრღვევმა იცოდა ან მას უნდა სცოდნოდა დიზაინზე განსაკუთრებული უფლების დარღვევის  შესახებ; ბ) დიზაინზე განსაკუთრებული უფლების დამრღვევისთვის დიზაინზე განსაკუთრებული უფლების დარღვევით მიღებული შემოსავლის ჩამორთმევა დიზაინზე განსაკუთრებული უფლების მფლობელის სასარგებლოდ; გ) ერთჯერადი ფულადი კომპენსაციის გადახდა. 6. ზიანის ოდენობის განსაზღვრისას გათვალისწინებული უნდა იქნეს დიზაინზე განსაკუთრებული უფლების დარღვევის არსი, დიზაინზე განსაკუთრებული უფლების დარღვევით მიღებული შემოსავალი, დიზაინზე განსაკუთრებული უფლების მფლობელისთვის მიყენებული ქონებრივი და არაქონებრივი ზიანი, აგრეთვე ის სავარაუდო შემოსავალი, რომელსაც მიიღებდა დიზაინზე განსაკუთრებული უფლების მფლობელი დიზაინის მართლზომიერად გამოყენებით. 7. ერთჯერადი ფულადი კომპენსაცია განისაზღვრება არანაკლებ იმ ოდენობით, რომელსაც დიზაინზე განსაკუთრებული უფლების დამრღვევი დიზაინის გამოყენების ნებართვის მიღებისას გადაიხდიდა. 8. ერთჯერადი ფულადი კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრისას გათვალისწინებული უნდა იქნეს დიზაინის მფლობელის ნებართვის გარეშე გამოყენებული იმ პროდუქტის რაოდენობა, რომელშიც ჩართულია დიზაინი ან რომლისთვისაც გამოიყენება იგი, დიზაინზე განსაკუთრებული უფლების დამრღვევის განზრახვა, იმ მომსახურების მასშტაბი, ხასიათი და სხვა მახასიათებელი, რომლის შეთავაზებაც ხდება დიზაინზე განსაკუთრებული უფლების დარღვევით, ან/და ნებისმიერი სხვა გარემოება, რომელიც კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრისას შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული. საქართველოს 2017 წლის 23  დეკემბრის  კანონი №1920  –  ვებგვერდი, 11.01.2018წ.

ამ მუხლის ისტორია· 3

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 1 სექ. 2026· გამოქვეყნდა 30 ივნ. 2026
  2. 1 იან. 2026· გამოქვეყნდა 17 ნოე. 2025
  3. 11 იან. 2018
წინა მუხლი 30შემდეგი მუხლი 31

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ავტორის უფლებების დარღვევა4 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • გამოსახულების უფლებების დაცვა4 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ინტელექტუალური საკუთრების ხელყოფა (მუხლი 189/196)4 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • პატენტის დარღვევა4 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ლიანა ზაგაშვილი

ლიანა ზაგაშვილი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200-დან

დაუსვით კითხვაპროფილი
სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-06-24 · №5

1
ციტირებულია მუხლი
3
ცვლილება
ბოლო 2026-06-30
2
რედაქცია
1
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 26

მიუთითებენ მასზე

მუხლი 25

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

დიზაინის შესახებ

  • 26დიზაინზე განსაკუთრებულ უფლებათა ფარგლები
  • 30პასუხისმგებლობა დიზაინზე განსაკუთრებული უფლებების დარღვევისათვის
  • 32კერძო ლიცენზია დიზაინის გამოყენებაზე

სასაქონლო ნიშნების შესახებ

  • 45სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების დაცვა
  • 6განსაკუთრებული უფლება
  • 7განსაკუთრებული უფლების ფარგლები

საქართველოს საპატენტო კანონი

  • 68⁵პატენტიდან გამომდინარე განსაკუთრებული უფლებების დაცვა
  • 68⁴(ამოღებულია)
  • 48განსაკუთრებული უფლებების ფარგლები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

  • 363²⁸ინფორმაციის მიღების უფლება

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

  • 1100გამოგონებაზე, სასარგებლო მოდელსა და დიზაინზე უფლებათა დაცვა

ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ სასაზღვრო ღონისძიებათა შესახებ

  • 11სამსახურის მიერ მიწოდებული ინფორმაციის გამოყენება (გამჟღავნება) უფლების მფლობელის მიერ

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
68⁵68⁴484567363²⁸1100262530321130¹
მითითებამნიშვნელობით ახლოსდიზაინის შესახებსასაქონლო ნიშნების შეს…საქართველოს საპატენტო …საქართველოს სამოქალაქო…საქართველოს სამოქალაქო…ინტელექტუალურ საკუთრებ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 24 ივნ. 2026