საქართველოს საპატენტო კანონი

მუხლი 48. განსაკუთრებული უფლებების ფარგლები

რედაქცია №11 კონსოლიდირებული · 27 ოქტ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 6 ვერიფიცირებული სპეციალისტი · კონსულტაცია ₾200-დან

ლიანა ზაგაშვილივახტანგ ბარამაშვილიგიორგი ფანცულაია

1.პატენტის მფლობელი პატენტს თავისი შეხედულებისამებრ განკარგავს. მას უფლება აქვს, გაყიდოს ან სხვაგვარად გაასხვისოს ან დააგირაოს პატენტი ან/და დადგენილი წესით გასცეს კერძო ლიცენზია პატენტის გამოყენებაზე.

2.პატენტი მის მფლობელს ანიჭებს განსაკუთრებულ უფლებას, აუკრძალოს სხვა პირებს თავისი ნებართვის გარეშე: ა) პატენტით დაცული პროდუქტის დამზადება, გაყიდვა, გასაყიდად შეთავაზება, გამოყენება, იმპორტი ან სამოქალაქო ბრუნვაში სხვაგვარი ჩართვა; ბ) პატენტით დაცული ხერხის გამოყენება ან გასაყიდად შეთავაზება; გ) პატენტით დაცული ხერხით უშუალოდ მიღებული პროდუქტის გაყიდვა, გასაყიდად შეთავაზება, გამოყენება, იმპორტი ან სამოქალაქო ბრუნვაში სხვაგვარი ჩართვა.

3.თუ პატენტის მფლობელის განსაკუთრებული უფლება ვრცელდება პატენტზე, რომლის საგანია ახალი პროდუქტის მიღების ხერხი, მაშინ საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე სხვა პირის მიერ დამზადებული ნებისმიერი მსგავსი პროდუქტი მიიჩნევა ამ ხერხით მიღებულად.

4.თუ პატენტის მფლობელი რამდენიმე პირია: ა) პატენტზე უფლების გადაცემა, პატენტის გამოყენებაზე კერძო ლიცენზიის გაცემა და პატენტის დაგირავება ნებადართულია მხოლოდ ყველა მფლობელის თანხმობით; ბ) თითოეულ მფლობელს აქვს უფლება, პატენტით დაცული ობიექტი სხვა მფლობელთა თანხმობის გარეშე გამოიყენოს საკუთარ წარმოებაში.

5.ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული განსაკუთრებული უფლებების შეზღუდვები განისაზღვრება ამ კანონის 52-ე და 52 1 მუხლებით. საქართველოს 2017 წლის 23 დეკემბრის კანონი №1918 - ვებგვერდი, 11.01.2018წ. საქართველოს 2023 წლის 16 მაისის კანონი №2883 – ვებგვერდი, 01.06.2023წ.

სამოქალაქო საქმეთა პალატა

უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა ამ მუხლზე · 7

ყველა გადაწყვეტილება
  • კრებულიარსებითი გადაწყვეტილება (T1)

    არღვევს თუ არა სარჩელის წარდგენა მოპასუხის სახელის უფლებას?

    გ. კ-ა მოითხოვდა პატენტით დაცული ობიექტების გამოყენებით მიღებული მოგებიდან 50000 ლარის გადახდას ან აგრეგატების საპროექტო გადაწყვეტით მუშაობაზე გადაყვანას, ხოლო შპს სადავო პატენტებში სადგურზე დანერგვის მითითების გაუქმებას ითხოვდა. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ მხოლოდ სარჩელის წარდგენა მოპასუხის სახელის უფლების დარღვევას არ წარმოადგენს და პატენტმფლობელის უფლებები პატენტის ტექსტში დანერგვის ადგილის მითითებაზე დამოკიდებული არ არის. სასამართლომ მიუთითა, რომ შესამოწმებელია მხარეთა უფლებები სამსახურებრივი ობიექტის მიმართ და შესაფასებელია მოსარჩელის მიერ წარდგენილი გაანგარიშება. საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სააპელაციო განჩინება გაუქმდა და საქმე სსსკ 412-ის საფუძველზე ხელახლა განსახილველად დაბრუნდა.

  • საკასაციო არსებითი (T2)

    გამორიცხავს თუ არა თამაშობებისა და გათამაშების წესების მიმართ დაწესებული შეზღუდვა ლოტოს ტიპის თამაშობაში მონაწილეობის ხერხის პატენტუნარიანობას მოცემულ საქმეში?

    დავა შეეხებოდა თამაშობაში მონაწილეობის ხერხზე გაცემული პატენტის გაუქმებასა და პატენტის სავარაუდო დარღვევით გამოწვეული მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურებას. ქვედა ინსტანციის სასამართლომ ორივე მოთხოვნაზე უარი თქვა, ხოლო საკასაციო საჩივარი მხოლოდ პატენტის გაუქმებაზე უარის ნაწილს შეეხო. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ სადავო თამაშობაში მონაწილეობის ხერხი საპატენტო კანონის მე-16 მუხლის გამონაკლისით არ იყო გამორიცხული პატენტუნარიანი ობიექტებიდან. სასამართლომ საკასაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა და გადაწყვეტილება სსსკ 410-ის საფუძველზე უცვლელად დატოვა.

  • №ას-134-458-052005-05-2518
    არსებითი გადაწყვეტილება (T1)

    საკმარისია თუ არა მოპასუხის გამოუცხადებლობისას სარჩელში მითითებული ფაქტების დამტკიცებულად მიჩნევა დაუსწრებელი გადაწყვეტილებით მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად?

    დავა შეეხებოდა საავტორო უფლების დაცვას, დარღვევამდე არსებული მდგომარეობის აღდგენასა და მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურებას. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ მოპასუხის გამოუცხადებლობისას სარჩელში მითითებული ფაქტების დამტკიცებულად მიჩნევასთან ერთად აუცილებელია იმის შემოწმებაც, იურიდიულად ამართლებს თუ არა ეს ფაქტები მოთხოვნას. სასამართლომ მიიჩნია, რომ ქვედა ინსტანციამ მოთხოვნები საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ კანონის შესაბამისი ნორმით არ შეამოწმა და უარის ნაწილში დაუსწრებელი გადაწყვეტილება იურიდიულად დაუსაბუთებელი იყო. საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: უარის ნაწილში გადაწყვეტილება გაუქმდა და საქმე სსსკ 412-ის საფუძველზე ხელახლა განსახილველად დაბრუნდა.

  • №ას-449-1096-032003-11-2712
    საკასაციო არსებითი (T2)

    რა მნიშვნელობა აქვს საკასაციო განხილვისას დადგენილი ფაქტების წინააღმდეგ დასაბუთებული პრეტენზიის არარსებობას?

    მოსარჩელემ მოითხოვა სასარგებლო მოდელით მოპასუხის სარგებლობის აკრძალვა და ზიანისა და მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურება. უზენაესმა სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხეს თავისი განაცხადის საფუძველზე ჰქონდა სადავო სასარგებლო მოდელით სარგებლობის უფლება. სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების წინააღმდეგ დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია არ იყო წამოყენებული. საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება სსსკ 410-ის საფუძველზე უცვლელი დარჩა.

  • №ას-584-1236-032003-11-1822
    საკასაციო არსებითი (T2)

    რა პირობითი უფლებები აქვს სასარგებლო მოდელზე პატენტის განმცხადებელს განაცხადის გამოქვეყნებიდან პატენტის გაცემამდე?

    დავა ეხებოდა ლიფტის გამშვები მოწყობილობის სასარგებლო მოდელის დამზადებისა და ბრუნვაში გაშვების აკრძალვას და მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურებას. უზენაესმა სასამართლომ იმსჯელა მოპასუხის, როგორც სასარგებლო მოდელზე პატენტის განმცხადებლის, უფლებებსა და კომპეტენტური ორგანოს მიერ ჩატარებული ექსპერტიზის მნიშვნელობაზე. პალატამ მიიჩნია, რომ მოცემულ დავაში სასამართლო ექსპერტიზის დანიშვნა აუცილებელი არ იყო, რადგან შესაბამისი სპეციალური საკითხები კომპეტენტურ ორგანოს უკვე შესწავლილი ჰქონდა და მისი დადებითი გადაწყვეტილების კანონიერება ამ დავის საგანს არ წარმოადგენდა. საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა სსსკ 410-ის საფუძველზე.

  • №3042001-02-0223
    არსებითი გადაწყვეტილება (T1)

    შეიძლება თუ არა სავაჭრო წარმომადგენელი იყოს პირი, რომელიც კლიენტებსა და საწარმოს შორის შუამავლობს, თუმცა თავად არ დებს გარიგებას მყიდველთან?

    გ. ხ-იამ შპს „ა-ს“ მიმართ მოითხოვა სასარგებლო მოდელზე საპატენტო უფლების დაცვა და ზიანის ანაზღაურება. საოლქო სასამართლომ შპს არასათანადო მოპასუხედ ცნო, საქმეში სს „დ-ი“ ჩააბა და საერთაშორისო კომპეტენციის არარსებობის საფუძვლით საქმის წარმოება შეწყვიტა. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ სავაჭრო წარმომადგენლის საქმიანობა შეიძლება შუამავლობასაც მოიცავდეს, ხოლო პატენტით დაცული პროდუქტის გასაყიდად შეთავაზება განსაკუთრებული უფლების დარღვევად მიიჩნია. სასამართლომ შპს „ა-ა“ სათანადო მოპასუხედ მიიჩნია, გააუქმა განჩინებები და საქმე სსსკ 412-ე მუხლით იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად დაუბრუნა.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. პატენტის მფლობელი პატენტს თავისი შეხედულებისამებრ განკარგავს. მას უფლება აქვს, გაყიდოს ან სხვაგვარად გაასხვისოს ან დააგირაოს პატენტი ან/და დადგენილი წესით გასცეს კერძო ლიცენზია პატენტის გამოყენებაზე. 2. პატენტი მის მფლობელს ანიჭებს განსაკუთრებულ უფლებას, აუკრძალოს სხვა პირებს თავისი ნებართვის გარეშე: ა) პატენტით დაცული პროდუქტის დამზადება, გაყიდვა, გასაყიდად შეთავაზება, გამოყენება, იმპორტი ან სამოქალაქო ბრუნვაში სხვაგვარი ჩართვა; ბ) პატენტით დაცული ხერხის გამოყენება ან გასაყიდად შეთავაზება; გ) პატენტით დაცული ხერხით უშუალოდ მიღებული პროდუქტის გაყიდვა, გასაყიდად შეთავაზება, გამოყენება, იმპორტი ან სამოქალაქო ბრუნვაში სხვაგვარი ჩართვა. 3. თუ პატენტის მფლობელის განსაკუთრებული უფლება ვრცელდება პატენტზე, რომლის საგანია ახალი პროდუქტის მიღების ხერხი, მაშინ საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე სხვა პირის მიერ დამზადებული ნებისმიერი მსგავსი პროდუქტი მიიჩნევა ამ ხერხით მიღებულად. 4. თუ პატენტის მფლობელი რამდენიმე პირია: ა) პატენტზე უფლების გადაცემა, პატენტის გამოყენებაზე კერძო ლიცენზიის გაცემა და პატენტის დაგირავება ნებადართულია მხოლოდ ყველა მფლობელის თანხმობით; ბ) თითოეულ მფლობელს აქვს უფლება, პატენტით დაცული ობიექტი სხვა მფლობელთა თანხმობის გარეშე გამოიყენოს საკუთარ წარმოებაში. 5. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული განსაკუთრებული უფლებების შეზღუდვები განისაზღვრება ამ კანონის 52-ე და 52 1 მუხლებით. საქართველოს 2017 წლის 23 დეკემბრის კანონი №1918 - ვებგვერდი, 11.01.2018წ. საქართველოს 2023 წლის 16 მაისის კანონი №2883 – ვებგვერდი, 01.06.2023წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №8 · ძალაშია 1 იან. 2025-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 24 თებ. 1999 – 12 მაი. 2000 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 3

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 1 ივნ. 2023

    48-ე მუხლის პირველ პუნქტში განკარგვის ობიექტია პატენტი და არა გამოგონება; გასხვისებისა და დაგირავების უფლება ერთად არის ჩამოყალიბებული, ლიცენზიის გაცემა კი ცალკე ალტერნატივაა.

  2. · გამოქვეყნდა 11 იან. 2018

    48-ე მუხლს დაემატა მე-5 პუნქტი, რომლის მიხედვით მე-2 პუნქტის განსაკუთრებული უფლებების შეზღუდვები განისაზღვრება 52-ე და 52¹ მუხლებით.

  3. 48-ე მუხლში პატენტის მფლობელის განკარგვის უფლებები და განსაკუთრებული (აკრძალვის) უფლება ცალ-ცალკე ჩამოყალიბდა, ხოლო 49-ე და 50-ე მუხლების შინაარსი აქ გადმოვიდა მე-3 და მე-4 პუნქტებად.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ლიანა ზაგაშვილი

ლიანა ზაგაშვილი

ადვოკატი | ინტელექტუალური საკუთრებისა და ტექნოლოგიების სამართალი | სასაქონლო ნიშნები, საავტორო სამართალი, AI, კრიპტო

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200-დან

გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ნესტან ანანიძე

ნესტან ანანიძე

სისხლის სამართლი, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი - სისხლის სამართლის ადვოკატი თბილისში, საქართველოში და Chikovani Law Office-ის დამფუძნებელი. სისხლის სამართლის დაცვა, უცხოელი კლიენტების წარმომადგენლობა და საერთაშორისო საქმეები. GBA.

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
68⁵52¹68⁴5947¹671483735263230¹48
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საპატენტო …დიზაინის შესახებსაავტორო და მომიჯნავე …ინტეგრალური მიკროსქემი…სასაქონლო ნიშნების შეს…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №11 · ბოლოს შემოწმდა