არქიტექტურული საქმიანობის შესახებ

მუხლი 13. არქიტექტურული ნაწარმოების ავტორის საავტორო უფლება

რედაქცია №9 კონსოლიდირებული · 9 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 2 ვერიფიცირებული სპეციალისტი · კონსულტაცია ₾200-დან

ლიანა ზაგაშვილისალომე კობერიძე

1.მხოლოდ არქიტექტურული პროექტის ავტორს აქვს უფლება გამოიყენოს თავისი პროექტი ან ნება დართოს რეალიზაციის მიზნით მის გამოყენებაზე. არქიტექტურული პროექტის ავტორი უფლებამოსილია მონაწილეობა მიიღოს თავისი პროექტის რეალიზაციაში, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2.მხოლოდ არქიტექტურული პროექტის ავტორს აქვს თავისი პროექტის გამრავლების, გავრცელების, საჯარო ჩვენებისა და გადაკეთების უფლება.

3.ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული საავტორო უფლების გადაცემა ხორციელდება ხელშეკრულების საფუძველზე.

4.არქიტექტურული პროექტის გამოყენებისათვის საავტორო ჰონორარის ოდენობა განისაზღვრება ხელშეკრულებით.

5.დასაშვებია არქიტექტურული პროექტის მხოლოდ ერთჯერადი გამოყენება, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული; ამასთან, არქიტექტურული პროექტი, აგრეთვე მის საფუძველზე შესრულებული დოკუმენტაცია განმეორებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ ავტორის ნებართვით.

6.არქიტექტურული ნაწარმოების ავტორს უფლება აქვს განახორციელოს კონტროლი სამშენებლო დოკუმენტაციის დამუშავებასა და მშენებლობაზე, საავტორო ზედამხედველობა კანონმდებლობით დადგენილი წესით.

7.არქიტექტურული ობიექტის ავტორს უფლება აქვს განახორციელოს ამ ობიექტის ფოტო- და ვიდეოგადაღება, თუ ხელშეკრულებით, რომლის შესაბამისადაც არის შექმნილი არქიტექტურული პროექტი, სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

სამოქალაქო საქმეთა პალატა

უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა ამ მუხლზე · 1

ყველა გადაწყვეტილება
  • კრებულიარსებითი გადაწყვეტილება (T1)

    წარმოიშობა თუ არა არქიტექტურულ ნაწარმოებზე საავტორო უფლება დეპონირების გარეშე?

    მოსარჩელე მოითხოვდა შენობის გარეფასადის მის მიერ შექმნილი დიზაინის შესაბამისად აღდგენას, რადგან ფასადი ავტორის თანხმობის გარეშე შეიცვალა. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ საავტორო უფლება ნაწარმოების შექმნის მომენტიდან წარმოიშობა და მისი დაცვა რეგისტრაციაზე არ არის დამოკიდებული. სასამართლომ მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ არასრულად გამოიკვლია ავტორის უფლების დარღვევა, რეკონსტრუქციის აუცილებლობა და ერთ-ერთი მოპასუხის მოქმედების სტატუსი. საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სააპელაციო გადაწყვეტილება გაუქმდა და საქმე სსსკ 412-ის საფუძველზე ხელახლა განსახილველად დაბრუნდა.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 19 თებ. 2014 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ლიანა ზაგაშვილი

ლიანა ზაგაშვილი

ადვოკატი | ინტელექტუალური საკუთრებისა და ტექნოლოგიების სამართალი | სასაქონლო ნიშნები, საავტორო სამართალი, AI, კრიპტო

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
18122112151426119811 (დ…491613
მნიშვნელობით ახლოსარქიტექტურული საქმიანო…საავტორო და მომიჯნავე …საქართველოს სივრცის და…განსაკუთრებული მნიშვნე…დიზაინის შესახებინტელექტუალურ საკუთრებ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №9 · ბოლოს შემოწმდა