საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ

მუხლი 28. კომპიუტერული პროგრამისა და მონაცემთა ბაზის მფლობელთა უფლებების შეზღუდვები

რედაქცია №18 კონსოლიდირებული · 9 დეკ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.პირი, რომელიც მართლზომიერად ფლობს კომპიუტერული პროგრამის ან მონაცემთა ბაზის ეგზემპლარს, უფლებამოსილია ავტორის ან საავტორო უფლების სხვა მფლობელის თანხმობისა და მისთვის საავტორო ჰონორარის გადახდის გარეშე: ა) შეიტანოს კომპიუტერულ პროგრამაში ან მონაცემთა ბაზაში ცვლილებები, რომლებიც აუცილებელია მომხმარებლის ტექნიკურ საშუალებათა ფუნქციონირებისათვის, აგრეთვე განახორციელოს კომპიუტერული პროგრამის ან მონაცემთა ბაზის ფუნქციონირებასთან დაკავშირებული ნებისმიერი მოქმედება, მათ შორის, ჩაწერა და კომპიუტერის მეხსიერებაში შენახვა (ერთი კომპიუტერისათვის ან ქსელის ერთი მომხმარებლისათვის), აშკარა შეცდომების გასწორება, თუ საავტორო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული; ბ) დაამზადოს კომპიუტერული პროგრამის ან მონაცემთა ბაზის სარეზერვო ეგზემპლარი იმ პირობით, რომ იგი განკუთვნილია მხოლოდ არქივისათვის და მართლზომიერი მფლობელის დაკარგული, განადგურებული ან სარგებლობისათვის გამოუსადეგარი ეგზემპლარის შესაცვლელად.

2.კომპიუტერული პროგრამის ან მონაცემთა ბაზის სარეზერვო ეგზემპლარი არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესებისაგან განსხვავებული მიზნით და უნდა განადგურდეს კომპიუტერული პროგრამის ან მონაცემთა ბაზის მფლობელობის უფლების შეწყვეტისთანავე.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. პირი, რომელიც მართლზომიერად ფლობს კომპიუტერული პროგრამის ან მონაცემთა ბაზის ეგზემპლარს, უფლებამოსილია ავტორის ან საავტორო უფლების სხვა მფლობელის თანხმობისა და მისთვის საავტორო ჰონორარის გადახდის გარეშე: ა) შეიტანოს კომპიუტერულ პროგრამაში ან მონაცემთა ბაზაში ცვლილებები, რომლებიც აუცილებელია მომხმარებლის ტექნიკურ საშუალებათა ფუნქციონირებისათვის, აგრეთვე განახორციელოს კომპიუტერული პროგრამის ან მონაცემთა ბაზის ფუნქციონირებასთან დაკავშირებული ნებისმიერი მოქმედება, მათ შორის, ჩაწერა და კომპიუტერის მეხსიერებაში შენახვა (ერთი კომპიუტერისათვის ან ქსელის ერთი მომხმარებლისათვის), აშკარა შეცდომების გასწორება, თუ საავტორო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული; ბ) დაამზადოს კომპიუტერული პროგრამის ან მონაცემთა ბაზის სარეზერვო ეგზემპლარი იმ პირობით, რომ იგი განკუთვნილია მხოლოდ არქივისათვის და მართლზომიერი მფლობელის დაკარგული, განადგურებული ან სარგებლობისათვის გამოუსადეგარი ეგზემპლარის შესაცვლელად. 2. კომპიუტერული პროგრამის ან მონაცემთა ბაზის სარეზერვო ეგზემპლარი არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესებისაგან განსხვავებული მიზნით და უნდა განადგურდეს კომპიუტერული პროგრამის ან მონაცემთა ბაზის მფლობელობის უფლების შეწყვეტისთანავე.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №11 · ძალაშია 30 დეკ. 2020-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 8 ივლ. 1999 – 30 დეკ. 2020 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ლიანა ზაგაშვილი

ლიანა ზაგაშვილი

ადვოკატი | ინტელექტუალური საკუთრების სამართლის სპეციალისტი | სასაქონლო ნიშნები, საავტორო სამართალი და ხელოვნური ინტელექტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ნესტან ანანიძე

ნესტან ანანიძე

სისხლის სამართლი, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი - სისხლის სამართლის ადვოკატი თბილისში, საქართველოში და Chikovani Law Office-ის დამფუძნებელი. სისხლის სამართლის დაცვა, უცხოელი კლიენტების წარმომადგენლობა და საერთაშორისო საქმეები. GBA.

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
17192930157¹157²1910111514163628
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაავტორო და მომიჯნავე …ელექტრონული კომუნიკაცი…პერსონალურ მონაცემთა დ…საქართველოს ადმინისტრა…ინფორმაციის ერთიანი სა…ინტელექტუალურ საკუთრებ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №18 · ბოლოს შემოწმდა