Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაპერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებმუხლი 16

პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ

მუხლი 16. მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების უფლება

რედაქცია №9 კონსოლიდირებული · 10 ივნ. 2026
თემები:მონაცემთა დამუშავებაცილისწამება და რეპუტაციაკონფიდენციალურობა AI-შიმონაცემთა სუბიექტის უფლებებიკონტენტის დაცვამონაცემთა გაჟონვის მართვა

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678

1.მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს, დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირს მოსთხოვოს მის შესახებ მონაცემთა დამუშავების (მათ შორის, პროფაილინგის) შეწყვეტა, წაშლა ან განადგურება.

2.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა (თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი) უნდა შეწყდეს მონაცემთა დამუშავება ან/და მონაცემები უნდა წაიშალოს ან განადგურდეს ან მონაცემთა სუბიექტს უნდა ეცნობოს მოთხოვნაზე უარის თქმის საფუძველი და განემარტოს უარის გასაჩივრების წესი.

3.დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირს უფლება აქვს, უარი თქვას ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, თუ: ა) არსებობს მონაცემთა დამუშავების ამ კანონის მე-5 ან მე-6 მუხლით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი; ბ) მონაცემები მუშავდება სამართლებრივი მოთხოვნის ან შესაგებლის დასაბუთების მიზნით; გ) მონაცემთა დამუშავება აუცილებელია გამოხატვის ან ინფორმაციის თავისუფლების უფლების განსახორციელებლად; დ) მონაცემები მუშავდება კანონით გათვალისწინებული საჯარო ინტერესებისთვის არქივირების მიზნით, სამეცნიერო ან ისტორიული კვლევის ან სტატისტიკური მიზნებისთვის და მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების უფლების განხორციელება შეუძლებელს გახდის ან მნიშვნელოვნად დააზიანებს დამუშავების მიზნების მიღწევას.

4.ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობისას დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირს ეკისრება შესაბამისი საფუძვლის დასაბუთების ვალდებულება.

5.მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს, მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების შესახებ ინფორმაცია მიიღოს შესაბამისი მოქმედების განხორციელებისთანავე, დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა.

6.მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს, მის შესახებ მონაცემთა საჯაროდ ხელმისაწვდომი ფორმით დამუშავების შემთხვევაში დამატებით დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირს მოსთხოვოს მონაცემთა ხელმისაწვდომობის შეზღუდვა ან/და მონაცემთა ასლების ან მონაცემებთან დამაკავშირებელი ნებისმიერი ინტერნეტბმულის წაშლა.

7.დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი ვალდებულია ყველა მონაცემთა მიმღებს, აგრეთვე ამავე მონაცემთა ყველა სხვა დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირსა და დამუშავებაზე უფლებამოსილ პირს, რომლებსაც თავად გადასცა მონაცემები, შეატყობინოს მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების შესახებ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ასეთი ინფორმაციის მიწოდება შეუძლებელია დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირების/დამუშავებაზე უფლებამოსილი პირების ან მონაცემთა მიმღებების სიმრავლის ან/და არაპროპორციულად დიდი დანახარჯების გამო.

8.ამ მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტებით გათვალისწინებული პირები შესაბამისი ინფორმაციის მიღების შემდეგ ვალდებული არიან შეწყვიტონ მონაცემთა დამუშავება და წაშალონ ან გაანადგურონ მონაცემები.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 12 ივნ. 2024 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 15შემდეგი მუხლი 17

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • კომპიუტერული მონაცემების ხელყოფა (მუხლი 286)5 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • დავიწყების უფლების მოთხოვნები3 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • დოკუმენტების განადგურება3 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • მონაცემთა გადატანის უფლება3 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ლიანა ზაგაშვილი

ლიანა ზაგაშვილი

ინტელექტუალური საკუთრებისა და საავტორო სამართლის იურისტი | ხელოვნური ინტელექტისა და საავტორო უფლებების მკვლევარი | უმაღლესი განათლების ავტორიზაციისა და აკრედიტაციის ექსპერტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200-დან

დაუსვით კითხვაპროფილი
ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

დაუსვით კითხვაპროფილი
სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ნიკა ზოიძე

ნიკა ზოიძე

სამოქალაქო სამართლის სპეციალისტი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
მარიამ ბერძული

მარიამ ბერძული

მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 10 ივნ. 2026 · №9

  • ციტირებულია 1 მუხლი
  • 2 რედაქცია
  • 1 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 6

მიუთითებენ მასზე

მუხლი 32

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ

  • 13მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღების უფლება
  • 17მონაცემთა დაბლოკვის უფლება
  • 15მონაცემთა გასწორების, განახლებისა და შევსების უფლება

საქართველოსა და ევროჯასტს შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება

  • 15- პერსონალური მონაცემების შესწორების , დაბლოკვის და წაშლის უფლება
  • 14- პერსონალურ მონაცემებზე წვდომის უფლება

საერთაშორისო დაცვის შესახებ

  • 76პერსონალურ მონაცემთა დამუშავება

ინფორმაციის ერთიანი სახელმწიფო რეესტრის შესახებ

  • 7მონაცემთა ბაზის, რეესტრის, მომსახურების ან ინფორმაციული სისტემის გაუქმება, განადგურება, არქივირება და გადაცემა

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

  • 18¹პერსონალური მონაცემების მიღების უფლება

საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ

  • 56მონაცემთა ბაზის დამამზადებლის უფლებების შეზღუდვა
  • 55მონაცემთა ბაზის კანონიერი მოსარგებლის უფლებები და მოვალეობები

ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ სასაზღვრო ღონისძიებათა შესახებ

  • 10საქონლის ჩამორთმევა და განადგურება სამსახურის მიერ
  • 7შემოწმების ჩატარება და ინფორმაციის მიღების უფლება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
565518¹710715146321317157616
მითითებამნიშვნელობით ახლოსპერსონალურ მონაცემთა დ…საქართველოსა და ევროჯა…საერთაშორისო დაცვის შე…ინფორმაციის ერთიანი სა…საქართველოს სამოქალაქო…საავტორო და მომიჯნავე …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 10 ივნ. 2026 · რედაქცია №9 · ბოლოს შემოწმდა 29 ოქტ. 2026