Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაპერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებმუხლი 36

პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ

მუხლი 36. დამუშავებაზე უფლებამოსილი პირი

რედაქცია №9 კონსოლიდირებული · 10 ივნ. 2026
თემები:დაცვის სტრატეგიებიმონაცემთა დამუშავებაკონფიდენციალურობა AI-ში

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678910

1.დამუშავებაზე უფლებამოსილმა პირმა მონაცემები შეიძლება დაამუშაოს მხოლოდ სამართლებრივი აქტის ან დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირთან დადებული წერილობითი შეთანხმების საფუძველზე, რომლითაც უნდა განისაზღვროს მონაცემთა დამუშავების საფუძვლები და მიზნები, დასამუშავებელ მონაცემთა კატეგორიები, მონაცემთა დამუშავების ვადა და დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირისა და დამუშავებაზე უფლებამოსილი პირის უფლებები და ვალდებულებები.

2.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული წერილობითი შეთანხმება აგრეთვე უნდა შეიცავდეს დამუშავებაზე უფლებამოსილი პირის შემდეგ ვალდებულებებს: ა) დაამუშაოს მონაცემები მხოლოდ დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის წერილობითი დავალების ან მითითების შესაბამისად; ბ) უზრუნველყოს, რომ იმ ფიზიკურ პირს, რომელიც უშუალოდ მონაწილეობს მონაცემთა დამუშავებაში, ჰქონდეს კონფიდენციალურობის დაცვის ვალდებულება; გ) უზრუნველყოს მონაცემთა უსაფრთხოება ამ კანონის შესაბამისად; დ) წაშალოს ან დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირს გადასცეს მონაცემები ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეთანხმების გაუქმების ან მოქმედების შეწყვეტის შემთხვევაში, აგრეთვე წაშალოს მათი ასლები, თუ მათი შენახვის ვალდებულება საქართველოს კანონმდებლობით არ არის დადგენილი; ე) ამ კანონით დადგენილ ვალდებულებებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირს მიაწოდოს სათანადო ინფორმაცია და ხელი შეუწყოს მის მიერ მონაცემთა დამუშავების მონიტორინგის განხორციელებას.

3.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამართლებრივი აქტი ან დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირთან დადებული წერილობითი შეთანხმება მონაცემთა უსაფრთხოებისა და სუბიექტის უფლებების დაცვის უზრუნველყოფის მიზნით შეიძლება ითვალისწინებდეს დამუშავებაზე უფლებამოსილი პირის მიერ დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირისთვის დახმარების გაწევის ვალდებულებას.

4.დაუშვებელია დამუშავებაზე უფლებამოსილი პირის მიერ შეთანხმებით ან სამართლებრივი აქტით განსაზღვრული მიზნებისგან განსხვავებული მიზნით მონაცემთა შემდგომი დამუშავება.

5.დამუშავებაზე უფლებამოსილი პირის მეშვეობით მონაცემთა დამუშავება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დამუშავებაზე უფლებამოსილი პირი მონაცემთა სუბიექტის უფლებებისა და კანონის მოთხოვნების დასაცავად უზრუნველყოფს შესაბამისი ორგანიზაციული და ტექნიკური ზომების მიღებას. დაუშვებელია მონაცემთა დამუშავების შესახებ შეთანხმების დადება, თუ, დამუშავებაზე უფლებამოსილი პირის საქმიანობიდან ან/და მიზნებიდან გამომდინარე, არსებობს მონაცემთა არამიზნობრივი დამუშავების ან მონაცემთა სუბიექტის უფლებების შელახვის მაღალი საფრთხე.

6.დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი ვალდებულია დამუშავებაზე უფლებამოსილ პირს წინასწარ მოსთხოვოს ინფორმაცია მონაცემთა კანონის შესაბამისად დამუშავების შესახებ და მონიტორინგი გაუწიოს დამუშავებაზე უფლებამოსილი პირის მიერ მონაცემთა დამუშავებას.

7.თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი, დაუშვებელია, დამუშავებაზე უფლებამოსილმა პირმა თავისი უფლება-მოვალეობები სრულად ან ნაწილობრივ გადასცეს სხვა პირს დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის თანხმობა დამუშავებაზე უფლებამოსილ პირს არ ათავისუფლებს შესაბამისი ვალდებულებებისა და პასუხისმგებლობისგან.

8.თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი, დამუშავებაზე უფლებამოსილ პირსა და დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირს შორის მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებული დავის წარმოშობის შემთხვევაში დამუშავებაზე უფლებამოსილი პირი ვალდებულია დაუყოვნებლივ შეწყვიტოს მონაცემთა დამუშავება და დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირს სრულად გადასცეს მის ხელთ არსებული მონაცემები.

9.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამართლებრივი აქტის (ან შესაბამისი ნორმის) ან წერილობითი შეთანხმების გაუქმების ან მოქმედების შეწყვეტის შემთხვევაში მონაცემთა დამუშავება უნდა შეწყდეს და დამუშავებული მონაცემები დაუყოვნებლივ და სრულად უნდა გადაეცეს დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირს.

10.დამუშავებაზე უფლებამოსილი პირი ვალდებულია მიიღოს სათანადო ორგანიზაციულ-ტექნიკური ზომები, რათა დაეხმაროს დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირს მის მიერ მონაცემთა სუბიექტის უფლებების განხორციელებასთან დაკავშირებული ვალდებულებების შესრულებაში. თავი V მონაცემთა საერთაშორისო გადაცემა

წინა მუხლი 35შემდეგი მუხლი 37

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • მონაცემთა დამუშავებაზე უფლებამოსილი პირი (Processor)3 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • მონაცემთა დამუშავების ხელშეკრულებები3 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • მონაცემთა დამუშავების ხელშეკრულებები3 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • მონაცემთა დამუშავება ხელოვნური ინტელექტის სისტემებში2 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal Sandbox-ის დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
ლიანა ზაგაშვილი

ლიანა ზაგაშვილი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200-დან

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-06-10 · №9

2
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

მუხლი 84მუხლი 28

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ

  • 32დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის ვალდებულებები მონაცემთა სუბიექტისგან თანხმობის მიღების და მის მიერ თანხმობის გამოხმობის შემთხვევებში
  • 27მონაცემთა უსაფრთხოება
  • 23მონაცემთა სუბიექტის უფლებების დაცვის ვალდებულება

პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ

  • 16უფლებამოსილი პირის მიერ მონაცემთა დამუშავება
  • 5მონაცემთა დამუშავების საფუძვლები
  • 4მონაცემთა დამუშავების პრინციპები

ინფორმაციის ერთიანი სახელმწიფო რეესტრის შესახებ

  • 10მონაცემთა ბაზაში, რეესტრში, ინფორმაციულ სისტემასა და მომსახურების გაწევის პროცესში მონაცემების დამუშავების პრინციპები

საერთაშორისო დაცვის შესახებ

  • 76პერსონალურ მონაცემთა დამუშავება

სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსი

  • 60უფლებამოსილი პირის მოვალეობები და პასუხისმგებლობა

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

  • 18¹პერსონალური მონაცემების მიღების უფლება

საქართველოსა და ევროჯასტს შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება

  • 15- პერსონალური მონაცემების შესწორების , დაბლოკვის და წაშლის უფლება

საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ

  • 56მონაცემთა ბაზის დამამზადებლის უფლებების შეზღუდვა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
5618¹101654601584283227237636
მითითებამნიშვნელობით ახლოსპერსონალურ მონაცემთა დ…პერსონალურ მონაცემთა დ…ინფორმაციის ერთიანი სა…საერთაშორისო დაცვის შე…სურსათის/ცხოველის საკვ…საქართველოს სამოქალაქო…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 10 ივნ. 2026