1.საავტორო უფლება გადაიცემა კანონით ან ანდერძით მემკვიდრეობის წესით ანდა ხელშეკრულებით.
2.კანონით მემკვიდრეებზე საავტორო უფლების მოქმედების ვადის ფარგლებში გადადის ამ კანონის მე-18 მუხლში აღნიშნული ნაწარმოების გამოყენების განსაკუთრებული უფლებები, თუ ანდერძით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
3.ავტორობის, სახელისა და ნაწარმოების ხელშეუხებლობის უფლებები მემკვიდრეობით არ გადადის. მემკვიდრეებს უფლება აქვთ განახორციელონ აღნიშნულ პირად უფლებათა დაცვა. მათი ეს უფლებამოსილება ვადით არ იზღუდება.
4.თუ ავტორის მიერ მის სიცოცხლეში სხვა რამ არ იყო განსაზღვრული, მისი პირადი უფლებებიდან მემკვიდრეობით გადადის უფლება, ნება დართოს სხვა პირებს, დაურთონ ნაწარმოებს სხვა ავტორთა ნაწარმოებები (ილუსტრაცია, წინასიტყვაობა, ბოლოსიტყვაობა, კომენტარი, განმარტება და სხვა). აღნიშნული უფლება მემკვიდრეებზე გადადის საავტორო უფლების მოქმედების ვადით.
5.ავტორს უფლება აქვს მიუთითოს პირი, რომელსაც ის ნიშნავს ამ მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნული უფლებების დამცველად. ეს პირი თავის მოვალეობას ასრულებს ავტორის გარდაცვალებამდე.
6.თუ მემკვიდრეები არ არსებობენ ან არაჯეროვნად ახორციელებენ ამ მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნულ უფლებებს, ამ უფლებების დაცვას აწარმოებს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი „საქპატენტი“. საქართველოს 2000 წლის 5 დეკემბრის კანონი №651 - სსმ I, №47, 14.12.2000 წ., მუხ. 135 საქართველოს 2005 წლის 3 ივნისის კანონი №1585 - სსმ I, №31, 27.06.2005 წ., მუხ. 198
ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. საავტორო უფლება გადაიცემა კანონით ან ანდერძით მემკვიდრეობის წესით ანდა ხელშეკრულებით.2. კანონით მემკვიდრეებზე საავტორო უფლების მოქმედების ვადის ფარგლებში გადადისამ კანონის მე-18 მუხლშიაღნიშნული ნაწარმოების გამოყენების განსაკუთრებული უფლებები, თუ ანდერძით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.3. ავტორობის, სახელისა და ნაწარმოების ხელშეუხებლობის უფლებები მემკვიდრეობით არ გადადის. მემკვიდრეებს უფლება აქვთ განახორციელონ აღნიშნულ პირად უფლებათა დაცვა. მათი ეს უფლებამოსილება ვადით არ იზღუდება.4. თუ ავტორის მიერ მის სიცოცხლეში სხვა რამ არ იყო განსაზღვრული, მისი პირადი უფლებებიდან მემკვიდრეობით გადადის უფლება, ნება დართოს სხვა პირებს, დაურთონ ნაწარმოებს სხვა ავტორთა ნაწარმოებები (ილუსტრაცია, წინასიტყვაობა, ბოლოსიტყვაობა, კომენტარი, განმარტება და სხვა). აღნიშნული უფლება მემკვიდრეებზე გადადის საავტორო უფლების მოქმედების ვადით.5. ავტორს უფლება აქვს მიუთითოს პირი, რომელსაც ის ნიშნავს ამ მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნული უფლებების დამცველად. ეს პირი თავის მოვალეობას ასრულებს ავტორის გარდაცვალებამდე.6. თუ მემკვიდრეები არ არსებობენ ან არაჯეროვნად ახორციელებენ ამ მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნულ უფლებებს, ამ უფლებების დაცვას აწარმოებს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი „საქპატენტი“.საქართველოს 2000 წლის 5 დეკემბრის კანონი №651 - სსმ I, №47, 14.12.2000 წ., მუხ. 135საქართველოს 2005 წლის 3 ივნისის კანონი №1585 - სსმ I, №31, 27.06.2005 წ., მუხ. 198
ტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
რედაქცია №11 · ძალაშია 30 დეკ. 2020-დან
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
8 ივლ. 1999 – 30 დეკ. 2020მუხლი კანონში არ იყო
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.
ლიანა ზაგაშვილი
ინტელექტუალური საკუთრებისა და საავტორო სამართლის იურისტი | ხელოვნური ინტელექტისა და საავტორო უფლებების მკვლევარი | უმაღლესი განათლების ავტორიზაციისა და აკრედიტაციის ექსპერტი
მნიშვნელობით ახლოსსაავტორო და მომიჯნავე …საქართველოს საპატენტო …საქართველოს სამოქალაქო…ინტეგრალური მიკროსქემი…საქართველოს კონსტიტუცი…სასაქონლო ნიშნების შეს…
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №18 · ბოლოს შემოწმდა