Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებმუხლი 159

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

მუხლი 159. გადამცემი სისტემის ოპერატორის განცალკევება

რედაქცია №15 კონსოლიდირებული · 23 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456789

1.ამ კანონით გათვალისწინებული გადამცემი სისტემის ოპერატორის დამოუკიდებლობისა და განცალკევების მოთხოვნები სათანადოდ უნდა განხორციელდეს ამ კანონის 162-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადამცემი სისტემის ოპერატორის სერტიფიცირების წესის დამტკიცების შემდეგ: ა) არაუგვიანეს 2021 წლის 1 ივლისისა − ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორებისათვის; ბ) არაუგვიანეს 2022 წლის 1 ივლისისა − ბუნებრივი გაზის გადამცემი სისტემის ოპერატორებისთვის.

2.ამ მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნების შესასრულებლად ამ კანონის 162-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადამცემი სისტემის ოპერატორის სერტიფიცირების წესის დამტკიცებიდან: ა) 2 თვის ვადაში ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატმა გადაცემის ლიცენზიატებთან შეთანხმებით უნდა მოამზადოს და კომისიას და სამინისტროს უნდა წარუდგინოს განცალკევების გეგმა, რომელიც მოიცავს განცალკევების შეთავაზებულ მოდელს, აგრეთვე დეტალურ ზომებს, ქმედებებს და მისი პრაქტიკაში განხორციელების ვადას; ბ) 9 თვის ვადაში ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ლიცენზიატმა უნდა მოამზადოს და კომისიას და სამინისტროს წარუდგინოს განცალკევების გეგმა, რომელიც მოიცავს განცალკევების შეთავაზებულ მოდელს, აგრეთვე დეტალურ ზომებს, ქმედებებს და მისი პრაქტიკაში განხორციელების ვადას.

3.კომისია და სამინისტრო განიხილავენ ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად შეთავაზებულ განცალკევების გეგმას და კონსულტაციებს გადიან ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოსთან. კომისია და სამინისტრო უფლებამოსილი არიან განცალკევების გეგმის განხილვისას შესაბამის ლიცენზიატებს მოსთხოვონ დამატებითი ინფორმაციის წარდგენა ან განცალკევების გეგმის შესწორება.

4.კომისიამ უნდა დაადასტუროს განცალკევების გეგმის შესაბამისობა გეგმის მიღებიდან 2 თვის ვადაში და ის დასამტკიცებლად უნდა წარუდგინოს საქართველოს მთავრობას, რომელიც ამ გეგმას ამტკიცებს წარდგენიდან 2 თვის ვადაში. სამინისტრო უფლებამოსილია განსხვავებული მოსაზრება წარუდგინოს საქართველოს მთავრობას საკითხის განხილვისას.

5.საქართველოს მთავრობის მიერ განცალკევების გეგმის დამტკიცების შემდეგ დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატმა, გადაცემის ლიცენზიატმა, ტრანსპორტირების ლიცენზიატმა ან სხვა კომპანიამ, რომელსაც, განცალკევების გეგმის მიხედვით, მიენიჭება გადამცემი სისტემის ოპერატორის სტატუსი ან განისაზღვრება, როგორც გადამცემი სისტემის მესაკუთრე, უნდა განახორციელოს მთავრობის მიერ დამტკიცებული განცალკევების გეგმა და აცნობოს კომისიას განცალკევების გეგმის განხორციელების მდგომარეობის შესახებ კომისიის მიერ დადგენილი პირობების შესაბამისად.

6.კომისიამ უნდა განახორციელოს გადამცემი სისტემის განცალკევების მდგომარეობის მონიტორინგი და განაგრძოს მარეგულირებელი ფუნქციების გამოყენება ამ მუხლში მითითებული ზომების სათანადოდ განუხორციელებლობის შემთხვევებში.

7.სათანადოდ განცალკევებული გადამცემი სისტემის ოპერატორი, რომელიც კომისიას სერტიფიცირებისა და ლიცენზიის მისაღებად მიმართავს, სერტიფიცირებული უნდა იქნეს ამ კანონის 50-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად. შესატყვისი გადამცემი სისტემის ოპერატორის სერტიფიცირებისა და შესაბამისი ლიცენზიის გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება კომისიამ უნდა მიიღოს არაუგვიანეს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ვადებისა.

8.ამ კანონის ამოქმედებამდე გაცემული ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაციისა და გადაცემის ლიცენზიები, აგრეთვე ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ლიცენზია დროებით ინარჩუნებს ძალას და მათი მფლობელები ამ კანონით დადგენილი წესით განცალკევების დასრულებამდე აგრძელებენ შესაბამისად ელექტროენერგიის გადაცემა-დისპეტჩერიზაციის თუ ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების მომსახურების გაწევას ამავე კანონის 168-ე მუხლით გათვალისწინებული ნორმატიული აქტებით, ხოლო მათი გაუქმების შემთხვევაში − ამ კანონის საფუძველზე მიღებული შესაბამისი ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით. ამ ლიცენზიების მოქმედება ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული ახალი ლიცენზიის ამოქმედებისთანავე ავტომატურად შეწყდება.

9.ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებიდან 6 თვის ვადაში შესაბამისი გადამცემი სისტემის ოპერატორმა უნდა შეიმუშაოს და კომისიას დასამტკიცებლად წარუდგინოს გადამცემი ქსელის წესები ან მოქმედ წესებში ცვლილებები ამ კანონის მოთხოვნათა გასათვალისწინებლად. საქართველოს 2021 წლის 5 იანვრის კანონი №82 – ვებგვერდი, 06.01.2021წ. საქართველოს 2021 წლის 14 დეკემბრის კანონი №1088 – ვებგვერდი, 17.12.2021წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. ამ კანონით გათვალისწინებული გადამცემი სისტემის ოპერატორის დამოუკიდებლობისა და განცალკევების მოთხოვნები სათანადოდ უნდა განხორციელდეს ამ კანონის 162-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადამცემი სისტემის ოპერატორის სერტიფიცირების წესის დამტკიცების შემდეგ: ა) არაუგვიანეს 2021 წლის 1 ივლისისა − ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორებისათვის; ბ) არაუგვიანეს 2022 წლის 1 ივლისისა − ბუნებრივი გაზის გადამცემი სისტემის ოპერატორებისთვის. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნების შესასრულებლად ამ კანონის 162-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადამცემი სისტემის ოპერატორის სერტიფიცირების წესის დამტკიცებიდან: ა) 2 თვის ვადაში ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატმა გადაცემის ლიცენზიატებთან შეთანხმებით უნდა მოამზადოს და კომისიას და სამინისტროს უნდა წარუდგინოს განცალკევების გეგმა, რომელიც მოიცავს განცალკევების შეთავაზებულ მოდელს, აგრეთვე დეტალურ ზომებს, ქმედებებს და მისი პრაქტიკაში განხორციელების ვადას; ბ) 9 თვის ვადაში ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ლიცენზიატმა უნდა მოამზადოს და კომისიას და სამინისტროს წარუდგინოს განცალკევების გეგმა, რომელიც მოიცავს განცალკევების შეთავაზებულ მოდელს, აგრეთვე დეტალურ ზომებს, ქმედებებს და მისი პრაქტიკაში განხორციელების ვადას. 3. კომისია და სამინისტრო განიხილავენ ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად შეთავაზებულ განცალკევების გეგმას და კონსულტაციებს გადიან ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოსთან. კომისია და სამინისტრო უფლებამოსილი არიან განცალკევების გეგმის განხილვისას შესაბამის ლიცენზიატებს მოსთხოვონ დამატებითი ინფორმაციის წარდგენა ან განცალკევების გეგმის შესწორება. 4. კომისიამ უნდა დაადასტუროს განცალკევების გეგმის შესაბამისობა გეგმის მიღებიდან 2 თვის ვადაში და ის დასამტკიცებლად უნდა წარუდგინოს საქართველოს მთავრობას, რომელიც ამ გეგმას ამტკიცებს წარდგენიდან 2 თვის ვადაში. სამინისტრო უფლებამოსილია განსხვავებული მოსაზრება წარუდგინოს საქართველოს მთავრობას საკითხის განხილვისას. 5. საქართველოს მთავრობის მიერ განცალკევების გეგმის დამტკიცების შემდეგ დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატმა, გადაცემის ლიცენზიატმა, ტრანსპორტირების ლიცენზიატმა ან სხვა კომპანიამ, რომელსაც, განცალკევების გეგმის მიხედვით, მიენიჭება გადამცემი სისტემის ოპერატორის სტატუსი ან განისაზღვრება, როგორც გადამცემი სისტემის მესაკუთრე, უნდა განახორციელოს მთავრობის მიერ დამტკიცებული განცალკევების გეგმა და აცნობოს კომისიას განცალკევების გეგმის განხორციელების მდგომარეობის შესახებ კომისიის მიერ დადგენილი პირობების შესაბამისად. 6. კომისიამ უნდა განახორციელოს გადამცემი სისტემის განცალკევების მდგომარეობის მონიტორინგი და განაგრძოს მარეგულირებელი ფუნქციების გამოყენება ამ მუხლში მითითებული ზომების სათანადოდ განუხორციელებლობის შემთხვევებში. 7. სათანადოდ განცალკევებული გადამცემი სისტემის ოპერატორი, რომელიც კომისიას სერტიფიცირებისა და ლიცენზიის მისაღებად მიმართავს, სერტიფიცირებული უნდა იქნეს ამ კანონის 50-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად. შესატყვისი გადამცემი სისტემის ოპერატორის სერტიფიცირებისა და შესაბამისი ლიცენზიის გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება კომისიამ უნდა მიიღოს არაუგვიანეს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ვადებისა. 8. ამ კანონის ამოქმედებამდე გაცემული ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაციისა და გადაცემის ლიცენზიები, აგრეთვე ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ლიცენზია დროებით ინარჩუნებს ძალას და მათი მფლობელები ამ კანონით დადგენილი წესით განცალკევების დასრულებამდე აგრძელებენ შესაბამისად ელექტროენერგიის გადაცემა-დისპეტჩერიზაციის თუ ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების მომსახურების გაწევას ამავე კანონის 168-ე მუხლით გათვალისწინებული ნორმატიული აქტებით, ხოლო მათი გაუქმების შემთხვევაში − ამ კანონის საფუძველზე მიღებული შესაბამისი ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით. ამ ლიცენზიების მოქმედება ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული ახალი ლიცენზიის ამოქმედებისთანავე ავტომატურად შეწყდება. 9. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებიდან 6 თვის ვადაში შესაბამისი გადამცემი სისტემის ოპერატორმა უნდა შეიმუშაოს და კომისიას დასამტკიცებლად წარუდგინოს გადამცემი ქსელის წესები ან მოქმედ წესებში ცვლილებები ამ კანონის მოთხოვნათა გასათვალისწინებლად. საქართველოს 2021 წლის 5 იანვრის კანონი №82 – ვებგვერდი, 06.01.2021წ. საქართველოს 2021 წლის 14 დეკემბრის კანონი №1088 – ვებგვერდი, 17.12.2021წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №5 · ძალაშია 17 დეკ. 2021-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 17 დეკ. 2021

    159-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში ბუნებრივი გაზის გადამცემი სისტემის ოპერატორების განცალკევების ვადა 2021 წლის 31 დეკემბრიდან 2022 წლის 1 ივლისამდე გადაიწია; ამოღებულია სათაურის ნარჩენი და შესწორებულია ერთი სიტყვის მართლწერა.

  2. 6 იან. 2021

    პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში გადამცემი სისტემის ოპერატორების ვადა 2020 წლის 31 დეკემბრიდან 2021 წლის 1 ივლისზე გადავიდა; მე-8 პუნქტში ძველი ლიცენზიების შეწყვეტა ახალი ლიცენზიის ამოქმედებას უკავშირდება.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 158შემდეგი მუხლი 160

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 23 ივნ. 2026 · №15

  • 2 ცვლილება · ბოლო 17 დეკ. 2021
  • 4 რედაქცია
  • 3 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 162მუხლი 168მუხლი 50

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

  • 160გამანაწილებელი სისტემის ოპერატორების განცალკევება
  • 50გადამცემი სისტემის ოპერატორის სერტიფიცირება
  • 49გადამცემი სისტემის ოპერატორის განცალკევებაზე ზედამხედველობა

ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ

  • 14ბუნებრივი გაზით მომარაგებისა და მომსახურების შესახებ მონაცემთა შეგროვება
  • 8მიმწოდებლისა და განაწილების ლიცენზიატის ვალდებულებები და ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი ქსელის გაფართოება
  • 15ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მომსახურების შეწყვეტა

ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ

  • 20კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებული ღონისძიებები

სახელმწიფო შესყიდვების შესახებ

  • 24ამ კანონის ამოქმედებისათვის განსახორციელებელი ღონისძიებები

ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ

  • 64გარდამავალი დებულებანი

სამრეწველო ემისიების შესახებ

  • 31ამ კანონის საფუძველზე გამოსაცემი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები და განსახორციელებელი ღონისძიებები

ნავთობისა და გაზის შესახებ

  • 8⁸ანგარიშვალდებულება და სანქციები

განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ

  • 16ქსელთან დაშვება და მისი ოპერირება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
208⁸64241481516501621681604931159
მითითებამნიშვნელობით ახლოსენერგეტიკისა და წყალმო…ბუნებრივი გაზის მიწოდე…ეროვნული მარეგულირებელ…სახელმწიფო შესყიდვების…ელექტრონული კომუნიკაცი…სამრეწველო ემისიების შ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 23 ივნ. 2026 · რედაქცია №15 · ბოლოს შემოწმდა 25 ოქტ. 2026