Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაბავშვის უფლებათა კოდექსიმუხლი 96

ბავშვის უფლებათა კოდექსი

მუხლი 96. მუნიციპალიტეტის ორგანოების უფლებამოსილება

რედაქცია №12 კონსოლიდირებული · 26 ივნ. 2025
თემები:სკოლის ლიცენზირება

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567

1.მუნიციპალიტეტის ორგანოები იღებენ ყველა საჭირო სამართლებრივ, ადმინისტრაციულ და სხვა ზომას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე ზეგავლენის შეფასების დასანერგად მუნიციპალიტეტის ორგანოების მიერ ადგილობრივი მნიშვნელობის სამართლებრივი აქტის შემუშავებისას ან/და გადაწყვეტილების მიღებისას ნებისმიერ საკითხზე, რომელიც პირდაპირ ან ირიბად გავლენას მოახდენს ბავშვის ან ბავშვთა ჯგუფის უფლებებზე.

2.მუნიციპალიტეტის ორგანოები ხელს უწყობენ მუნიციპალიტეტის საქმიანობაში ბავშვთა თანაბარ და ეფექტიან მონაწილეობას და უზრუნველყოფენ მუნიციპალიტეტის ორგანოების მიერ განხორციელებული ადმინისტრაციული წარმოების პროცესში ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების მიდგომების დანერგვას.

3.მუნიციპალიტეტის კომპეტენციის ფარგლებში ბავშვის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სისტემის მართვის მიზნით მუნიციპალიტეტმა უნდა განსაზღვროს შესაბამისი სამსახური (სტრუქტურული ერთეული), რომელიც შეიმუშავებს ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამებს და უზრუნველყოფს მათ მართვას და მათი განხორციელების კონტროლს საკუთარი ან დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში.

4.მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურის (სტრუქტურული ერთეულის) საქმიანობა მოიცავს ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის მომსახურების სფეროებს. ბავშვის დაცვისა და მხარდაჭერის მომსახურების სფეროებში მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურის ამოცანები და ფუნქციებია: ა) ბავშვის უფლებების დაცვის მუნიციპალური პროგრამების შემუშავება, მათი განხორციელების კოორდინაცია, განხორციელების პროცესის მონიტორინგი და შეფასება; ბ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბავშვის დაცვისა და მხარდაჭერის განმახორციელებელი სოციალური მუშაკების ქსელის შექმნა და მათი სამოქმედო უბნების განსაზღვრა; გ) ბავშვის დაცვისა და მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამების განსახორციელებლად შესაბამის დაწესებულებებთან კოორდინირებული მუშაობა; დ) არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამების განხორციელების კოორდინაცია; ე) სახელმწიფო დაწესებულებებთან, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან ურთიერთობა როგორც ქვეყანაში, ისე მისი ფარგლების გარეთ; ვ) ბავშვის უფლებების დაცვის მუნიციპალური პროგრამების განსახორციელებლად შესაბამისი კერძო სამართლის იურიდიული პირების შერჩევა, რეგისტრაცია და შესაბამისი სახელშეკრულებო პირობების განსაზღვრა; ზ) დამტკიცებული ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამების შესაბამისად სტატისტიკის წარმოება; ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის შესახებ მონაცემთა ერთიანი ბაზის შექმნა; თ) საქართველოს კანონმდებლობითა და საკუთარი დებულებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

5.მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახური ბავშვის საჯარო სივრცეში დაცვის, საჯარო ღონისძიებაში მონაწილეობის მიზნით ბავშვთა ჯგუფური ტრანსპორტირების წესების დაცვის და ბავშვზე მეთვალყურეობის განმახორციელებელი პირის (ღონისძიების ორგანიზატორის) მიერ ვალდებულებების შესრულების, ბავშვის ბეჭდურ მედიასთან, საჯარო კინოჩვენებაზე და მასობრივ გასართობ საცეკვაო ცენტრში (ღამის კლუბში) დაშვებისა და ბავშვისთვის ჩაწერილი ფილმის ხელმისაწვდომობის სამართლებრივი შეზღუდვების დაცვის, ბავშვისთვის ალკოჰოლური, ნარკოტიკული, ფსიქოტროპული, ტოქსიკური და თრობის სხვა საშუალებების, ალკოჰოლიანი სასმლის, თამბაქოსა და ნიკოტინის შემცველი ნაწარმისა და კაფსულის უსასყიდლო და სასყიდლიანი მიწოდების აკრძალვის წესების დაცვის მიზნით პრევენციულ და შესაბამისი რეაგირების ღონისძიებებს ახორციელებს ბავშვის დაცვის ტექნიკური რეგლამენტის საფუძველზე, რომელსაც საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-18 მუხლის საფუძველზე შეიმუშავებს და ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.

6.მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახური საკუთარი და დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად უზრუნველყოფილი უნდა იყოს სათანადო კვალიფიკაციის მქონე პერსონალით. მუნიციპალიტეტის შესაბამის სამსახურში დასაქმებული უნდა იყვნენ სულ მცირე ბავშვისა და ოჯახის სოციალური მუშაკი, ბავშვის ფსიქოლოგი, ბავშვის ჯანმრთელობის მართვის სპეციალისტი და ბავშვის სამართლებრივი დახმარების სპეციალისტი.

7.მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახური ფინანსდება შესაბამისი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან. დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში განხორციელებული ბავშვის მხარდაჭერის პროგრამა ფინანსდება შესაბამისი პროგრამის ბიუჯეტიდან ან საერთაშორისო გრანტებითა და საქართველოს კანონმდებლობით დაშვებული სხვა ფინანსური საშუალებებით.

წინა მუხლი 95შემდეგი მუხლი 97

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • სასკოლო ოლქის სამართალი1 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ლიანა ზაგაშვილი

ლიანა ზაგაშვილი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200-დან

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2025-06-26 · №12

0
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
2
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

ადგილობრივი თვითმმ… 18მუხლი 18

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

ბავშვის უფლებათა კოდექსი

  • 85ბავშვის უფლებების დაცვის უზრუნველყოფა
  • 87ბავშვის მხარდაჭერის ორგანიზაციული მოწყობის ფორმები
  • 86ბავშვის მხარდაჭერის ორგანიზაციის ხელშეწყობა

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ

  • 35მუნიციპალიტეტის ორგანოები/დაწესებულებები

სოციალური მუშაობის შესახებ

  • 56მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებები

გენდერული თანასწორობის შესახებ

  • 13მუნიციპალიტეტის მიერ ქალისა და მამაკაცის თანასწორობის უზრუნველყოფა

დასაქმების ხელშეწყობის შესახებ

  • 55მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებები

ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი

  • 19მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებათა განხორციელების ფორმები და მექანიზმები
  • 16მუნიციპალიტეტის საკუთარი უფლებამოსილებები
  • 24მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლებამოსილება

ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ

  • 10მუნიციპალიტეტების უფლებამოსილებები/ვალდებულებები სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სფეროში

სოციალური დახმარების შესახებ

  • 16სამინისტროს კომპეტენციები და უფლება-მოვალეობანი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
161318191624105618858786355596
მითითებამნიშვნელობით ახლოსადგილობრივი თვითმმართვ…ბავშვის უფლებათა კოდექ…შეზღუდული შესაძლებლობი…სოციალური მუშაობის შეს…გენდერული თანასწორობის…დასაქმების ხელშეწყობის…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 26 ივნ. 2025