Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს სისხლის სამართლის კოდექსიმუხლი 214

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი

მუხლი 214. საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევა

რედაქცია №296 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026
თემები:საბაჟო და სასაზღვრო დანაშაულები

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456

1.საქართველოს საბაჟო საზღვარზე დიდი ოდენობით მოძრავი ნივთის გადატანა ან გადმოტანა, ჩადენილი საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად, დოკუმენტის ან იდენტიფიკაციის საშუალების მოტყუებითი გამოყენებით, საბაჟო დეკლარაციაში ყალბი მონაცემების შეტანით, – ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.

2.იგივე ქმედება, ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით, – ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან შვიდ წლამდე.

3.საქართველოს საბაჟო საზღვარზე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აღრიცხული სხვა კულტურული მემკვიდრეობის, ძვირფასი ლითონისაგან დამზადებული საიუველირო ნაკეთობის ან ნაკეთობის ჯართის წესის დარღვევით გადატანა ან გადმოტანა , – ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.

4.საქართველოს საბაჟო საზღვარზე შხამიანი, მომწამლავი, რადიოაქტიური ან ფეთქებადი ნივთიერების, შეიარაღების, ასაფეთქებელი მოწყობილობის, ცეცხლსასროლი იარაღის, იმ მასალის ან მოწყობილობის, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს მასობრივი განადგურების იარაღის შესაქმნელად, სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ნედლეულის წესის დარღვევით გადატანა ან გადმოტანა , – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე.

5.ამ მუხლის პირველი, მე-2, მე-3 ან მე-4 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი: ა) არაერთგზის; ბ) მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით; გ) საბაჟო კონტროლის განმახორციელებლის მიმართ ძალადობით; დ) წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან თერთმეტ წლამდე.

6.ამ მუხლის პირველი, მე-2, მე-3 ან მე-4 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თერთმეტიდან თხუთმეტ წლამდე. შენიშვნა:

1.ამ მუხლში, გარდა ამ შენიშვნის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა, დიდ ოდენობად ითვლება ნივთი, რომლის საბაჟო ღირებულების თანხა აჭარბებს თხუთმეტი ათას ლარს, ხოლო განსაკუთრებით დიდ ოდენობად ითვლება ნივთი, რომლის საბაჟო ღირებულების თანხა აჭარბებს ოცდახუთი ათას ლარს.

2.სამალავით ან საქართველოს საბაჟო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის გზით საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით შემოტანილი ნივთისათვის დიდ ოდენობად ითვლება ნივთი, რომლის საბაჟო ღირებულების თანხა აჭარბებს ხუთი ათას ლარს, ხოლო განსაკუთრებით დიდ ოდენობად ითვლება ნივთი, რომლის საბაჟო ღირებულების თანხა აჭარბებს თხუთმეტი ათას ლარს. საქართველოს 2010 წლის 12 ნოემბრის კანონი №3806 - სსმ I, 66, 03.12.2010 წ., მუხ.414 საქართველოს 2011 წლის 5 მაისის კანონი №4630 -ვებგვერდი, 19.05.2011წ. საქართველოს 2012 წლის 27 მარტის კანონი №595 0 – ვებგვერდი, 12.04.2012წ.

წინა მუხლი 213¹შემდეგი მუხლი 215

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • დაცვა კონტრაბანდის გადატანის ბრალდებისას5 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ვალუტის ფარული ტრანსპორტირება5 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • საბაჟო წესების დარღვევა (მუხლი 214) - ადვოკატი5 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • საბაჟოო პარტიოს თავიდან ასაცილებელი5 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

დაუსვით კითხვაპროფილი
ნესტან ანანიძე

ნესტან ანანიძე

სისხლის სამართლი, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი

მარიამ ჯორბენაძე

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეზიალიზაციით

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი - სისხლის სამართლის ადვოკატი თბილისში, საქართველოში და Chikovani Law Office-ის დამფუძნებელი. სისხლის სამართლის დაცვა, უცხოელი კლიენტების წარმომადგენლობა და საერთაშორისო საქმეები. GBA.

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-06-25 · №296

2
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

ამნისტიის შესახებ 7საბაჟო კონტროლის გ… 8

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი

  • 344საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა
  • 263საქართველოში ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების დიდი ოდენობით უკანონოდ შემოტანა, საქართველოდან უკანონოდ გატანა ან ტრანზიტით საერთაშორისო გადაზიდვა
  • 197¹ფალსიფიცირებული ნივთის უკანონო გადაზიდვა ან გასაღება

საქართველოს საბაჟო კოდექსი

  • 168საქონლის უკანონო გადატანა ან გადმოტანა
  • 169საქართველოს საბაჟო საზღვარზე ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდის უკანონო გადატანა და გადმოტანა
  • 71საქონლის განსაზღვრულ ადგილზე გადაზიდვა/გადატანა

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

  • 194საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულ საბაჟო კონტროლის ზონაში უკანონო საწარმოო ან სხვა საქმიანობა
  • 190საქართველოს სახმელეთო საზღვარზე სასაზღვრო რეჟიმის წესის დარღვევა
  • 181ცეცხლსასროლი იარაღის ან საბრძოლო მასალის შენახვის, გადატანა-გადაზიდვის ან გადაგზავნის წესის დარღვევა

კულტურულ ფასეულობათა საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის შესახებ

  • 38საბაჟო და საგადასახადო პირობები კულტურული ფასეულობის საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებისას

საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ

  • 14კონტროლი საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისას

ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ სასაზღვრო ღონისძიებათა შესახებ

  • 5რეგისტრაციამდე საქონლის შეჩერება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
38344263197¹1941901811485168169717214
მითითებამნიშვნელობით ახლოსამნისტიის შესახებსაბაჟო კონტროლის გვერდ…საქართველოს საბაჟო კოდ…საქართველოს სისხლის სა…საქართველოს ადმინისტრა…კულტურულ ფასეულობათა ს…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 25 ივნ. 2026