საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი

მუხლი 21⁷¹. ეკონომიკური აგენტის/ეკონომიკური აგენტების ადგილზე შემოწმების შესახებ/ეკონომიკური აგენტის/ეკონომიკური აგენტების ადგილზე შემოწმებაზე უარის თქმის შესახებ მოსამართლის ბრძანების გასაჩივრების წესი

რედაქცია №113 კონსოლიდირებული · 28 ოქტ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ეკონომიკური აგენტის/ეკონომიკური აგენტების ადგილზე შემოწმებაზე უარის თქმის შესახებ მოსამართლის ბრძანება სააგენტომ შეიძლება მისთვის ბრძანების ეგზემპლარის გადაცემიდან (გაგზავნიდან) 48 საათის განმავლობაში გაასაჩივროს სააპელაციო სასამართლოში. მოსამართლის ბრძანების გაუქმების თაობაზე საჩივარი შეიტანება ამ ბრძანების გამომცემ სასამართლოში. მოსამართლე საჩივარს საქმის მასალებთან ერთად დაუყოვნებლივ, ეკონომიკური აგენტისათვის/ეკონომიკური აგენტებისათვის შეუტყობინებლად უგზავნის სააპელაციო სასამართლოს.  სააპელაციო სასამართლო საჩივარს განიხილავს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განხილვისათვის დადგენილი წესით.

2.ეკონომიკურმა აგენტმა/ეკონომიკურმა აგენტებმა შეიძლება ეკონომიკური აგენტის/ეკონომიკური აგენტების ადგილზე შემოწმების შესახებ მოსამართლის ბრძანება მისთვის/მათთვის ბრძანების ეგზემპლარის წარდგენიდან (გადაცემიდან) 48 საათის განმავლობაში გაასაჩივროს/გაასაჩივრონ სააპელაციო სასამართლოში. მოსამართლის ბრძანების გასაჩივრება არ აჩერებს მის მოქმედებას. მოსამართლის ბრძანების გაუქმების თაობაზე საჩივარში უნდა აღინიშნოს ეკონომიკური აგენტის/ეკონომიკური აგენტების ადგილზე შემოწმების დაწყებისათვის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძვლის არარსებობის შესახებ. საჩივარი შეიტანება აღნიშნული ბრძანების გამომცემ სასამართლოში. მოსამართლე საჩივარს საქმის მასალებთან ერთად დაუყოვნებლივ უგზავნის სააპელაციო სასამართლოს და ამის შესახებ ატყობინებს მხარეებს. სააპელაციო სასამართლო საჩივარს განიხილავს შეტანიდან 72 საათის განმავლობაში, ზეპირი მოსმენის გარეშე. სააპელაციო სასამართლოს მიერ საჩივარზე მიღებული გადაწყვეტილება საჯაროდ ცხადდება და მხარეებს მათი მოთხოვნის შემთხვევაში გადაეცემა.

3.სააპელაციო სასამართლოს მიერ ეკონომიკური აგენტის/ეკონომიკური აგენტების ადგილზე შემოწმების შესახებ/ეკონომიკური აგენტის/ეკონომიკური აგენტების ადგილზე შემოწმებაზე უარის თქმის შესახებ მოსამართლის ბრძანების გაუქმების თაობაზე საჩივარზე მიღებული გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება. საქართველოს 2020 წლის 16 სექტემბრის კანონი №7127 – ვებგვერდი, 21.09.2020წ. თავი VII 19 . ადმინისტრაციული სამართალწარმოება ეკონომიკური აგენტისაგან/მხარისაგან/დაინტერესებული მხარისაგან ინფორმაციის მიღებასთან დაკავშირებით საქართველოს 2020 წლის 16 სექტემბრის კანონი №7127 – ვებგვერდი, 21.09.2020წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. ეკონომიკური აგენტის/ეკონომიკური აგენტების ადგილზე შემოწმებაზე უარის თქმის შესახებ მოსამართლის ბრძანება სააგენტომ შეიძლება მისთვის ბრძანების ეგზემპლარის გადაცემიდან (გაგზავნიდან) 48 საათის განმავლობაში გაასაჩივროს სააპელაციო სასამართლოში. მოსამართლის ბრძანების გაუქმების თაობაზე საჩივარი შეიტანება ამ ბრძანების გამომცემ სასამართლოში. მოსამართლე საჩივარს საქმის მასალებთან ერთად დაუყოვნებლივ, ეკონომიკური აგენტისათვის/ეკონომიკური აგენტებისათვის შეუტყობინებლად უგზავნის სააპელაციო სასამართლოს.  სააპელაციო სასამართლო საჩივარს განიხილავს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განხილვისათვის დადგენილი წესით. 2. ეკონომიკურმა აგენტმა/ეკონომიკურმა აგენტებმა შეიძლება ეკონომიკური აგენტის/ეკონომიკური აგენტების ადგილზე შემოწმების შესახებ მოსამართლის ბრძანება მისთვის/მათთვის ბრძანების ეგზემპლარის წარდგენიდან (გადაცემიდან) 48 საათის განმავლობაში გაასაჩივროს/გაასაჩივრონ სააპელაციო სასამართლოში. მოსამართლის ბრძანების გასაჩივრება არ აჩერებს მის მოქმედებას. მოსამართლის ბრძანების გაუქმების თაობაზე საჩივარში უნდა აღინიშნოს ეკონომიკური აგენტის/ეკონომიკური აგენტების ადგილზე შემოწმების დაწყებისათვის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძვლის არარსებობის შესახებ. საჩივარი შეიტანება აღნიშნული ბრძანების გამომცემ სასამართლოში. მოსამართლე საჩივარს საქმის მასალებთან ერთად დაუყოვნებლივ უგზავნის სააპელაციო სასამართლოს და ამის შესახებ ატყობინებს მხარეებს. სააპელაციო სასამართლო საჩივარს განიხილავს შეტანიდან 72 საათის განმავლობაში, ზეპირი მოსმენის გარეშე. სააპელაციო სასამართლოს მიერ საჩივარზე მიღებული გადაწყვეტილება საჯაროდ ცხადდება და მხარეებს მათი მოთხოვნის შემთხვევაში გადაეცემა. 3. სააპელაციო სასამართლოს მიერ ეკონომიკური აგენტის/ეკონომიკური აგენტების ადგილზე შემოწმების შესახებ/ეკონომიკური აგენტის/ეკონომიკური აგენტების ადგილზე შემოწმებაზე უარის თქმის შესახებ მოსამართლის ბრძანების გაუქმების თაობაზე საჩივარზე მიღებული გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება. საქართველოს 2020 წლის 16 სექტემბრის კანონი №7127 – ვებგვერდი, 21.09.2020წ. თავი VII 19 . ადმინისტრაციული სამართალწარმოება ეკონომიკური აგენტისაგან/მხარისაგან/დაინტერესებული მხარისაგან ინფორმაციის მიღებასთან დაკავშირებით საქართველოს 2020 წლის 16 სექტემბრის კანონი №7127 – ვებგვერდი, 21.09.2020წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №81 · ძალაშია 21 სექ. 2020-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 6 აგვ. 1999 – 21 სექ. 2020 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

ნინო დარსაველიძე

ნინო დარსაველიძე

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾150

ნუგზარ მოსიძე

ნუგზარ მოსიძე

ადვოკატი, იურიდიული ფირმა Legalis-ლიგალის-ის დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი, ბავშთა უფლებათა სპეციალისტი, კორპორატიული იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1618021⁷⁸21⁷⁰21⁷⁴276281²112325243521⁷¹
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს ადმინისტრა…კონკურენციის შესახებსასაქონლო ნიშნების შეს…საქართველოს ადმინისტრა…მომხმარებლის უფლებების…საქართველოს ზოგადი ადმ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №113 · ბოლოს შემოწმდა