კონკურენციის შესახებ

მუხლი 25. საქმის მოკვლევის წესი

რედაქცია №18 კონსოლიდირებული · 20 თებ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საქმის მოკვლევის დაწყების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემდეგ სააგენტო იწყებს საქმის მოკვლევას და არაუგვიანეს 6 თვისა იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას.

2.საქმის მოკვლევა, მისი მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, სააგენტოს გადაწყვეტილებით, შეიძლება გაგრძელდეს 18 თვემდე.

3.სააგენტო მხარეებს შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების ვადის ამოწურვამდე არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა აცნობებს საქმის მოკვლევის ვადის გაგრძელების თაობაზე.

4.სააგენტოს უფლება აქვს, საჭიროების შემთხვევაში, საქმის მოკვლევის პროცესში ეკონომიკურ აგენტს/მხარეს/დაინტერესებულ მხარეს მოსთხოვოს საქმის მოკვლევისთვის საჭირო ინფორმაციისა და დოკუმენტაციის წარდგენა.

5.საქმის მოკვლევის პროცესში სააგენტო იბარებს მხარეს/დაინტერესებულ მხარეს ახსნა-განმარტების მისაღებად.

6.სააგენტოს უფლება აქვს, სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე ადგილზე შეამოწმოს შესაბამისი ეკონომიკური აგენტი.

7.სააგენტოს უფლება აქვს, ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული ეკონომიკური აგენტის ადგილზე შემოწმების მიზნით სასამართლოს წარუდგინოს შესაბამისი მოტივირებული შუამდგომლობა, თუ: ა) ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საქმის მოკვლევისთვის საჭირო ინფორმაციისა და დოკუმენტაციის მიღება შეუძლებელია; ბ) არსებობს საქმესთან დაკავშირებული ინფორმაციის დამალვის ან/და განადგურების საშიშროება; გ) მხარეები არ ასრულებენ ინფორმაციისა და დოკუმენტაციის წარდგენის ვალდებულებას; დ) საჭიროა ეკონომიკური აგენტის მატერიალური აქტივების დათვალიერება.

8.ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული ეკონომიკური აგენტის ადგილზე შემოწმება მოიცავს: ა) ეკონომიკური აგენტის საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტების, მათ შორის, ფინანსური და ეკონომიკური დოკუმენტების, გაცნობას, მათი კონფიდენციალურობისა და შენახვის წესის მიუხედავად; ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების ასლების გადაღებას; გ) ადგილზე ახსნა-განმარტების მიღებას; დ) ეკონომიკური აგენტის იურიდიული და ფაქტობრივი საქმიანობების ადგილზე დაშვებას.

8¹.ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული ადგილზე შემოწმებისას უფლებამოსილი პირების ადგილზე დაუშვებლობის ან/და შემოწმების პროცესისთვის ხელის შეშლის შემთხვევაში ეკონომიკურ აგენტს დაეკისრება ჯარიმა ამ კანონის 33-ე მუხლის შესაბამისად.

8².აუცილებლობის შემთხვევაში, შესაბამისი სპეციფიკის ცოდნის ან/და საინფორმაციო-ტექნოლოგიური უზრუნველყოფის საჭიროების გათვალისწინებით, შესაძლებელია ადგილზე შემოწმების პროცესში მონაწილეობა მიიღონ სამართალდამცავი ორგანოების ან/და სხვა სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებმა.

9.თუ საქმის მოკვლევის დაწყების შემდეგ შესაბამისი გადაწყვეტილების პროექტის მხარეთათვის გაგზავნამდე მომჩივანმა უარი განაცხადა საჩივარზე, საქმის მოკვლევა წყდება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს დასაბუთებული მტკიცებულება, რომ კონკურენცია მნიშვნელოვნად იზღუდება.

10.სააგენტოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე იმართება შემაჯამებელი სხდომა, რათა განმცხადებელსა და მხარეს მიეცეთ თავიანთი პოზიციების წარმოდგენის შესაძლებლობა.

11.სააგენტო შემაჯამებელი სხდომის გამართვამდე განმცხადებელსა და მხარეს წერილობით უგზავნის სააგენტოს საბოლოო გადაწყვეტილების პროექტსა და საქმის მასალებს. ამასთანავე, განმცხადებელსა და მხარეს განემარტებათ, რომ მათ უფლება აქვთ, წარმოადგინონ თავიანთი პოზიციები და შესაბამისი დამატებითი ინფორმაცია (მტკიცებულებები).

12.ამ მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში განმცხადებლისა და მხარის მიერ თავიანთი პოზიციების წარმოდგენისთვის განსაზღვრული ვადა არ უნდა იყოს 25 სამუშაო დღეზე ნაკლები. ამ ვადის ამოწურვის შემდეგ წარდგენილი ინფორმაცია სააგენტომ შეიძლება არ გაითვალისწინოს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას.

13.სააგენტოს საბოლოო გადაწყვეტილების პროექტის მიღებამდე მოპასუხე ეკონომიკური აგენტი უფლებამოსილია სააგენტოს შესთავაზოს კანონის სავარაუდო დარღვევის აღმოფხვრის მიზნით განსახორციელებელი კონკრეტული ქმედების განხორციელების თაობაზე პირობითი ვალდებულების მიღება.

14.თუ სააგენტო მიიჩნევს, რომ მოპასუხე ეკონომიკური აგენტის მიერ აღებული პირობითი ვალდებულების შესრულების შედეგად აღარ იარსებებს კანონის სავარაუდო დარღვევის რისკი, და მიიღებს მის მიერ აღებულ პირობით ვალდებულებას კანონის სავარაუდო დარღვევის აღმოფხვრის მიზნით განსახორციელებელი კონკრეტული ქმედების განხორციელების თაობაზე, სააგენტო საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს კანონის სავარაუდო დარღვევის ფაქტის შეფასების გარეშე და მოპასუხე ეკონომიკურ აგენტს აღებული პირობითი ვალდებულების შესასრულებლად ვადას განუსაზღვრავს.

15.თუ მოპასუხე ეკონომიკური აგენტი სააგენტოს მიერ განსაზღვრულ ვადაში არ შეასრულებს ამ მუხლის მე-14 პუნქტით გათვალისწინებულ, მის მიერ აღებულ პირობით ვალდებულებას, მას დაეკისრება ჯარიმა ამ კანონის 33-ე მუხლის შესაბამისად და საქმის მოკვლევა განახლდება.

16.საქმის მოკვლევის წესი და პროცედურა მტკიცდება სააგენტოს სამართლებრივი აქტით. საქართველოს 2014 წლის 21 მარტის კანონი №2159 - ვებგვერდი, 27.03.2014წ. საქართველოს 2020 წლის 16 სექტემბრის კანონი №7126 – ვებგვერდი, 21.09.2020წ. საქართველოს 2023 წლის 29 ნოემბრის კანონი №3754 – ვებგვერდი, 11.12.2023წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №16 · ძალაშია 1 აპრ. 2024-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 1 აპრ. 2021 – 1 იან. 2023 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 3

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 11 დეკ. 2023

    25-ე მუხლის მე-3 პუნქტით ვადის გაგრძელების შესახებ შეტყობინება მხარეებს ეგზავნებათ, მე-9 პუნქტში საჩივარზე უარის შედეგი დაკავშირებულია გადაწყვეტილების პროექტის გაგზავნის მომენტთან, ხოლო დაემატა 8¹, 8² და მე-16 პუნქტები ადგილზე შემოწმებისა და მოკვლევის წესის შესახებ.

  2. · გამოქვეყნდა 21 სექ. 2020
  3. · გამოქვეყნდა 27 მარ. 2014

    25-ე მუხლში გადაწყვეტილების ვადა 6 თვიდან 3 თვემდე, ხოლო მოკვლევის გაგრძელების ზღვარი 15 თვიდან 10 თვემდე შემცირდა; მე-12 პუნქტი სასამართლოში გასაჩივრებას აყალიბებს ზოგადად, ხოლო მე-13 პუნქტით მოკვლევის წესს თავად სააგენტო ამტკიცებს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ლიანა ზაგაშვილი

ლიანა ზაგაშვილი

ადვოკატი | ინტელექტუალური საკუთრების სამართლის სპეციალისტი | სასაქონლო ნიშნები, საავტორო სამართალი და ხელოვნური ინტელექტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200-დან

დავით მაისურაძე

დავით მაისურაძე

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ანა შავარდენიძე

ანა შავარდენიძე

კორპორაციული სამართლისა და ბიზნეს შესაბამისობის ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
42²21⁶⁷21⁶⁸21⁷⁰21⁷⁷21⁷⁴33322318243233181925
მითითებამნიშვნელობით ახლოსკონკურენციის შესახებსაქართველოს ადმინისტრა…მომხმარებლის უფლებების…ელექტრონული კომერციის …საქართველოს სარკინიგზო…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №18 · ბოლოს შემოწმდა