Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსიმუხლი 21⁷⁰

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი

მუხლი 21⁷⁰. ეკონომიკური აგენტის/ეკონომიკური აგენტების ადგილზე შემოწმების საკითხის გადაწყვეტის წესი

რედაქცია №112 კონსოლიდირებული · 16 სექ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678

1.მოსამართლე ეკონომიკური აგენტის/ეკონომიკური აგენტების ადგილზე შემოწმების შესახებ სააგენტოს შუამდგომლობის საფუძველზე შესაბამის გადაწყვეტილებას იღებს (ბრძანებას გამოსცემს) ამ შუამდგომლობის წარდგენიდან 72 საათის განმავლობაში.

2.მოსამართლე ეკონომიკური აგენტის/ეკონომიკური აგენტების ადგილზე შემოწმების შესახებ სააგენტოს შუამდგომლობას განიხილავს ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე, იმ ეკონომიკური აგენტისათვის/ეკონომიკური აგენტებისათვის შეუტყობინებლად, რომლის/რომელთა ადგილზე შემოწმებასაც ითხოვს სააგენტო.

3.ეკონომიკური აგენტის/ეკონომიკური აგენტების ადგილზე შემოწმების შესახებ მოსამართლის ბრძანებაში აღინიშნება: ა) ბრძანების შედგენის თარიღი და ადგილი; ბ) განკარგულება ეკონომიკური აგენტის/ეკონომიკური აგენტების ადგილზე შემოწმების შესახებ, შესაბამისი დასაბუთება და იმ ეკონომიკური აგენტის/ეკონომიკური აგენტების თაობაზე ინფორმაცია, რომელიც/რომლებიც შემოწმდება/შემოწმდებიან; გ) ბრძანების მოქმედებისა და ეკონომიკური აგენტის/ეკონომიკური აგენტების ადგილზე შემოწმების ვადა; დ) მოსამართლის ხელმოწერა და სასამართლოს ბეჭედი.

4.თუ მოსამართლე არ ეთანხმება ეკონომიკური აგენტის/ეკონომიკური აგენტების ადგილზე შემოწმებას, ეკონომიკური აგენტის/ეკონომიკური აგენტების ადგილზე შემოწმებაზე უარის თქმის შესახებ ბრძანებაში აღინიშნება: ა) ბრძანების შედგენის თარიღი და ადგილი; ბ) განკარგულება ეკონომიკური აგენტის/ეკონომიკური აგენტების ადგილზე შემოწმებაზე უარის თქმის შესახებ, შესაბამისი დასაბუთება და იმ ეკონომიკური აგენტის/ეკონომიკური აგენტების თაობაზე ინფორმაცია, რომლის/რომელთა ადგილზე შემოწმებაზედაც უარი ითქვა; გ) მოსამართლის ხელმოწერა და სასამართლოს ბეჭედი.

5.ეკონომიკური აგენტის/ეკონომიკური აგენტების ადგილზე შემოწმების შესახებ მოსამართლის ბრძანება დგება 3 ეგზემპლარად. ერთი ეგზემპლარი რჩება სასამართლოში, ხოლო ორი გადაეცემა (ეგზავნება) სააგენტოს. სააგენტო ერთ ეგზემპლარს წარუდგენს (გადასცემს) ეკონომიკურ აგენტს/ეკონომიკურ აგენტებს ადგილზე შემოწმების დაწყებამდე.

6.ეკონომიკური აგენტის/ეკონომიკური აგენტების ადგილზე შემოწმებაზე უარის თქმის შესახებ მოსამართლის ბრძანება დგება 3 ეგზემპლარად. ერთი ეგზემპლარი გადაეცემა (ეგზავნება) სააგენტოს, მეორე – ეკონომიკურ აგენტს/ეკონომიკურ აგენტებს, ხოლო მესამე რჩება სასამართლოში.

7.ეკონომიკური აგენტის/ეკონომიკური აგენტების ადგილზე შემოწმების შესახებ მოსამართლის ბრძანების მოქმედების ვადაა არაუმეტეს 1 კვირისა. თუ ეს ვადა აღნიშნული შემოწმებისთვის საკმარისი არ იქნება, დასაშვებია, იგი ეკონომიკური აგენტის/ეკონომიკური აგენტების ადგილზე შემოწმების ვადის გაგრძელების შესახებ სააგენტოს მოტივირებული შუამდგომლობის საფუძველზე არაუმეტეს 1 თვით გაგრძელდეს. სააგენტოს შუამდგომლობაში მიეთითება ეკონომიკური აგენტის/ეკონომიკური აგენტების ადგილზე შემოწმების შედეგად მოპოვებული მონაცემები და მიზეზი, რომლის გამოც ვერ მოხერხდა საქმის მოკვლევისათვის საკმარისი მონაცემების მოპოვება. სააგენტოს შუამდგომლობა განიხილება ამ მუხლით დადგენილი წესით.

8.ეკონომიკური აგენტის/ეკონომიკური აგენტების ადგილზე შემოწმების შესახებ/ეკონომიკური აგენტის/ეკონომიკური აგენტების ადგილზე შემოწმებაზე უარის თქმის შესახებ მოსამართლის ბრძანება საჯაროდ არ ცხადდება. საქართველოს 2020 წლის 16 სექტემბრის კანონი №7127 – ვებგვერდი, 21.09.2020წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №81 · ძალაშია 21 სექ. 2020-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 6 აგვ. 1999 – 21 სექ. 2020 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 21⁷შემდეგი მუხლი 21⁷¹

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 16 სექ. 2026 · №112

  • 2 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი

  • 21⁷¹ეკონომიკური აგენტის/ეკონომიკური აგენტების ადგილზე შემოწმების შესახებ/ეკონომიკური აგენტის/ეკონომიკური აგენტების ადგილზე შემოწმებაზე უარის თქმის შესახებ მოსამართლის ბრძანების გასაჩივრების წესი
  • 21⁷⁷ეკონომიკური აგენტის გარკვეული ქმედების დროებით შეჩერების საკითხის გადაწყვეტის წესი
  • 21⁷⁴ეკონომიკური აგენტის/მხარის/დაინტერესებული მხარის მიერ სააგენტოსათვის ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარდგენის შესახებ მოსამართლის ბრძანების გამოცემისა და გასაჩივრების წესები

კონკურენციის შესახებ

  • 25საქმის მოკვლევის წესი
  • 23სააგენტოს მიერ საჩივრის მიღების წესი და მოპასუხე ეკონომიკური აგენტის მიერ დაცვის უფლების განხორციელება
  • 18სააგენტოს უფლებამოსილებები

მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ

  • 32სააგენტოს მიერ საქმის შესწავლის ვადა და პროცედურები
  • 33სააგენტოს გადაწყვეტილება

ელექტრონული კომერციის შესახებ

  • 18სააგენტოს მიერ საქმის შესწავლის ვადა და პროცედურა
  • 19სააგენტოს გადაწყვეტილება

სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შესახებ

  • 28

განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (მათ შორის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების) მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ

  • 37არქიტექტურული პროექტის, კონსტრუქციული ან/და ტექნოლოგიური სქემის შეთანხმების წესი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
2821⁷¹21⁷⁷21⁷⁴252318373233181921⁷⁰
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს ადმინისტრა…კონკურენციის შესახებმომხმარებლის უფლებების…ელექტრონული კომერციის …სამედიცინო-სოციალური ე…განსაკუთრებული მნიშვნე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 16 სექ. 2026 · რედაქცია №112 · ბოლოს შემოწმდა 26 ოქტ. 2026