Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასასაქონლო ნიშნების შესახებმუხლი 16

სასაქონლო ნიშნების შესახებ

მუხლი 16. ექსპერტიზის გადაწყვეტილების გასაჩივრება სააპელაციო პალატაში

რედაქცია №12 კონსოლიდირებული · 12 დეკ. 2024
თემები:სავაჭრო ნიშნის დავებიაკადემიური დავები

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12344¹4²4³56

1.განმცხადებელს ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზის გადაწყვეტილება განაცხადის განხილვაზე უარის თქმის შესახებ შეუძლია გაასაჩივროს სააპელაციო პალატაში გადაწყვეტილების მიღებიდან 3 თვის ვადაში .

2.განმცხადებელს არსობრივი ექსპერტიზის გადაწყვეტილება სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ საქონლის მთლიანი ჩამონათვალის ან მისი ნაწილის მიმართ შეუძლია გაასაჩივროს სააპელაციო პალატაში გადაწყვეტილების მიღებიდან 3 თვის ვადაში.

3.(ამოღებულია).

4.სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება განაცხადის მონაცემების ბიულეტენში გამოქვეყნებიდან 3 თვის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო პალატაში, თუ: ა) სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციით ირღვევა ამ კანონის მე-4 მუხლის მოთხოვნები; ბ) სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციით ირღვევა ამ კანონის მე-5 მუხლის მოთხოვნები; გ) არსებობს ამ კანონის 28-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“–„ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძველი.

4¹.დაუშვებელია სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველზე სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების სააპელაციო პალატაში იმავე მოთხოვნითა და საფუძვლით გასაჩივრება.

4².ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საჩივრის სააპელაციო პალატაში შეტანის უფლება აქვს: ა) ნებისმიერ პირს იმავე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტითა და ამ კანონის მე-5 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლებით; ბ) ადრინდელი უფლების მფლობელს იმავე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით, გარდა ამ კანონის მე-5 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლისა; გ) ამ კანონის 28-ე მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ პირს იმავე პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით.

4³.განმცხადებლის მოთხოვნის შემთხვევაში ადრინდელი სასაქონლო ნიშნის მფლობელი, რომელიც ასაჩივრებს საქპატენტის მიერ მიღებულ დადებით გადაწყვეტილებას სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის შესახებ, ვალდებულია, თუ ამ გადაწყვეტილებით გათვალისწინებული სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის თარიღიდან გასულია 5 წელზე მეტი, სააპელაციო პალატას წარუდგინოს მტკიცებულება, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით გათვალისწინებული სასაქონლო ნიშნის განაცხადის შეტანის ან პრიორიტეტის თარიღამდე ბოლო 5 წლის განმავლობაში სასაქონლო ნიშანი რეალურად გამოიყენებოდა საქართველოში იმ საქონლისთვის, რომლისთვისაც რეგისტრირებულია ეს სასაქონლო ნიშანი და რომელსაც ადრინდელი სასაქონლო ნიშნის მფლობელი უთითებს სააპელაციო საჩივრის საფუძვლად. სასაქონლო ნიშნის რეალური გამოყენების მტკიცებულების წარუდგენლობის ან მისი გამოუყენებლობის საპატიო მიზეზის მიუთითებლობის შემთხვევაში სააპელაციო საჩივარზე საქმისწარმოება წყდება. თუ ადრინდელი სასაქონლო ნიშანი გამოიყენებოდა რეგისტრირებული საქონლის მხოლოდ ნაწილის მიმართ, სააპელაციო საჩივარზე საქმისწარმოების მიზნებისთვის მიიჩნევა, რომ ადრინდელი სასაქონლო ნიშანი რეგისტრირებულია საქონლის მხოლოდ შესაბამისი ნაწილისთვის.

5.სააპელაციო პალატა საჩივარს იხილავს მისი შეტანის დღიდან 3 თვის ვადაში.

6.სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში . საქართველოს 2005 წლის 20 დეკემბრის კანონი №2380 - სსმ I, №1, 04.01.2006 წ., მუხ.3 საქართველოს 2024 წლის 21 თებერვლის კანონი №4048 – ვებგვერდი, 07.03.2024წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №11 · ძალაშია 1 სექ. 2024-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 1 სექ. 2024· გამოქვეყნდა 7 მარ. 2024
  2. 4 იან. 2006

    16-ე მუხლში ამოღებულია მე-3 პუნქტი, მე-4 პუნქტში გასაჩივრების საფუძველი შემოიფარგლა მე-4 და მე-5 მუხლების დარღვევით, ხოლო მე-5 პუნქტში საჩივრის განხილვის ვადა 2 თვიდან 3 თვემდე შეიცვალა.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 15¹შემდეგი მუხლი 17

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • სასაქონლო ნიშნის გაპროტესტება1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის გაუქმება1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • შეფასების აპელაციებისერვისის გვერდი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 12 დეკ. 2024 · №12

  • 2 ცვლილება · ბოლო 7 მარ. 2024
  • ციტირებულია 5 მუხლი
  • 4 რედაქცია
  • 3 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 28მუხლი 4მუხლი 5

მიუთითებენ მასზე

მუხლი 15მუხლი 15¹მუხლი 17მუხლი 38⁴მუხლი 42

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სასაქონლო ნიშნების შესახებ

  • 38⁴სასერტიფიკაციო ნიშნის რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების სააპელაციო პალატაში გასაჩივრების საფუძვლები
  • 12სასაქონლო ნიშნის განაცხადზე ექსპერტიზა
  • 14არსობრივი ექსპერტიზა

საქართველოს საპატენტო კანონი

  • 40³საქპატენტის გადაწყვეტილების სააპელაციო პალატაში გასაჩივრება

დიზაინის შესახებ

  • 20სააპელაციო პალატაში გასაჩივრების საფუძვლები

საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ

  • 13გადაწყვეტილების გასაჩივრების წესები

საჯარო რეესტრის შესახებ

  • 29მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრების წესი

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

  • 363²⁴სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრება
  • 363⁶სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრება

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი

  • 21⁷¹ეკონომიკური აგენტის/ეკონომიკური აგენტების ადგილზე შემოწმების შესახებ/ეკონომიკური აგენტის/ეკონომიკური აგენტების ადგილზე შემოწმებაზე უარის თქმის შესახებ მოსამართლის ბრძანების გასაჩივრების წესი
  • 21⁹³მოვაჭრის გარკვეული ქმედების დროებით, სააგენტოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეჩერების თაობაზე ან მის შეჩერებაზე უარის თქმის თაობაზე მოსამართლის ბრძანების გასაჩივრება

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

  • 293სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა და ფორმა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
40³38⁴28451515¹1742121429363²⁴201316
მითითებამნიშვნელობით ახლოსსასაქონლო ნიშნების შეს…საქართველოს საპატენტო …დიზაინის შესახებსაქონლის ადგილწარმოშობ…საჯარო რეესტრის შესახე…საქართველოს სამოქალაქო…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 12 დეკ. 2024 · რედაქცია №12 · ბოლოს შემოწმდა 25 ოქტ. 2026