Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაელექტრონული კომუნიკაციების შესახებმუხლი 36

ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ

მუხლი 36. დავის განხილვის დაწყება

რედაქცია №50 კონსოლიდირებული · 10 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456

1.კომისია ავტორიზებულ პირებს შორის წარმოშობილ დავებს წყვეტს საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, ხოლო ამ კანონის ამოქმედებამდე წარმოშობილი დავების გადასაწყვეტად იყენებს ამ კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულ ნორმატიულ აქტებს, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მხარეებს სურთ ურთიერთობა ამ კანონით მოაწესრიგონ.

2.ავტორიზებულ პირს უფლება აქვს მიმართოს კომისიას დავის განხილვისა და გადაწყვეტის მიზნით.

3.მხარეები კომისიაში საქმის წარმოებას იწყებენ კომისიისთვის სათანადო განცხადების წარდგენით, რომელშიც მითითებული უნდა იყოს: ა) განმცხადებლის გვარი, სახელი, საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის მისამართი, ტელეფონის ნომერი (არსებობის შემთხვევაში), ხოლო თუ განმცხადებელი იურიდიული პირია – მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის ან დაფუძნების აქტის მონაცემები, ტელეფონის ნომერი (არსებობის შემთხვევაში); ბ) წარმომადგენლის გვარი, სახელი და საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის მისამართი, ტელეფონის ნომერი (არსებობის შემთხვევაში), თუ განცხადება შეაქვს წარმომადგენელს; გ) იმ პირის დასახელება, რომლის წინააღმდეგაც შეტანილია განცხადება; დ) განმცხადებლის მოთხოვნა; ე) ფაქტობრივი გარემოებები, რომლებზედაც ამყარებს განმცხადებელი თავის მოთხოვნას; ვ) მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებს ამ გარემოებებს.

4.განცხადებას უნდა დაერთოს წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი საბუთი.

5.განცხადება მიიღება, თუ მისი მოთხოვნა არ სცილდება კომისიის უფლებამოსილებების ფარგლებს.

6.თუ განცხადებაში პირის მიერ წარმოდგენილი მოთხოვნა არსებითად დაკავშირებულია იმგვარ მოთხოვნასთან ან გარემოებასთან, რომელთან დაკავშირებითაც კომისიას მიღებული აქვს კონკურენციის უზრუნველმყოფი და წინასწარ რეგულირებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება, განცხადების საფუძველზე მხარეთა შორის დავა არ განიხილება. ამ შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დაიწყოს ადმინისტრაციული წარმოება მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე პირის მიერ მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების ბოროტად გამოყენების თაობაზე, ამ კანონის 28-ე მუხლის შესაბამისად. საქართველოს 2008 წლის 27 ივნისის კანონი №67 - სსმ I, №12, 14.07.2008 წ., მუხ.89 საქართველოს 2009 წლის 3 ნოემბრის კანონი №1968 - სსმ I, №35, 19.11.2009 წ., მუხ.257

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №16 · ძალაშია 12 ივნ. 2012-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 3

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 22 აპრ. 2016
  2. 1 იან. 2010· გამოქვეყნდა 19 ნოე. 2009

    36-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში იურიდიული პირი-განმცხადებლის მიერ მისათითებელი სამეწარმეო რეესტრის მონაცემები შეიცვალა მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის მონაცემებით.

  3. 28 ივლ. 2008· გამოქვეყნდა 14 ივლ. 2008

    36-ე მუხლს დაემატა მე-6 პუნქტი, რომლითაც ასეთ შემთხვევაში დავა არ განიხილება და კომისია უფლებამოსილია დაიწყოს ადმინისტრაციული წარმოება ბოროტად გამოყენებაზე.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 35შემდეგი მუხლი 37

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 10 ივნ. 2026 · №50

  • 3 ცვლილება · ბოლო 22 აპრ. 2016
  • ციტირებულია 1 მუხლი
  • 5 რედაქცია
  • 1 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 28

მიუთითებენ მასზე

მუხლი 64

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ

  • 41დავის განხილვა
  • 39შეტყობინება და მოწვევა
  • 42დავის გადაწყვეტა

ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე დაზარალებულთა ქონებრივი რესტიტუციისა და კომპენსაციის შესახებ

  • 26საქმის წარმოების დაწყება
  • 18კომისიის ფუნქციები და უფლებამოსილებანი

სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და სატელეკომუნიკაციო მიზნებისთვის გამოყენებადი ფიზიკური ინფრასტრუქტურის გაზიარების შესახებ

  • 12უფლებამოსილი ორგანოს (კომისიის) მიერ დავის განხილვა

საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ

  • 41⁸დავის განხილვა
  • 41⁹კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღება და დავის განხილვის შეწყვეტა
  • 41²დავების განმხილველი კომისიისთვის მიმართვის უფლება

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

  • 155სადავო საკითხების განხილვა

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

  • 300საჩივრის წარმოებაში მიღება

კონკურენციის შესახებ

  • 22განცხადების ან/და საჩივრის წარდგენის უფლების მქონე პირები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
261828644139423002241⁸41⁹41²1551236
მითითებამნიშვნელობით ახლოსელექტრონული კომუნიკაცი…ყოფილ სამხრეთ ოსეთის ა…სატელეკომუნიკაციო ინფრ…საგადახდო სისტემისა და…ენერგეტიკისა და წყალმო…საქართველოს საგადასახა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 10 ივნ. 2026 · რედაქცია №50 · ბოლოს შემოწმდა 25 ოქტ. 2026