Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსიმუხლი 21⁹⁹

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი

მუხლი 21⁹⁹. მომსახურების მიმწოდებლის მიერ სააგენტოსთვის საქმესთან დაკავშირებული ინფორმაციის წარდგენის შესახებ მოსამართლის ბრძანების გამოცემისა და გასაჩივრების წესები

რედაქცია №111 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678910

1.მოსამართლე მომსახურების მიმწოდებლის მიერ სააგენტოსთვის საქმესთან დაკავშირებული ინფორმაციის წარდგენის შესახებ ბრძანებას მომსახურების მიმწოდებლისგან საქმესთან დაკავშირებული ინფორმაციის გამოთხოვის თაობაზე სააგენტოს შუამდგომლობის საფუძველზე გამოსცემს ამ შუამდგომლობის წარდგენიდან 72 საათის ვადაში.

2.მოსამართლე მომსახურების მიმწოდებლისგან საქმესთან დაკავშირებული ინფორმაციის გამოთხოვის თაობაზე სააგენტოს შუამდგომლობას ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილავს.

3.მოსამართლე მომსახურების მიმწოდებლისგან საქმესთან დაკავშირებული ინფორმაციის გამოთხოვის თაობაზე სააგენტოს შუამდგომლობის დასაბუთებულობის შემოწმების შემდეგ გამოსცემს დასაბუთებულ ბრძანებას შუამდგომლობის დაკმაყოფილების შესახებ ან შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

4.სააგენტოს შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემთხვევაში შუამდგომლობის დაკმაყოფილების შესახებ ბრძანებაში აღინიშნება: ა) ბრძანების შედგენის თარიღი და ადგილი; ბ) მომსახურების მიმწოდებელი, რომელმაც სააგენტოს საქმესთან დაკავშირებული ინფორმაცია უნდა წარუდგინოს; გ) საქმესთან დაკავშირებული ინფორმაციის წარდგენის ფორმა და ვადა; დ) განკარგულება შუამდგომლობის დაკმაყოფილების შესახებ; ე) მოსამართლის ხელმოწერა და სასამართლოს ბეჭედი.

5.სააგენტოს შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შემთხვევაში შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ბრძანებაში აღინიშნება: ა) ბრძანების შედგენის თარიღი და ადგილი; ბ) განკარგულება შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ და შესაბამისი დასაბუთება; გ) მოსამართლის ხელმოწერა და სასამართლოს ბეჭედი.

6.მომსახურების მიმწოდებლის მიერ სააგენტოსთვის საქმესთან დაკავშირებული ინფორმაციის წარდგენის შესახებ მოსამართლის ბრძანება დგება 3 ეგზემპლარად. ამ ბრძანების ერთი ეგზემპლარი გადაეცემა (ეგზავნება) სააგენტოს, მეორე – მომსახურების მიმწოდებელს, ხოლო მესამე ეგზემპლარი რჩება სასამართლოში.

7.მომსახურების მიმწოდებლის მიერ სააგენტოსთვის საქმესთან დაკავშირებული ინფორმაციის წარდგენის შესახებ მოსამართლის ბრძანება ძალაში შედის მისი გასაჩივრების ვადის ამოწურვის მომენტიდან. ამ ბრძანების გასაჩივრება აჩერებს მის მოქმედებას.

8.მომსახურების მიმწოდებლის მიერ სააგენტოსთვის საქმესთან დაკავშირებული ინფორმაციის წარდგენის შესახებ მოსამართლის ბრძანების გაუქმების თაობაზე საჩივარი შეიტანება ამ ბრძანების გამომცემ სასამართლოში, მხარისთვის ბრძანების ეგზემპლარის გადაცემიდან (გაგზავნიდან) 48 საათის ვადაში. მოსამართლე აღნიშნულ საჩივარს საქმის მასალებთან ერთად დაუყოვნებლივ უგზავნის სააპელაციო სასამართლოს.

9.სააპელაციო სასამართლო მომსახურების მიმწოდებლის მიერ სააგენტოსთვის საქმესთან დაკავშირებული ინფორმაციის წარდგენის შესახებ მოსამართლის ბრძანების გაუქმების თაობაზე საჩივარს მისი შეტანიდან 72 საათის ვადაში, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილავს.

10.სააპელაციო სასამართლოს მიერ მომსახურების მიმწოდებლის მიერ სააგენტოსთვის საქმესთან დაკავშირებული ინფორმაციის წარდგენის შესახებ მოსამართლის ბრძანების გაუქმების თაობაზე საჩივართან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება. საქართველოს 2023 წლის 13 ივნისის კანონი №3112 – ვებგვერდი, 30.06.2023წ. თავი VII 26 . ადმინისტრაციული სამართალწარმოება სამედიცინო სფეროში საქმიანობის სრულად ან ნაწილობრივ შეჩერებასთან დაკავშირებით საქართველოს 2023 წლის 3 ივლისის კანონი №3458 - ვებგვერდი, 25.07.2023წ.

წინა მუხლი 21⁹⁸შემდეგი მუხლი 22

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-06-25 · №111

0
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი

  • 21⁷⁴ეკონომიკური აგენტის/მხარის/დაინტერესებული მხარის მიერ სააგენტოსათვის ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარდგენის შესახებ მოსამართლის ბრძანების გამოცემისა და გასაჩივრების წესები
  • 21⁹⁸სააგენტოს შუამდგომლობა მომსახურების მიმწოდებლის მიერ საქმესთან დაკავშირებული შესაბამისი ინფორმაციის წარდგენის თაობაზე
  • 21⁹⁷მოსამართლის ბრძანება მომსახურების მიმწოდებლის მიერ სააგენტოსთვის საქმესთან დაკავშირებული ინფორმაციის წარდგენის შესახებ

ელექტრონული კომერციის შესახებ

  • 19სააგენტოს გადაწყვეტილება
  • 18სააგენტოს მიერ საქმის შესწავლის ვადა და პროცედურა
  • 21სააგენტოს გადაწყვეტილების გასაჩივრება

მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ

  • 32სააგენტოს მიერ საქმის შესწავლის ვადა და პროცედურები
  • 33სააგენტოს გადაწყვეტილება

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

  • 64აცილების შუამდგომლობის გადაწყვეტის წესი

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

  • 186სარჩელის მიღებაზე უარის თქმა

კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ

  • 14⁷უფლებამოსილი ორგანოსგან ინფორმაციის გამოთხოვა

საერთო სასამართლოების შესახებ

  • 72⁸მოსამართლესთან აკრძალული ფორმით კომუნიკაციის ფაქტის განხილვა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
21⁷⁴21⁹⁸21⁹⁷14⁷1866472⁸323319182121⁹⁹
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს ადმინისტრა…ელექტრონული კომერციის …მომხმარებლის უფლებების…საქართველოს სისხლის სა…საქართველოს სამოქალაქო…კონტრდაზვერვითი საქმია…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 25 ივნ. 2026