მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ

მუხლი 32. სააგენტოს მიერ საქმის შესწავლის ვადა და პროცედურები

რედაქცია №3 კონსოლიდირებული · 15 დეკ. 2023

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.სააგენტო მისთვის განცხადების წარდგენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში აცნობებს განმცხადებელს განცხადებაზე რეაგირების თაობაზე ან ამ კანონის 30-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლების არარსებობის შესახებ.

2.სააგენტო საქმეს შეისწავლის საქმის შესწავლის დაწყების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 1 თვის ვადაში.

3.საქმის შესწავლა, მისი მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 3 თვისა.

4.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვადის ან/და საქმის შესწავლის ვადის დინება ჩერდება საქმესთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაციის გამოთხოვის ან/და ექსპერტიზის დანიშვნის შემთხვევაში.

5.სააგენტო საქმის შესწავლის დაწყების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში აწვდის მოვაჭრეს შესაბამის ინფორმაციას და განუსაზღვრავს მას არანაკლებ 5 სამუშაო დღის ვადას მომხმარებლის უფლების სავარაუდო დარღვევის თაობაზე პოზიციის წარსადგენად.

6.სააგენტო უფლებამოსილია საქმის შესწავლისას მხარეები/დაინტერესებული პირები მოიწვიოს ახსნა-განმარტებების მისაღებად, აგრეთვე გამართოს საკონსულტაციო შეხვედრები.

7.სააგენტო უფლებამოსილია საქმის შესწავლისას აუცილებლობის შემთხვევაში მიიღოს გადაწყვეტილება ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ, თუ ექსპერტიზის დასკვნის გარეშე შეუძლებელია საქმეზე დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღება. თუ მომხმარებლის უფლების დარღვევის ფაქტი დადგინდა, მოვაჭრე ვალდებულია სრულად აანაზღაუროს ექსპერტიზის ხარჯი.

8.სააგენტოს მიერ საქმის შესწავლისას, თუ იგი დაკავშირებულია უსამართლო კომერციულ საქმიანობასთან და არსებობს გადაუდებელი აუცილებლობა, დაყოვნებამ კი შეიძლება გამოიწვიოს საქმისთვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი მონაცემების განადგურება ან შეუძლებელი გახადოს ამ მონაცემების მოპოვება, სააგენტო უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს მოვაჭრის გარკვეული ქმედების დროებით შეჩერების შესახებ შუამდგომლობით და დასაბუთებით, რომ აღნიშნული ღონისძიების გამოუყენებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის საქმის შესწავლას, დარღვეული ან სადავო უფლების განხორციელებას, გამოიწვევს გამოუსწორებელ და პირდაპირ ზიანს ან ისეთ ზიანს, რომელიც მოვაჭრისთვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებით კომპენსირებული ვერ იქნება.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. სააგენტო მისთვის განცხადების წარდგენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში აცნობებს განმცხადებელს განცხადებაზე რეაგირების თაობაზე ან ამ კანონის 30-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლების არარსებობის შესახებ. 2. სააგენტო საქმეს შეისწავლის საქმის შესწავლის დაწყების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 1 თვის ვადაში. 3. საქმის შესწავლა, მისი მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 3 თვისა. 4. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვადის ან/და საქმის შესწავლის ვადის დინება ჩერდება საქმესთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაციის გამოთხოვის ან/და ექსპერტიზის დანიშვნის შემთხვევაში. 5. სააგენტო საქმის შესწავლის დაწყების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში აწვდის მოვაჭრეს შესაბამის ინფორმაციას და განუსაზღვრავს მას არანაკლებ 5 სამუშაო დღის ვადას მომხმარებლის უფლების სავარაუდო დარღვევის თაობაზე პოზიციის წარსადგენად. 6. სააგენტო უფლებამოსილია საქმის შესწავლისას მხარეები/დაინტერესებული პირები მოიწვიოს ახსნა-განმარტებების მისაღებად, აგრეთვე გამართოს საკონსულტაციო შეხვედრები. 7. სააგენტო უფლებამოსილია საქმის შესწავლისას აუცილებლობის შემთხვევაში მიიღოს გადაწყვეტილება ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ, თუ ექსპერტიზის დასკვნის გარეშე შეუძლებელია საქმეზე დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღება. თუ მომხმარებლის უფლების დარღვევის ფაქტი დადგინდა, მოვაჭრე ვალდებულია სრულად აანაზღაუროს ექსპერტიზის ხარჯი. 8. სააგენტოს მიერ საქმის შესწავლისას, თუ იგი დაკავშირებულია უსამართლო კომერციულ საქმიანობასთან და არსებობს გადაუდებელი აუცილებლობა, დაყოვნებამ კი შეიძლება გამოიწვიოს საქმისთვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი მონაცემების განადგურება ან შეუძლებელი გახადოს ამ მონაცემების მოპოვება, სააგენტო უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს მოვაჭრის გარკვეული ქმედების დროებით შეჩერების შესახებ შუამდგომლობით და დასაბუთებით, რომ აღნიშნული ღონისძიების გამოუყენებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის საქმის შესწავლას, დარღვეული ან სადავო უფლების განხორციელებას, გამოიწვევს გამოუსწორებელ და პირდაპირ ზიანს ან ისეთ ზიანს, რომელიც მოვაჭრისთვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებით კომპენსირებული ვერ იქნება.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 6 აპრ. 2022-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
42²8321⁸⁴21⁹⁰21⁹⁹2523433303118192219 (დ…32
მითითებამნიშვნელობით ახლოსმომხმარებლის უფლებების…საქართველოს ადმინისტრა…ელექტრონული კომერციის …კონკურენციის შესახებკომპანიის ნარჩენების მ…საქართველოს სარკინიგზო…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №3 · ბოლოს შემოწმდა