Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაელექტრონული კომერციის შესახებმუხლი 19

ელექტრონული კომერციის შესახებ

მუხლი 19. სააგენტოს გადაწყვეტილება

რედაქცია №1 კონსოლიდირებული · 29 ნოე. 2023

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678

1.სააგენტო საქმის შესწავლის შედეგად, ამ კანონის მე-18 მუხლით დადგენილ ვადაში იღებს გადაწყვეტილებას მომსახურების მიმღებთა ჯგუფის უფლების დარღვევის დადასტურების ან უარყოფის შესახებ.

2.მომსახურების მიმღებთა ჯგუფის უფლების დარღვევის დადასტურების შემთხვევაში სააგენტო თავისი გადაწყვეტილებით მომსახურების მიმწოდებელს განუსაზღვრავს ვადას და მოსთხოვს ერთ-ერთი ან ორივე შემდეგი პირობის შესრულებას: ა) დარღვეული უფლების აღდგენას; ბ) ამ კანონით გათვალისწინებული აკრძალული ქმედების შეწყვეტას.

3.სააგენტოს მიერ საქმის შესწავლის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება 3 სამუშაო დღის ვადაში ეგზავნება მომსახურების მიმწოდებელს.

4.მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია სააგენტოს მიერ განსაზღვრული ვადის გასვლიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა მიაწოდოს მას ინფორმაცია დარღვეული უფლების აღდგენის ან ამ კანონით გათვალისწინებული აკრძალული ქმედების შეწყვეტის მიზნით განხორციელებული ღონისძიებების შესახებ.

5.მომსახურების მიმწოდებლის მიერ ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრულ ვადაში სააგენტოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში სააგენტო მას ამ კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად ჯარიმას დააკისრებს.

6.სააგენტოს გადაწყვეტილება უნდა შეიცავდეს: ა) იმ მომსახურების მიმწოდებლის რეკვიზიტებს, რომლის მიმართაც მიმდინარეობდა საქმის შესწავლა; ბ) ფაქტების აღწერას; გ) საქმესთან დაკავშირებით სააგენტოს მიერ მიღებულ და დამუშავებულ ინფორმაციას; დ) სააგენტოს დასაბუთებულ შეფასებას; ე) მომსახურების მიმწოდებლის მიერ მომსახურების მიმღების უფლების დარღვევის ფაქტის აღმოფხვრის, დარღვეული უფლების აღდგენის ან/და ამ კანონით გათვალისწინებული აკრძალული ქმედების შეწყვეტის მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებებისა და შესაბამისი ვადის შესახებ მითითებას.

7.სააგენტო ვალდებულია გადაწყვეტილების მიღებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში თავის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოაქვეყნოს ამ გადაწყვეტილების სრული ტექსტი, დასაბუთების ჩათვლით, გარდა კანონით განსაზღვრული კონფიდენციალური ინფორმაციისა.

8.სააგენტოს მიერ საქმის შესწავლის წესისა და პროცედურის შესახებ შესაბამის ნორმატიულ აქტს შეიმუშავებს და ამტკიცებს სააგენტო.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 30 ივნ. 2023-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 18შემდეგი მუხლი 20

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 29 ნოე. 2023 · №1

  • ციტირებულია 1 მუხლი
  • 1 რედაქცია
  • 2 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 18მუხლი 20

მიუთითებენ მასზე

მუხლი 21

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

ელექტრონული კომერციის შესახებ

  • 18სააგენტოს მიერ საქმის შესწავლის ვადა და პროცედურა
  • 16სააგენტოს უფლებამოსილება მომსახურების მიმღების უფლებების დაცვის სფეროში
  • 21სააგენტოს გადაწყვეტილების გასაჩივრება

მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ

  • 33სააგენტოს გადაწყვეტილება
  • 32სააგენტოს მიერ საქმის შესწავლის ვადა და პროცედურები
  • 31სააგენტოსთვის მიმართვის ვადა

კომპანიის ნარჩენების მართვის გეგმის განხილვისა და შეთანხმების წესის დამტკიცების შესახებ

  • 4გეგმის განხილვა და გადაწყვეტილების მიღება

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი

  • 21⁹⁹მომსახურების მიმწოდებლის მიერ სააგენტოსთვის საქმესთან დაკავშირებული ინფორმაციის წარდგენის შესახებ მოსამართლის ბრძანების გამოცემისა და გასაჩივრების წესები

კონკურენციის შესახებ

  • 23სააგენტოს მიერ საჩივრის მიღების წესი და მოპასუხე ეკონომიკური აგენტის მიერ დაცვის უფლების განხორციელება
  • 25საქმის მოკვლევის წესი
  • 13სახელმწიფო დახმარების სააგენტოსთან შეთანხმების წესი და პროცედურები

საქართველოს სარკინიგზო კოდექსი

  • 42²სააგენტოს მიერ მგზავრის საჩივრის განხილვა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
42²21⁹⁹23251343332311821201619
მითითებამნიშვნელობით ახლოსელექტრონული კომერციის …მომხმარებლის უფლებების…კომპანიის ნარჩენების მ…საქართველოს ადმინისტრა…კონკურენციის შესახებსაქართველოს სარკინიგზო…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 29 ნოე. 2023 · რედაქცია №1 · ბოლოს შემოწმდა 26 ოქტ. 2026