Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსიმუხლი 186

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

მუხლი 186. სარჩელის მიღებაზე უარის თქმა

რედაქცია №178 კონსოლიდირებული · 24 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.მოსამართლე სარჩელის ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში არ მიიღებს სარჩელს, თუ: ა) სარჩელი არ ექვემდებარება სასამართლო უწყებას; ბ) არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება ან განჩინება მოსარჩელის მიერ სარჩელზე უარის თქმის, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობის ან მხარეთა მორიგების დამტკიცების შესახებ; ბ 1 ) არსებობს სანოტარო მედიაციის ფარგლებში სანოტარო წესით დადასტურებული მორიგების აქტი; ბ 2 ) არსებობს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის ბრძანება დავალიანების გადახდევინების შესახებ ან მორიგების პირობების დამტკიცების თაობაზე იმავე საქმესთან დაკავშირებით; ბ 3 ) მხარეთა შორის არსებობს მედიაციის თაობაზე შეთანხმება, რომლითაც მხარეები თანხმდებიან, რომ არ მიმართონ სასამართლოს განსაზღვრული ვადის ან გარემოების დადგომამდე, − ამ შეთანხმებით გათვალისწინებული პირობების შესრულებამდე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მოსარჩელე ადასტურებს, რომ სასამართლო განხილვის გარეშე მას გამოუსწორებელი ზიანი მიადგება; გ) ამ ან სხვა სასამართლოს წარმოებაშია საქმე დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით; დ) ( ამოღებულია - 18.03.2015, №3220 ); დ 1 ) ( ამოღებულია - 19.02.2015, №3096) ; ე) საქმე ამ სასამართლოს განსჯადი არ არის; ვ) (ამოღებულია - 20.03.2015, №3340) ; ზ) დაინტერესებული პირის სახელით სარჩელი შეიტანა პირმა, რომელსაც არა აქვს უფლებამოსილება საქმის წარმოებაზე; თ) (ამოღებულია - 30.06.2023, №3447) ; ი) არსებობს ამ კოდექსის 363 50 მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული შემთხვევა, გარდა იმავე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული გამონაკლისებისა.

1¹.თუ სარჩელი შეტანილია ამ კოდექსის 178-ე მუხლის მოთხოვნათა დარღვევით (გარდა იმავე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ და „ი“ ქვეპუნქტებისა და მე-3 ნაწილის (თუ მოსარჩელეს მითითებული აქვს მტკიცებულებათა წარუდგენლობის საპატიო მიზეზი) მოთხოვნათა დარღვევისა) ან/და მოსარჩელის სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლების, მისი გადახდის გადავადების ან მისი ოდენობის შემცირების საფუძვლის არარსებობისას სარჩელს არ ერთვის სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი, სასამართლო: ა) მიიღებს სარჩელს, თუ აღნიშნული დარღვევა არსებითი არ არის. დარღვევა არსებითი არ არის, თუ მისი გამოსწორება შესაძლებელია მოსარჩელისთვის ისეთი სასამართლო დავალების მიცემით, რომელიც ხელს არ უშლის სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ასლების მოპასუხისთვის ჩაბარებას; ბ) გამოიტანს სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შესახებ დასაბუთებულ განჩინებას, თუ აღნიშნული დარღვევა არსებითია. დარღვევა არსებითია, თუ მისი გამოსწორება შეუძლებელია მოსარჩელისთვის ისეთი სასამართლო დავალების მიცემით, რომელიც ხელს არ უშლის სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ასლების მოპასუხისთვის ჩაბარებას.

1².ამ მუხლის 1 1 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სასამართლო მოსარჩელეს მისცემს ყველა შესაბამისი დარღვევის გამოსწორების შესახებ სასამართლო დავალებას. აღნიშნული სასამართლო დავალება მოსარჩელეს ეცნობება სარჩელის მიღებასთან ერთად ან საქმის მომზადების ეტაპზე, ამ კოდექსის 70-ე−78-ე მუხლებით დადგენილი წესით. ეს სასამართლო დავალება არ საჩივრდება. აღნიშნული დარღვევის გამოსწორების ვადა 10 დღეა. ამ ვადის გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია. მოსარჩელის მიერ სასამართლო დავალების აღნიშნულ ვადაში სრულად შეუსრულებლობის შემთხვევაში სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ.

2.ამ მ უხლის პირველი ნაწილის „ე“, „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლებით მოსამართლის მიერ სარჩელის მიღებაზე უარის თქმა ხელს არ უშლის პირს, განმეორებით მიმართოს სასამართლოს იმავე სარჩელით, თუ აცილებული იქნება დაშვებული დარღვევა. საქართველოს 2006 წლის 13 ივლისის კანონი №3435 - სსმ I, №32, 31.07.2006წ., მუხ.243 საქართველოს 2009 წლის 19 ივნისის კანონი №1281 - სსმ I, №13, 02.07.2009წ., მუხ.64 საქართველოს 2011 წლის 28 დეკემბრის კანონი №5667– ვებგვერდი, 30.12.2011წ. საქართველოს 2011 წლის 28 დეკემბრის კანონი №5665 - ვებგვერდი, 11.01.2012წ. საქართველოს 2012 წლის 16 მარტის კანონი №5851 – ვებგვერდი, 23.03.2012წ. საქართველოს 2012 წლის 8 მაისის კანონი №6145 – ვებგვერდი, 17.05.2012წ. საქართველოს 2015 წლის 19 თებერვლის კანონი №3096 – ვებგვერდი, 27.02.2015წ. საქართველოს 2015 წლის 18 მარტის კანონი №3220 – ვებგვერდი, 26.03.2015წ. საქართველოს 2015 წლის 20 მარტის კანონი №3340 – ვებგვერდი, 31.03.2015წ. საქართველოს 2019 წლის 18 სექტემბრის კანონი №4955 – ვებგვერდი, 27.09.2019წ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2023 წლის 3 თებერვლის გადაწყვეტილება №2/1/1481 – ვებგვერდი, 07.02.2023წ. საქართველოს 2023 წლის 30 ივნისის კანონი №3447 – ვებგვერდი, 30.06.2023წ. საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი №3947 – ვებგვერდი, 25.12.2023წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №166 · ძალაშია 7 მარ. 2024-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 7 მარ. 2024 – 1 იან. 2025 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 185შემდეგი მუხლი 187

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 24 ივნ. 2026 · №178

  • ციტირებულია 2 მუხლი
  • 22 რედაქცია
  • 3 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 178მუხლი 363⁵⁰მუხლი 78

მიუთითებენ მასზე

მუხლი 275მუხლი 450

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

  • 363⁴სარჩელის წარმოებაში მიღება
  • 184სარჩელის (განცხადების) და თანდართული დოკუმენტების ასლების მოპასუხისათვის ჩაბარება
  • 363⁵⁶სარჩელის წარმოებაში მიღება

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი

  • 21¹⁰⁴სარჩელის წარმოებაში მიღების საკითხის გადაწყვეტა და სარჩელისა და მისთვის დართული დოკუმენტების მოპასუხისთვის გაგზავნა
  • 21¹³⁰მოსამართლის ბრძანების გასაჩივრების წესი
  • 26²განმწესრიგებელი სხდომა

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი

  • 182ადმინისტრაციული საჩივრის მიღებაზე ან განხილვაზე უარის თქმ ა

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

  • 300საჩივრის წარმოებაში მიღება

საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ

  • 41⁶საჩივრის წარმოებაში მიღება

დაგროვებითი პენსიის შესახებ

  • 37¹²საჩივრის განხილვაზე უარის თქმა ან მისი წარმოების შეწყვეტა
  • 37¹¹საჩივრის წარმოებაში მიღება
  • 37¹³საჩივრის განხილვა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
18221¹⁰⁴21¹³⁰26²178363⁵⁰78275450363⁴184363⁵⁶30041⁶37¹²186
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სამოქალაქო…საქართველოს ადმინისტრა…საქართველოს ზოგადი ადმ…საქართველოს საგადასახა…საგადახდო სისტემისა და…დაგროვებითი პენსიის შე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 24 ივნ. 2026 · რედაქცია №178 · ბოლოს შემოწმდა 26 ოქტ. 2026