Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკამომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებმუხლი 33

მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ

მუხლი 33. სააგენტოს გადაწყვეტილება

რედაქცია №3 კონსოლიდირებული · 15 დეკ. 2023
თემები:მარეგულირებელ მოთხოვნებთან შესაბამისობამომხმარებელთა დაცვამომხმარებლის უფლებების დანაშაულებისამომხმარებლო ხელშეკრულებები

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567891011

1.სააგენტო ვალდებულია საქმის შესწავლის შედეგად ამ კანონის 32-ე მუხლით დადგენილ ვადაში მიიღოს გადაწყვეტილება მომხმარებელთა ჯგუფის უფლების დარღვევის დადასტურების ან უარყოფის შესახებ.

2.მომხმარებელთა ჯგუფის უფლების დარღვევის დადასტურების შემთხვევაში სააგენტო თავისი გადაწყვეტილებით მოვაჭრეს განუსაზღვრავს ვადას და მოსთხოვს ერთ-ერთი ან ორივე შემდეგი პირობის შესრულებას: ა) დარღვეული უფლების აღდგენას; ბ) ამ კანონით გათვალისწინებული აკრძალული ქმედების შეწყვეტას.

3.სააგენტოს მიერ საქმის შესწავლის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება 3 სამუშაო დღის ვადაში ეგზავნება მოვაჭრეს.

4.მოვაჭრე ვალდებულია სააგენტოს მიერ განსაზღვრული ვადის გასვლიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა მიაწოდოს სააგენტოს ინფორმაცია თავის მიერ დარღვეული უფლების აღდგენასთან ან/და ამ კანონით გათვალისწინებული აკრძალული ქმედების შეწყვეტასთან დაკავშირებით განხორციელებული ღონისძიებების შესახებ.

5.სააგენტო ამ მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად და დადგენილ ვადაში სააგენტოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში მოვაჭრეს აკისრებს ჯარიმას ამ კანონის 34-ე მუხლის შესაბამისად.

6.სააგენტოს გადაწყვეტილება უნდა შე­იცავდეს: ა) იმ მოვაჭრის რეკვიზიტებს, რომლის მიმართაც მიმდინარეობდა საქმის შესწავლა; ბ) ფაქტების აღწერას; გ) საქმესთან დაკავშირებით სააგენტოს მიერ მიღებულ და დამუშავებულ ინფორმაციას; დ) სააგენტოს დასაბუთებულ შეფასებას; ე) მოვაჭრის მიერ მომხმარებელთა ჯგუფის უფლების დარღვევის ფაქტის აღმოფხვრის, დარღვეული უფლების აღდგენის ან/და ამ კანონით გათვალისწინებული აკრძალული ქმედების შეწყვეტის მიზნით განსახორციელებელი ქმედებებისა და შესაბამისი ვადის შესახებ მითითებას.

7.სააგენტო ვალდებულია გადაწყვეტილების მიღებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში თავის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოაქვეყნოს აღნიშნული გადაწყვეტილების სრული ტექსტი, დასაბუთების ჩათვლით, გარდა კანონით დადგენილი კონფიდენციალური ინფორმაციისა.

8.საქმის შესწავლის დასრულებამდე სააგენტო განიხილავს კანონის სავარაუდო დარღვევის აღმოსაფხვრელად მოვაჭრის მიერ შეთავაზებულ პირობით ვალდებულებებს. თუ სააგენტო მიიჩნევს, რომ მოვაჭრის მიერ ნაკისრი პირობითი ვალდებულებების შესრულების შედეგად აღარ იარსებებს კანონის სავარაუდო დარღვევის რისკი, იგი დაეთანხმება შეთავაზებულ პირობით ვალდებულებებს და საქმის შესწავლას კანონის სავარაუდო დარღვევის ფაქტის შეფასების გარეშე დაასრულებს.

9.ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სააგენტო მოვაჭრესთან დებს წერილობით შეთანხმებას ვალდებულებების შესრულების პირობებისა და ვადის შესახებ. ამის თაობაზე ინფორმაცია სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე ქვეყნდება.

10.სააგენტო უფლებამოსილია ხელახლა დაიწყოს საქმის შესწავლა, რომლის ვადა 1 თვეს არ უნდა აღემატებოდეს, თუ: ა) მოვაჭრე თავის მიერ ნაკისრ პირობით ვალდებულებებს სააგენტოს მიერ მასთან დადებული წერილობითი შეთანხმებით განსაზღვრულ ვადაში არ ასრულებს ან არაჯეროვნად ასრულებს; ბ) პირობითი ვალდებულებები მოვაჭრის მიერ მიწოდებულ მცდარ, არაზუსტ ან შეცდომაში შემყვან ინფორმაციას ეფუძნება.

11.საქმის შესწავლის წესსა და პროცედურებს შეიმუშავებს და ამტკიცებს სააგენტო.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. სააგენტო ვალდებულია საქმის შესწავლის შედეგად ამ კანონის 32-ე მუხლით დადგენილ ვადაში მიიღოს გადაწყვეტილება მომხმარებელთა ჯგუფის უფლების დარღვევის დადასტურების ან უარყოფის შესახებ. 2. მომხმარებელთა ჯგუფის უფლების დარღვევის დადასტურების შემთხვევაში სააგენტო თავისი გადაწყვეტილებით მოვაჭრეს განუსაზღვრავს ვადას და მოსთხოვს ერთ-ერთი ან ორივე შემდეგი პირობის შესრულებას: ა) დარღვეული უფლების აღდგენას; ბ) ამ კანონით გათვალისწინებული აკრძალული ქმედების შეწყვეტას. 3. სააგენტოს მიერ საქმის შესწავლის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება 3 სამუშაო დღის ვადაში ეგზავნება მოვაჭრეს. 4. მოვაჭრე ვალდებულია სააგენტოს მიერ განსაზღვრული ვადის გასვლიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა მიაწოდოს სააგენტოს ინფორმაცია თავის მიერ დარღვეული უფლების აღდგენასთან ან/და ამ კანონით გათვალისწინებული აკრძალული ქმედების შეწყვეტასთან დაკავშირებით განხორციელებული ღონისძიებების შესახებ. 5. სააგენტო ამ მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად და დადგენილ ვადაში სააგენტოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში მოვაჭრეს აკისრებს ჯარიმას ამ კანონის 34-ე მუხლის შესაბამისად. 6. სააგენტოს გადაწყვეტილება უნდა შე­იცავდეს: ა) იმ მოვაჭრის რეკვიზიტებს, რომლის მიმართაც მიმდინარეობდა საქმის შესწავლა; ბ) ფაქტების აღწერას; გ) საქმესთან დაკავშირებით სააგენტოს მიერ მიღებულ და დამუშავებულ ინფორმაციას; დ) სააგენტოს დასაბუთებულ შეფასებას; ე) მოვაჭრის მიერ მომხმარებელთა ჯგუფის უფლების დარღვევის ფაქტის აღმოფხვრის, დარღვეული უფლების აღდგენის ან/და ამ კანონით გათვალისწინებული აკრძალული ქმედების შეწყვეტის მიზნით განსახორციელებელი ქმედებებისა და შესაბამისი ვადის შესახებ მითითებას. 7. სააგენტო ვალდებულია გადაწყვეტილების მიღებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში თავის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოაქვეყნოს აღნიშნული გადაწყვეტილების სრული ტექსტი, დასაბუთების ჩათვლით, გარდა კანონით დადგენილი კონფიდენციალური ინფორმაციისა. 8. საქმის შესწავლის დასრულებამდე სააგენტო განიხილავს კანონის სავარაუდო დარღვევის აღმოსაფხვრელად მოვაჭრის მიერ შეთავაზებულ პირობით ვალდებულებებს. თუ სააგენტო მიიჩნევს, რომ მოვაჭრის მიერ ნაკისრი პირობითი ვალდებულებების შესრულების შედეგად აღარ იარსებებს კანონის სავარაუდო დარღვევის რისკი, იგი დაეთანხმება შეთავაზებულ პირობით ვალდებულებებს და საქმის შესწავლას კანონის სავარაუდო დარღვევის ფაქტის შეფასების გარეშე დაასრულებს. 9. ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სააგენტო მოვაჭრესთან დებს წერილობით შეთანხმებას ვალდებულებების შესრულების პირობებისა და ვადის შესახებ. ამის თაობაზე ინფორმაცია სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე ქვეყნდება. 10. სააგენტო უფლებამოსილია ხელახლა დაიწყოს საქმის შესწავლა, რომლის ვადა 1 თვეს არ უნდა აღემატებოდეს, თუ: ა) მოვაჭრე თავის მიერ ნაკისრ პირობით ვალდებულებებს სააგენტოს მიერ მასთან დადებული წერილობითი შეთანხმებით განსაზღვრულ ვადაში არ ასრულებს ან არაჯეროვნად ასრულებს; ბ) პირობითი ვალდებულებები მოვაჭრის მიერ მიწოდებულ მცდარ, არაზუსტ ან შეცდომაში შემყვან ინფორმაციას ეფუძნება. 11. საქმის შესწავლის წესსა და პროცედურებს შეიმუშავებს და ამტკიცებს სააგენტო.
წინა მუხლი 32შემდეგი მუხლი 34

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • მომხმარებელთა დაცვის სამართალი23 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ელექტრონული კომერციის შესაბამისობა6 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • მომხმარებლის უფლებების დარღვევა / დავა კონკურენციის სააგენტოსთან2 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ონლაინ ნაყიდი ნივთის დაბრუნების წესი1 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal Sandbox-ის დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
ლიანა ზაგაშვილი

ლიანა ზაგაშვილი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200-დან

დაუსვით კითხვაპროფილი
ნინო ლიპარტია

ნინო ლიპარტია

სამართლის დოქტორი, პროფესორი, ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: უფასო

დაუსვით კითხვაპროფილი
დავით მაისურაძე

დავით მაისურაძე

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
იოსებ გაბარაევი

იოსებ გაბარაევი

სამართლის დოქტორი, პროფესორი, ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾100

დაუსვით კითხვაპროფილი
გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2023-12-15 · №3

2
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
2
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 32მუხლი 34

მიუთითებენ მასზე

მუხლი 38მუხლი 35

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ

  • 32სააგენტოს მიერ საქმის შესწავლის ვადა და პროცედურები
  • 35სააგენტოს გადაწყვეტილების გასაჩივრება
  • 18მომსახურების ხელშეკრულებიდან გამომდინარე უფლებები

ელექტრონული კომერციის შესახებ

  • 19სააგენტოს გადაწყვეტილება
  • 18სააგენტოს მიერ საქმის შესწავლის ვადა და პროცედურა
  • 21სააგენტოს გადაწყვეტილების გასაჩივრება

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი

  • 21⁹²მოვაჭრის გარკვეული ქმედების დროებით შეჩერების საკითხის გადაწყვეტის წესი
  • 21⁹³მოვაჭრის გარკვეული ქმედების დროებით, სააგენტოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეჩერების თაობაზე ან მის შეჩერებაზე უარის თქმის თაობაზე მოსამართლის ბრძანების გასაჩივრება

კონკურენციის შესახებ

  • 23სააგენტოს მიერ საჩივრის მიღების წესი და მოპასუხე ეკონომიკური აგენტის მიერ დაცვის უფლების განხორციელება
  • 25საქმის მოკვლევის წესი
  • 13სახელმწიფო დახმარების სააგენტოსთან შეთანხმების წესი და პროცედურები

საქართველოს სარკინიგზო კოდექსი

  • 42²სააგენტოს მიერ მგზავრის საჩივრის განხილვა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
42²21⁹²21⁹³232513323534381819182133
მითითებამნიშვნელობით ახლოსმომხმარებლის უფლებების…ელექტრონული კომერციის …საქართველოს ადმინისტრა…კონკურენციის შესახებსაქართველოს სარკინიგზო…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 15 დეკ. 2023