ელექტრონული კომერციის შესახებ

მუხლი 18. სააგენტოს მიერ საქმის შესწავლის ვადა და პროცედურა

რედაქცია №1 კონსოლიდირებული · 29 ნოე. 2023

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.სააგენტო მისთვის მომსახურების მიმღების უფლების სავარაუდო დარღვევის შესახებ განცხადების წარდგენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში აცნობებს განმცხადებელს განცხადებაზე რეაგირების, საქმის შესწავლის დაწყების ან ამ კანონის მე-17 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლების არარსებობის შესახებ.

2.სააგენტო საქმეს შეისწავლის საქმის შესწავლის დაწყების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 1 თვის ვადაში.

3.საქმის შესწავლა, მისი მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 3 თვისა.

4.საქმესთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაციის გამოთხოვის ან/და ექსპერტიზის დანიშვნის შემთხვევაში ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვადის ან/და საქმის შესწავლის ვადის დინება ჩერდება სააგენტოს მიერ განსაზღვრული ვადით.

5.სააგენტო საქმის შესწავლის დაწყების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში აწვდის მომსახურების მიმწოდებელს შესაბამის ინფორმაციას და განუსაზღვრავს მას არანაკლებ 5 სამუშაო დღის ვადას მომსახურების მიმღების უფლების სავარაუდო დარღვევის თაობაზე პოზიციის წარსადგენად.

6.სააგენტო უფლებამოსილია საქმის შესწავლისას მხარე/დაინტერესებული პირი მოიწვიოს ახსნა-განმარტების მისაღებად, აგრეთვე გამართოს საკონსულტაციო შეხვედრა.

7.სააგენტო უფლებამოსილია საქმის შესწავლისას აუცილებლობის შემთხვევაში მიიღოს გადაწყვეტილება ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ, თუ საქმეზე დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღება ექსპერტიზის დასკვნის გარეშე შეუძლებელია. მომსახურების მიმღების უფლების დარღვევის ფაქტის დადგენის შემთხვევაში მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია სრულად აანაზღაუროს ექსპერტიზის ხარჯი.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 30 ივნ. 2023-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
42²832523432333117192219 (დ…18
მითითებამნიშვნელობით ახლოსელექტრონული კომერციის …მომხმარებლის უფლებების…კონკურენციის შესახებკომპანიის ნარჩენების მ…საქართველოს სარკინიგზო…ინოვაციური სტარტაპის ს…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №1 · ბოლოს შემოწმდა