ბავშვთა ბუნებრივი კვების დაცვისა და ხელშეწყობის, ხელოვნური საკვების მოხმარების შესახებ

მუხლი 11

რედაქცია №3 კონსოლიდირებული · 20 სექ. 2013

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.საბჭო ამზადებს რეკომენდაციებს ბუნებრივი კვების დაცვისა და ხელშეწყობის სახელმწიფო პოლიტიკის განსახორციელებლად.

2.საბჭო მონაწილეობს ბავშვთა ბუნებრივი კვების დაცვისა და ხელშეწყობის, ბავშვთა ხელოვნური კვების პროდუქტების კონტროლირებადი მოხმარების ეროვნული პროგრამის შემუშავებაში, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.

3.საბჭო უზრუნველყოფს მოსახლეობისათვის სრული, ობიექტური და დროული ინფორმაციის მიწოდებას: ა) ჩვილთა და ადრეული ასაკის ბავშვთა ჯანმრთელობისა და კვების, მათი სამედიცინო და სოციალური პარამეტრების შესახებ; ბ) ქალის რძით კვების, როგორც ბავშვის ჰარმონიული ფიზიკური და ფსიქოსოციალური განვითარების იდეალური საშუალებისა და აუცილებელი პირობის შესახებ; გ) ჩვილთა ხელოვნური კვების უარყოფითი შედეგებისა და მასთან დაკავშირებული სხვა პრობლემების შესახებ.

4.საბჭოს უფლება აქვს მოიძიოს ინფორმაცია: ა) ჩვილთა და ადრეული ასაკის ბავშვთა კვების საკითხების ამსახველი, მოსახლეობისათვის გამიზნული საინფორმაციო, საგანმანათლებლო და სასწავლო მასალების გამოქვეყნების ფორმისა და გავრცელების შესახებ; ბ) საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის ბავშვთა კვების საკითხების ამსახველი სახელმძღვანელოების და სხვა სასწავლო, მეთოდური მასალების გამოცემისა და გავრცელების შესახებ.

5.საბჭო განსაზღვრავს ბავშვის ხელოვნურ კვებაზე გადაყვანის აუცილებლობის სამედიცინო ჩვენებების ნუსხას. საქართველოს 2013 წლის 20 სექტემბრის კანონი №1243 – ვებგვერდი, 08.10.2013წ. თავი IV. ბავშვთა კვებასთან დაკავშირებული საინფორმაციო, საგანმანათლებლო და სასწავლო მასალები

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №3 · ძალაშია 1 იან. 2014-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 9 დეკ. 1999 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. · გამოქვეყნდა 8 ოქტ. 2013

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

ბავშვთა ბუნებრივი კვების დაცვისა და ხელშეწყობის, ხელოვნური საკვების მოხმარების შესახებ

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
10913274652977090851111
მნიშვნელობით ახლოსბავშვთა ბუნებრივი კვებ…საზოგადოებრივი ჯანმრთე…სოფლის მეურნეობისა და …ბავშვის უფლებათა კოდექ…სურსათის/ცხოველის საკვ…ადრეული და სკოლამდელი …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №3 · ბოლოს შემოწმდა