1.ვეტერინარულია ის მოთხოვნები, რომლებიც წესდება ცხოველის ან/და ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველსაყოფად, ქვეყანაში ვეტერინარული კეთილსაიმედოობის შესანარჩუნებლად, დაავადების წარმოშობის შემთხვევაში კერების ლოკალიზაცია-ლიკვიდაციისათვის, ეპიზოოტიური მდგომარეობის განსაზღვრა-შეფასებისათვის, ცხოველის დაავადების თავიდან აცილებისათვის, ცხოველური პროდუქტების კონტროლისა და ცხოველის კეთილდღეობისთვის.
2.ვეტერინარული მოთხოვნებია:
ა) ქვეყნის ტერიტორიის დაცვა გადამდები დაავადებების გამომწვევების შემოჭრისაგან, შემოტანისა და გავრცელებისაგან;
ბ) ქვეყანაში ვეტერინარული კეთილსაიმედოობის მიღწევა ან/და შენარჩუნება;
გ) ზოონოზური დაავადებებისაგან მოსახლეობის დაცვა;
დ) ცხოველთა (მათ შორის, შინაურ ბინადარ ცხოველთა) ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფა;
ე) ცხოველთა დაავადების საწინააღმდეგო სადიაგნოსტიკო, პრევენციული და სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელება;
ვ) ცხოველთა და ცხოველური პროდუქტების სერტიფიცირება;
ზ) ცხოველური პროდუქტების კონტროლი;
თ) ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია;
ი) ვეტერინარული პრეპარატების საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობა.
საქართველოს 2014 წლის 17 აპრილის კანონი №2285 - ვებგვერდი, 02.05.2014წ.
ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. ვეტერინარულია ის მოთხოვნები, რომლებიც წესდება ცხოველის ან/და ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველსაყოფად, ქვეყანაში ვეტერინარული კეთილსაიმედოობის შესანარჩუნებლად, დაავადების წარმოშობის შემთხვევაში კერების ლოკალიზაცია-ლიკვიდაციისათვის, ეპიზოოტიური მდგომარეობის განსაზღვრა-შეფასებისათვის, ცხოველის დაავადების თავიდან აცილებისათვის, ცხოველური პროდუქტების კონტროლისა და ცხოველის კეთილდღეობისთვის.2. ვეტერინარული მოთხოვნებია:ა) ქვეყნის ტერიტორიის დაცვა გადამდები დაავადებების გამომწვევების შემოჭრისაგან, შემოტანისა და გავრცელებისაგან;ბ) ქვეყანაში ვეტერინარული კეთილსაიმედოობის მიღწევა ან/და შენარჩუნება;გ) ზოონოზური დაავადებებისაგან მოსახლეობის დაცვა;დ) ცხოველთა (მათ შორის, შინაურ ბინადარ ცხოველთა) ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფა;ე) ცხოველთა დაავადების საწინააღმდეგო სადიაგნოსტიკო, პრევენციული და სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელება;ვ) ცხოველთა და ცხოველური პროდუქტების სერტიფიცირება;ზ) ცხოველური პროდუქტების კონტროლი;თ) ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია;ი) ვეტერინარული პრეპარატების საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობა.საქართველოს 2014 წლის 17 აპრილის კანონი №2285 - ვებგვერდი, 02.05.2014წ.
ტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
რედაქცია №3 · ძალაშია 1 იან. 2020-დან
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
25 მაი. 2012 – 1 იან. 2020მუხლი კანონში არ იყო
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
მნიშვნელობით ახლოსშინაურ ბინადარ ცხოველთ…სურსათის/ცხოველის საკვ…ჯანმრთელობის დაცვის შე…ომისა და თავდაცვის ძალ…ნარკოტიკული საშუალებებ…ცხოველთა სამყაროს შესა…
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №16 · ბოლოს შემოწმდა