ოლიმპიური მოძრაობის ხელშეწყობის შესახებ

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

რედაქცია №3 კონსოლიდირებული · 12 ნოე. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) ინ ვესტორი − პირი, რომელიც საქართველოს მთავრობასთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე საქართველოს ტერიტორიაზე აშენებს ოლიმპიურ სოფელს და ოლიმპიადის ( მათ შორის, ოლიმპიადის ახალგაზრდული ფესტივალის) ორგანიზებისათვის აუცილებელ სხვა დამხმარე ნაგებობებს; ბ) ოლიმპიური სოფელი − ოლიმპიადის ჩასატარებლად საქართველოს მთავრობასა და ინვესტორს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით დადგენილი წესით მოწყობილი ტერიტორია; გ) ხელშეკრულება − საქართველოს მთავრობასა და ინვესტორს შორის გაფორმებული ხელშეკრულება; დ) კონტრაქტორი − საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული საქართველოს საწარმო, რომელიც ინვესტორის დაკვეთით, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ტერიტორიაზე აშენებს ოლიმპიურ სოფელს და ოლიმპიადის ორგანიზებისთვის აუცილებელ სხვა დამხმარე ნაგებობებს, აგრეთვე თავისუფალი ინდუსტრიული ზონის, საბაჟო საწყობის ფუნქციონირებისთვის აუცილებელ ნაგებობებს, ან/და ახორციელებს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სხვა მშენებლობას; ე) მშენებლობის დაწყების თარიღი − ხელშეკრულებით გათვალისწინებული მშენებლობის დასაწყებად უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ შესაბამისი მშენებლობის ნებართვის პირველად გაცემის თარიღი. საქართველოს 2022 წლის 26 აპრილის კანონი №1524 – ვებგვერდი, 06.05.2022წ. საქართველოს 2025 წლის 12 ნოემბრის კანონი №1063 – ვებგვერდი, 14.11.2025წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №3 · ძალაშია 1 იან. 2026-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. · გამოქვეყნდა 14 ნოე. 2025

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1234543 (და…232222
მითითებამნიშვნელობით ახლოსოლიმპიური მოძრაობის ხე…თავისუფალი ტურისტული ზ…ფასიანი ქაღალდების ბაზ…საგადასახადო დავალიანე…ფინანსურ კონგლომერატში…სატელეკომუნიკაციო ინფრ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №3 · ბოლოს შემოწმდა