ოლიმპიური მოძრაობის ხელშეწყობის შესახებ

მუხლი 5. ინვესტორისა და კონტრაქტორის გადასახადებით დაბეგვრა

რედაქცია №3 კონსოლიდირებული · 12 ნოე. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ინვესტორი და კონტრაქტორი გადასახადებით იბეგრებიან ამ კანონით და საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით.

2.ინვესტორი მშენებლობის დაწყების თარიღიდან 10 წლის განმავლობაში თავისუფლდება: ა) დამატებული ღირებულების გადასახადისა და იმპორტის გადასახადისაგან: ა.ა) ხელშეკრულებით გათვალისწინებული მშენებლობისათვის საჭირო სამშენებლო და დეკორაციული მასალების იმპორტისას; ა.ბ) ხელშეკრულებით გათვალისწინებული მშენებლობისათვის საჭირო მანქანა-დანადგარების, ავტოსატრანსპორტო საშუალებების (გარდა მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა) და სხვა მექანიკური მოწყობილობების იმპორტისას; ა.გ) ოლიმპიური ფესტივალის დაწყებამდე ოლიმპიური სოფლისა და ოლიმპიადის (მათ შორის, ოლიმპიადის ახალგაზრდული ფესტივალის) ორგანიზებისათვის აუცილებელი სხვა დამხმარე ნაგებობებისა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს სრულყოფილი ფუნქციონირებისათვის საჭირო ინვენტარის, ავეჯისა და სხვა მოწყობილობების (საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული სიის მიხედვით) იმპორტისას; ბ) მოგების გადასახადისაგან, ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქმიანობის ნაწილში; გ) დივიდენდის გადახდის წყაროსთან დაბეგვრისაგან, ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქმიანობის ნაწილში.

3.ინვესტორს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით უბრუნდება ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქმიანობის ფარგლებში საქართველოში შესყიდულ საქონელზე/მომსახურებაზე გადახდილი დამატებული ღირებულების გადასახადი.

4.ინვესტორი ქონებისა და მიწაზე ქონების გადასახადებით იბეგრება ამ ტერიტორიისათვის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დადგენილი განაკვეთით. ამასთანავე, იგი თავისუფლდება ქონებისა და მიწაზე ქონების გადასახადებისაგან მშენებლობის დაწყების თარიღიდან 5 წლის განმავლობაში.

5.კონტრაქტორი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მიწის ნაკვეთზე სამშენებლო სამუშაოების განხორციელების შედეგად ინვესტორისაგან მიღებული/მისაღები ანაზღაურების ნაწილში თავისუფლდება მოგების გადასახადისაგან მშენებლობის დაწყების თარიღიდან 10 წლის განმავლობაში.

6.მშენებლობის დაწყების თარიღიდან 10 წლის გასვლის შემდეგ ინვესტორსა და კონტრაქტორს უფლება არა აქვთ, გამოქვითონ წინა პერიოდის აუნაზღაურებელი ზარალი (ასეთი ზარალის არსებობის შემთხვევაში).

7.ინვესტორის მიერ ქონების გასხვისების შემთხვევაში ქონების ახალ მესაკუთრეზე (გარდა ამ კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული ინვესტორისა) არ გავრცელდება ამ მუხლით ინვესტორისათვის გათვალისწინებული გადასახადებით დაბეგვრის რეჟიმი. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6938-რს – ვებგვერდი, 28.07.2020წ. საქართველოს 2022 წლის 26 აპრილის კანონი №1524 – ვებგვერდი, 06.05.2022წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №2 · ძალაშია 6 მაი. 2022-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
94163206133²5471¹ (…2341075
მითითებამნიშვნელობით ახლოსოლიმპიური მოძრაობის ხე…თავისუფალი ტურისტული ზ…გადასახადების ადმინისტ…საქართველოს საგადასახა…თავისუფალი ინდუსტრიული…საქართველოს საბაჟო კოდ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №3 · ბოლოს შემოწმდა