Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შესახებმუხლი 4

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შესახებ

მუხლი 4. სააგენტოს მიზნები და ძირითადი ფუნქციები

რედაქცია №6 კონსოლიდირებული · 30 მარ. 2021

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1233¹3²44¹4²5

1.სააგენტოს მიზნებია: ა) სახელმწიფო მომსახურებების განვითარების ხელშეწყობა, ახალი და ინოვაციური სერვისების დანერგვა; ბ) ქვეყნის განვითარებისათვის მნიშვნელოვანი პროექტებისა და რეფორმების მხარდაჭერა; გ) სამოქალაქო რეესტრის წარმოება და მუდმივი სრულყოფა; დ) ამ კანონითა და საქართველოს სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულება.

2.სააგენტოს ძირითადი ფუნქციებია: ა) საქართველოს მოქალაქეთა, საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა პირთა აღრიცხვისა და მათზე დოკუმენტების გაცემის მოწესრიგებული სისტემის შექმნა და შეუფერხებელი ფუნქციონირება, ასევე შესაბამის მონაცემთა ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; ბ) სახელმწიფო მომსახურებების სრულყოფასა და ეფექტიანობის გაზრდაზე ორიენტირებული იდეების ინიციირება და მათი განხორციელების ხელშეწყობა; გ) ქვეყნის საჭიროებიდან გამომდინარე, განვითარებაზე ორიენტირებული პროექტების ინიციირება და განხორციელება; დ) სხვა ადმინისტრაციული ორგანოების მხარდაჭერა მათი საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდისა და მომსახურების გაუმჯობესების მიზნით; ე) სამოქალაქო აქტების რეგისტრაცია, სამოქალაქო აქტების ჩანაწერებში ცვლილების, შესწორების ან/და დამატების შეტანა, სამოქალაქო აქტის ჩანაწერების ბათილად ცნობა, სამოქალაქო აქტების ხელახალი რეგისტრაცია, სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობის გაცემა; ვ) იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტების დადგენა თავისი კომპეტენციის ფარგლებში; ზ) საქართველოსთან პირის სამართლებრივი კავშირის დადგენა, საქართველოს მოქალაქეობის მოპოვებისა და შეწყვეტის საკითხების განხილვა და შესაბამისი დასკვნების გაცემა; თ) მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის დადგენა და შეწყვეტა; ი) საცხოვრებელი ადგილის მიხედვით ფიზიკურ პირთა რეგისტრაცია და რეგისტრაციიდან მოხსნა; კ) მოქალაქეობისა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების გაცემა; ლ) „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული კვალიფიციური სანდო მომსახურებისა და სანდო მომსახურების მიწოდება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით; მ) კრიპტოგრაფიული გასაღებების სერტიფიკატის შექმნა, გაცემა და მასთან დაკავშირებული მომსახურებების გაწევა საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით; ნ) ბინადრობის ნებართვის გაცემა; ო) საქართველოს მოქალაქის საკონსულო აღრიცხვაზე დაყენება და საკონსულო აღრიცხვიდან მოხსნა; პ) ემიგრაციის ნებართვის გაცემა; ჟ) საქართველოში გაცემული, სხვა სახელმწიფოში გასაგზავნად განკუთვნილი დოკუმენტების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ლეგალიზაცია და აპოსტილით დამოწმება; რ) მისი კომპეტენციისათვის მიკუთვნებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების კანონით დადგენილი წესით განხილვა და ადმინისტრაციული სახდელების შეფარდება; ს) საკუთარი მიზნების მისაღწევად საჭირო სხვა ფუნქციების შესრულება და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

3.სააგენტო უფლებამოსილია, ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით პირდაპირ გათვალისწინებული ფუნქციების შესრულების გარდა, ადმინისტრაციულ ორგანოებთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან დადებული ხელშეკრულებების საფუძველზე განახორციელოს სხვა საქმიანობა (მომსახურება), თუ ეს საქმიანობა (მომსახურება) არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.

3¹.სააგენტო, თავისი კომპეტენციიდან გამომდინარე, უფლებამოსილია სასამართლო და ადმინისტრაციული ორგანოებისაგან, აგრეთვე სამედიცინო და საგანმანათლებლო დაწესებულებებისაგან მიიღოს ამ მუხლის 3 2 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია, შექმნას და ადმინისტრირება გაუწიოს შესაბამის მონაცემთა ბაზას დოკუმენტის აპოსტილით დამოწმების/ლეგალიზაციის ხელშეწყობის მიზნით.

3².საქართველოს მთავრობა ამტკიცებს სასამართლო და ადმინისტრაციული ორგანოების, აგრეთვე სამედიცინო და საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ გაცემული დოკუმენტების აპოსტილით დამოწმებისათვის/ლეგალიზაციისათვის საჭირო მონაცემთა ნუსხას, შესაბამისი მონაცემთა ბაზის ფორმირებისა და დოკუმენტის აპოსტილით დამოწმებისა და დოკუმენტის ლეგალიზაციის წესებს.

4.სააგენტოს უფლებამოსილება (მომსახურება) ან უფლებამოსილების განსახორციელებლად (მომსახურების გასაწევად) საჭირო ცალკეული მოქმედებები შეიძლება შეასრულოს სხვა ადმინისტრაციულმა ორგანომ სააგენტოსთან დადებული ხელშეკრულების ან საქართველოს იუსტიციის მინისტრის სამართლებრივი აქტის საფუძველზე.

4¹.სააგენტო თავისი ფუნქციების შესასრულებლად და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად პროგრამულ უზრუნველყოფასა და მართვის ავტომატურ საშუალებებს იყენებს.

4².სააგენტო უფლებამოსილია თავისი ფუნქციების შესრულებისას ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან კომუნიკაცია ელექტრონული დოკუმენტების საკუთარ ვებგვერდზე გამოქვეყნებით განახორციელოს.

5.საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სააგენტოს უფლებამოსილებას ( მომსახურებას ) საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის ან საკონსულო დაწესებულების საკონსულო თანამდებობის პირი (შემდგომ – საკონსულო თანამდებობის პირი) ახორციელებს სააგენტოს მიერ დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში. საკონსულო თანამდებობის პირის მიერ დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელების წესი და დელეგირების ფარგლებ ი განისაზღვრება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრ ის ერთობლივი ბრძანებით . საქართველოს 2013 წლის 6 სექტემბრის კანონი №1014 – ვებგვერდი, 23.09.2013წ. საქართველოს 2014 წლის 5 მარტის კანონი №2053 – ვებგვერდი, 17.03.2014წ. საქართველოს 2016 წლის 27 აპრილის კანონი №5023 - ვებგვერდი, 13.05.2016წ. საქართველოს 2016 წლის 27 აპრილის კანონი №5035 - ვებგვერდი, 13.05.2016წ. საქართველოს 2017 წლის 21 აპრილის კანონი №654 - ვებგვერდი, 10.05.2017წ. საქართველოს 2021 წლის 30 მარტის კანონი №420 – ვებგვერდი, 13.04.2021წ. მუხლი 4 1 . სამოქალაქო რეესტრი სამოქალაქო რეესტრი არის საქართველოს მოქალაქეობისა და მიგრაციის საკითხთა, სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის, საცხოვრებელი ადგილის მიხედვით ფიზიკურ პირთა რეგისტრაციისა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების გაცემის შესახებ მონაცემთა სისტემური ერთობლიობა. საქართველოს 2016 წლის 27 აპრილის კანონი № 5035 - ვებგვერდი, 13.05.2016წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. სააგენტოს მიზნებია: ა) სახელმწიფო მომსახურებების განვითარების ხელშეწყობა, ახალი და ინოვაციური სერვისების დანერგვა; ბ) ქვეყნის განვითარებისათვის მნიშვნელოვანი პროექტებისა და რეფორმების მხარდაჭერა; გ) სამოქალაქო რეესტრის წარმოება და მუდმივი სრულყოფა; დ) ამ კანონითა და საქართველოს სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულება. 2. სააგენტოს ძირითადი ფუნქციებია: ა) საქართველოს მოქალაქეთა, საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა პირთა აღრიცხვისა და მათზე დოკუმენტების გაცემის მოწესრიგებული სისტემის შექმნა და შეუფერხებელი ფუნქციონირება, ასევე შესაბამის მონაცემთა ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; ბ) სახელმწიფო მომსახურებების სრულყოფასა და ეფექტიანობის გაზრდაზე ორიენტირებული იდეების ინიციირება და მათი განხორციელების ხელშეწყობა; გ) ქვეყნის საჭიროებიდან გამომდინარე, განვითარებაზე ორიენტირებული პროექტების ინიციირება და განხორციელება; დ) სხვა ადმინისტრაციული ორგანოების მხარდაჭერა მათი საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდისა და მომსახურების გაუმჯობესების მიზნით; ე) სამოქალაქო აქტების რეგისტრაცია, სამოქალაქო აქტების ჩანაწერებში ცვლილების, შესწორების ან/და დამატების შეტანა, სამოქალაქო აქტის ჩანაწერების ბათილად ცნობა, სამოქალაქო აქტების ხელახალი რეგისტრაცია, სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობის გაცემა; ვ) იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტების დადგენა თავისი კომპეტენციის ფარგლებში; ზ) საქართველოსთან პირის სამართლებრივი კავშირის დადგენა, საქართველოს მოქალაქეობის მოპოვებისა და შეწყვეტის საკითხების განხილვა და შესაბამისი დასკვნების გაცემა; თ) მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის დადგენა და შეწყვეტა; ი) საცხოვრებელი ადგილის მიხედვით ფიზიკურ პირთა რეგისტრაცია და რეგისტრაციიდან მოხსნა; კ) მოქალაქეობისა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების გაცემა; ლ) „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული კვალიფიციური სანდო მომსახურებისა და სანდო მომსახურების მიწოდება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით; მ) კრიპტოგრაფიული გასაღებების სერტიფიკატის შექმნა, გაცემა და მასთან დაკავშირებული მომსახურებების გაწევა საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით; ნ) ბინადრობის ნებართვის გაცემა; ო) საქართველოს მოქალაქის საკონსულო აღრიცხვაზე დაყენება და საკონსულო აღრიცხვიდან მოხსნა; პ) ემიგრაციის ნებართვის გაცემა; ჟ) საქართველოში გაცემული, სხვა სახელმწიფოში გასაგზავნად განკუთვნილი დოკუმენტების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ლეგალიზაცია და აპოსტილით დამოწმება; რ) მისი კომპეტენციისათვის მიკუთვნებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების კანონით დადგენილი წესით განხილვა და ადმინისტრაციული სახდელების შეფარდება; ს) საკუთარი მიზნების მისაღწევად საჭირო სხვა ფუნქციების შესრულება და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. 3. სააგენტო უფლებამოსილია, ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით პირდაპირ გათვალისწინებული ფუნქციების შესრულების გარდა, ადმინისტრაციულ ორგანოებთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან დადებული ხელშეკრულებების საფუძველზე განახორციელოს სხვა საქმიანობა (მომსახურება), თუ ეს საქმიანობა (მომსახურება) არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას. 3 1 . სააგენტო, თავისი კომპეტენციიდან გამომდინარე, უფლებამოსილია სასამართლო და ადმინისტრაციული ორგანოებისაგან, აგრეთვე სამედიცინო და საგანმანათლებლო დაწესებულებებისაგან მიიღოს ამ მუხლის 3 2 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია, შექმნას და ადმინისტრირება გაუწიოს შესაბამის მონაცემთა ბაზას დოკუმენტის აპოსტილით დამოწმების/ლეგალიზაციის ხელშეწყობის მიზნით. 3 2 . საქართველოს მთავრობა ამტკიცებს სასამართლო და ადმინისტრაციული ორგანოების, აგრეთვე სამედიცინო და საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ გაცემული დოკუმენტების აპოსტილით დამოწმებისათვის/ლეგალიზაციისათვის საჭირო მონაცემთა ნუსხას, შესაბამისი მონაცემთა ბაზის ფორმირებისა და დოკუმენტის აპოსტილით დამოწმებისა და დოკუმენტის ლეგალიზაციის წესებს. 4. სააგენტოს უფლებამოსილება (მომსახურება) ან უფლებამოსილების განსახორციელებლად (მომსახურების გასაწევად) საჭირო ცალკეული მოქმედებები შეიძლება შეასრულოს სხვა ადმინისტრაციულმა ორგანომ სააგენტოსთან დადებული ხელშეკრულების ან საქართველოს იუსტიციის მინისტრის სამართლებრივი აქტის საფუძველზე. 4 1 . სააგენტო თავისი ფუნქციების შესასრულებლად და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად პროგრამულ უზრუნველყოფასა და მართვის ავტომატურ საშუალებებს იყენებს. 4 2 . სააგენტო უფლებამოსილია თავისი ფუნქციების შესრულებისას ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან კომუნიკაცია ელექტრონული დოკუმენტების საკუთარ ვებგვერდზე გამოქვეყნებით განახორციელოს. 5. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სააგენტოს უფლებამოსილებას ( მომსახურებას ) საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის ან საკონსულო დაწესებულების საკონსულო თანამდებობის პირი (შემდგომ – საკონსულო თანამდებობის პირი) ახორციელებს სააგენტოს მიერ დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში. საკონსულო თანამდებობის პირის მიერ დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელების წესი და დელეგირების ფარგლებ ი განისაზღვრება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრ ის ერთობლივი ბრძანებით . საქართველოს 2013 წლის  6  სექტემბრის  კანონი №1014  – ვებგვერდი, 23.09.2013წ. საქართველოს 2014 წლის 5 მარტის  კანონი №2053  – ვებგვერდი, 17.03.2014წ. საქართველოს 2016 წლის 27  აპრილის კანონი № 5023  №5023 - ვებგვერდი, 13.05.2016წ. საქართველოს 2016 წლის 27  აპრილის კანონი № 5035  №5035 - ვებგვერდი, 13.05.2016წ. საქართველოს 2017 წლის 21  აპრილის  კანონი  №654  - ვებგვერდი, 10.05.2017წ. საქართველოს 2021 წლის 30 მარტის კანონი №420 – ვებგვერდი, 13.04.2021წ. მუხლი 4 1 . სამოქალაქო რეესტრი სამოქალაქო რეესტრი არის საქართველოს მოქალაქეობისა და მიგრაციის საკითხთა, სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის, საცხოვრებელი ადგილის მიხედვით ფიზიკურ პირთა რეგისტრაციისა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების გაცემის შესახებ მონაცემთა სისტემური ერთობლიობა. საქართველოს 2016 წლის 27 აპრილის კანონი № 5035 - ვებგვერდი, 13.05.2016წ.
რედაქციების შედარება

1. სააგენტოს მიზნებია: ა) სახელმწიფო მომსახურებების განვითარების ხელშეწყობა, ახალი და ინოვაციური სერვისების დანერგვა; ბ) ქვეყნის განვითარებისათვის მნიშვნელოვანი პროექტებისა და რეფორმების მხარდაჭერა; გ) სამოქალაქო რეესტრის წარმოება და მუდმივი სრულყოფა; დ) ამ კანონითა და საქართველოს სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულება. 2. სააგენტოს ძირითადი ფუნქციებია: ა) საქართველოს მოქალაქეთა, საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა პირთა აღრიცხვისა და მათზე დოკუმენტების გაცემის მოწესრიგებული სისტემის შექმნა და შეუფერხებელი ფუნქციონირება, ასევე შესაბამის მონაცემთა ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; ბ) სახელმწიფო მომსახურებების სრულყოფასა და ეფექტიანობის გაზრდაზე ორიენტირებული იდეების ინიციირება და მათი განხორციელების ხელშეწყობა; გ) ქვეყნის საჭიროებიდან გამომდინარე, განვითარებაზე ორიენტირებული პროექტების ინიციირება და განხორციელება; დ) სხვა ადმინისტრაციული ორგანოების მხარდაჭერა მათი საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდისა და მომსახურების გაუმჯობესების მიზნით; ე) სამოქალაქო აქტების რეგისტრაცია, სამოქალაქო აქტების ჩანაწერებში ცვლილების, შესწორების ან/და დამატების შეტანა, სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობის გაცემა; ვ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტების დადგენა; ზ) საქართველოს მოქალაქეობის დადგენა, საქართველოს მოქალაქეობის მოპოვების, აღდგენისა და შეწყვეტის საკითხების განხილვა და შესაბამისი დასკვნების გაცემა; ზ 1 ) მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის დადგენა; თ) საცხოვრებელი ადგილის მიხედვით ფიზიკურ პირთა რეგისტრაცია და რეგისტრაციიდან მოხსნა; ი) მოქალაქეობისა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების გაცემა; კ)  ბინადრობის ნებართვისნებართვისა და ვიზის გაცემა; ლ) საქართველოს მოქალაქის საკონსულო აღრიცხვაზე დაყენება და აღრიცხვიდან მოხსნა; მ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ემიგრაციის ნებართვისსაკითხების გაცემა;განხილვა და გადაწყვეტა, უცხოელთა საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვა; ნ) სხვა სახელმწიფოში გასაგზავნად განკუთვნილი, საქართველოში გაცემული დოკუმენტების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ლ ეგალიზაცია და აპოსტილით დამოწმება; ო) მისი უფლებამოსილებისათვის მიკუთვნებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების კანონით დადგენილი წესით განხილვა და ადმინისტრაციული სახდელების შეფარდება; პ) სა კუთარი მიზნების მისაღწევად საჭირო სხვა ფუნქციების შესრულება და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. 3. სააგენტო უფლებამოსილია, ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით პირდაპირ გათვალისწინებული ფუნქციების შესრულების გარდა, ადმინისტრაციულ ორგანოებთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან დადებული ხელშეკრულებების საფუძველზე განახორციელოს სხვა საქმიანობა (მომსახურება), თუ ეს საქმიანობა (მომსახურება) არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას. 4. სააგენტოს უფლებამოსილება (მომსახურება) ან უფლებამოსილების განსახორციელებლად (მომსახურების გასაწევად) საჭირო ცალკეული მოქმედებები შეიძლება შეასრულოს სხვა ადმინისტრაციულმა ორგანომ სააგენტოსთან დადებული ხელშეკრულების ან საქართველოს იუსტიციის მინისტრის სამართლებრივი აქტის საფუძველზე. 5. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სააგენტოს უფლებამოსილებას ( მომსახურებას ) საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის ან საკონსულო დაწესებულების საკონსულო თანამდებობის პირი (შემდგომ – საკონსულო თანამდებობის პირი) ახორციელებს სააგენტოს მიერ დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში. საკონსულო თანამდებობის პირის მიერ დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელების წესი და დელეგირების ფარგლებ ი განისაზღვრება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრ ის ერთობლივი ბრძანებით . საქართველოს 2013 წლის 6 სექტემბრის კანონი №1014 – ვებგვერდი, 23.09.2013წ. საქართველოს 2014 წლის 5 მარტის კანონი №2053 – ვებგვერდი, 17.03.2014წ.

ამ მუხლის ისტორია· 6

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 1 ივნ. 2021· გამოქვეყნდა 13 აპრ. 2021
  2. 1 იან. 2018· გამოქვეყნდა 10 მაი. 2017
  3. 13 მაი. 2016
  4. 13 მაი. 2016
  5. 1 სექ. 2014· გამოქვეყნდა 17 მარ. 2014
  6. 23 სექ. 2013
წინა მუხლი 3შემდეგი მუხლი 4¹

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2021-03-30 · №6

1
ციტირებულია მუხლი
6
ცვლილება
ბოლო 2021-04-13
5
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

მუხლი 12

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ციფრული მმართველობის სააგენტოს შესახებ

  • 5სააგენტოს საქმიანობის მიზნები

უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ

  • 31ეროვნული სააგენტოს ფუნქციები

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ

  • 4სააგენტოს ფუნქციები და მიზანი

პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი

  • 72სააგენტოს ძირითადი ფუნქციები

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ

  • 6სააგენტოს საქმიანობის ძირითადი პრინციპები

საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესახებ

  • 4სააგენტოს საქმიანობის ძირითადი მიზნები

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ

  • 6სააგენტოს საქმიანობის ძირითადი პრინციპები

სამოქალაქო აქტების შესახებ

  • 4სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოები

კონკურენციის შესახებ

  • 17²სააგენტოს ფუნქციები

შემოსავლების სამსახურის შესახებ

  • 4სამსახურის ფუნქციები

საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი

  • 14¹სააგენტოს საქმიანობის მიზნები, მისი უფლებამოსილებები, მართვა და სტრუქტურა

დასაქმების ხელშეწყობის შესახებ

  • 54სააგენტო

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
64314447217²12614¹5544
მითითებამნიშვნელობით ახლოსსახელმწიფო სერვისების …საჯარო სამართლის იურიდ…უძრავ ნივთებზე უფლებათ…საჯარო სამართლის იურიდ…პროდუქტის უსაფრთხოების…საჯარო სამართლის იურიდ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 30 მარ. 2021