Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს რეფორმებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის შექმნის შესახებმუხლი 5

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს რეფორმებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის შექმნის შესახებ

მუხლი 5. ორგანიზაციის ფუნქციები

რედაქცია №0 კონსოლიდირებული · 7 მაი. 2012
თემები:ბირჟის Go-to-Market სტრატეგია საქართველოშიDAO-ს ფორმირება და გაშვებატოკენომიკა და დიზაინი

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ორგანიზაციის ფუნქციებია: ა) ქართული რეფორმებისა და ინოვაციების თაობაზე საქართველოს სახელმწიფო დაწესებულებებიდან და უწყებებიდან მიღებული ინფორმაციის გაანალიზება და განზოგადება, სხვა სახელმწიფოებში მათი პოპულარიზაციისათვის უნივერსალური მოდელების შექმნა; ბ) ქართული რეფორმებისა და ინოვაციების თაობაზე ინფორმაციის სხვა სახელმწიფოებში გავრცელებაში და მათ პოპულარიზაციაში საქართველოს სახელმწიფო დაწესებულებებისა და უწყებების ხელშეწყობა; გ) სათანადო ქართული რეფორმისათვის საბრენდო სახელწოდების, სლოგანისა და გამოყენების სავარაუდო არეალის განსაზღვრა; დ) სხვა სახელმწიფოს ხელისუფლების შესაბამის ორგანოებთან ურთიერთობა მათ სახელმწიფოში ქართული რეფორმებისა და ინოვაციების დანერგვის ხელშეწყობის მიზნით; ე) განვითარების საერთაშორისო პოლიტიკის მიზნების მისაღწევად, მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონის საჭიროების შეფასების საფუძველზე და საქართველოს შესაძლებლობების გათვალისწინებით, დონორ ორგანიზაციათა კოორდინირებულ საქმიანობაში ჩართვა; ვ) საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა მათთვის ქართული რეფორმებისა და ინოვაციების შესახებ ინფორმაციის მიწოდების მიზნით.

2.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ფუნქციების შესასრულებლად ორგანიზაცია უზრუნველყოფს: ა) საქართველოს სახელმწიფო დაწესებულებებიდან და უწყებებიდან მათ მიერ განხორციელებული რეფორმების ან დანერგილი ინოვაციების შესახებ ინფორმაციის შეგროვებას და დამუშავებას (მათ შორის, შესაბამის ენებზე თარგმნას); ბ) საჭიროების შემთხვევაში თითოეული ქართული რეფორმისა და ინოვაციის თაობაზე სამუშაო ჯგუფების შექმნას; გ) ქართულ რეფორმებთან და ინოვაციებთან დაკავშირებული საერთაშორისო შეხვედრების (სემინარები, სიმპოზიუმები და სხვა) ორგანიზებას; დ) ქართული რეფორმებისა და ინოვაციების თაობაზე სხვა სახელმწიფოების საჯარო სექტორში დასაქმებულ პირთათვის საზაფხულო სკოლების მოწყობას; ე) პარტნიორი ქვეყნებისათვის დახმარების გაწევას განათლების, ჯანმრთელობის დაცვის, სოციალური უზრუნველყოფის და მდგრადი განვითარების სფეროებში; ვ) პარტნიორი ქვეყნების მთავრობებისათვის დახმარების გაწევას ბუნებრივი და ადამიანის ზემოქმედებით გამოწვეული კატასტროფების შედეგების აღმოფხვრაში, მათ შორის, დონორ ორგანიზაციებთან დახმარების სქემების კოორდინაციით; ზ) მჭიდრო თანამშრომლობას პარტნიორი ქვეყნებიდან ახალგაზრდა პროფესიონალებისა და საჯარო მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლებისათვის სპეციალური ტრენინგების, სემინარებისა და სიმპოზიუმების ორგანიზებით; თ) საჯარო მოხელეების საზღვარგარეთ ტრენინგებზე, სემინარებსა და კვალიფიკაციის ასამაღლებელ სხვა კურსებზე გაგზავნას; ი) გრანტების გაცემას; კ) ქართული რეფორმებისა და ინოვაციების გავრცელებისათვის ხელის შეწყობის მიზნით საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელებას.

3.ორგანიზაციის მიერ გრანტების გაცემის წესსა და პირობებს ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.

წინა მუხლი 4შემდეგი მუხლი 6

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • უტილიტი და სტეიბლქოინის მექანიკის შემუშავება1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ქართული კრიპტო საზოგადოების აქტივაცია და მომხმარებელთა შეძენა1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • DAO-ს სტრუქტურის დიზაინი და მმართველობის მოდელისერვისის გვერდი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal Sandbox-ის დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2012-05-07

0
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
0
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს რეფორმებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის შექმნის შესახებ

  • 4ორგანიზაციის მიზანი და საქმიანობის სფერო

კონკურენციის შესახებ

  • 17²სააგენტოს ფუნქციები

შემოსავლების სამსახურის შესახებ

  • 4სამსახურის ფუნქციები

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შესახებ

  • 4სააგენტოს მიზნები და ძირითადი ფუნქციები

ინოვაციების შესახებ

  • 4საქართველოს მთავრობის სათათბირო ორგანოს – კვლევებისა და ინოვაციების საბჭოს ფუნქციები ინოვაციების სფეროში

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის შექმნის შესახებ

  • 5უნივერსიტეტის ფუნქციები

ტურიზმის შესახებ

  • 8ორგანიზაციის ფუნქციები

პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი

  • 72სააგენტოს ძირითადი ფუნქციები

საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ციფრული მმართველობის სააგენტოს შესახებ

  • 5სააგენტოს საქმიანობის მიზნები

უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ

  • 31ეროვნული სააგენტოს ფუნქციები

საჯარო სამსახურის შესახებ

  • 21საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ფუნქციები საჯარო სამსახურის სფეროში

საჯარო სამსახურში კონკურსის ჩატარების წესის შესახებ

  • 12საჯარო დაწესებულების უფლება-მოვალეობები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
31447217²4215412585
მნიშვნელობით ახლოსსაჯარო სამართლის იურიდ…კონკურენციის შესახებშემოსავლების სამსახური…სახელმწიფო სერვისების …ინოვაციების შესახებსაჯარო სამართლის იურიდ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 7 მაი. 2012