ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ

მუხლი 36. ნარკომანიით დაავადებული პირის გამოვლენა, აღრიცხვა და I, II და III სიაში შეტანილ სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა მიღების ფაქტის დადგენა

რედაქცია №28 კონსოლიდირებული · 14 აპრ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.I, II და III სიაში შეტანილი სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების მიღების ფაქტი დგინდება კლინიკური ან/და ლაბორატორიული გამოკვლევის საფუძველზე.

2.I, II და III სიაში შეტანილი სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების მოხმარების/ზემოქმედების ქვეშ ყოფნის დადგენის წესი განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით.

3.საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ უფლებამოსილი დაწესებულება ქმნის საქართველოში ნარკომანიით დაავადებული პირებისა და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა მომხმარებლების ერთიან საინფორმაციო ბანკს.

4.ერთიანი საინფორმაციო ბანკის ფუნქციონირების წესს და იმ სახელმწიფო ორგანოთა და იურიდიულ პირთა სიას, რომლებისთვისაც ხელმისაწვდომი უნდა იყოს ერთიან საინფორმაციო ბანკში მოთავსებული ინფორმაცია, ადგენს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.

5.საქართველოში ნარკომანიით დაავადებული პირებისა და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა მომხმარებლების ერთიან საინფორმაციო ბანკში თავსდება ინფორმაცია საქართველოში ნარკომანიით დაავადებული პირებისა და I, II და III სიაში შეტანილ სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა მომხმარებლების შესახებ. ბანკში მოთავსებული ინფორმაცია კონფიდენციალურია.

6.ყველა სახელმწიფო ორგანო, იურიდიული პირი და ინდივიდუალური მეწარმე, რომლებიც ახორციელებენ საქართველოს ტერიტორიაზე ნარკოტიკული საშუალებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების მომხმარებელთა, ნარკომანიით დაავადებულ პირთა გამოკვლევას, დიაგნოსტირებას, შემოწმებას, სარეაბილიტაციო ღონისძიებების ჩატარებას, ვალდებულია აწარმოოს მათი აღრიცხვა დადგენილი წესის შესაბამისად და დადგენილ ვადებში მიაწოდოს ინფორმაცია ერთიან საინფორმაციო ბანკს.

7.ანონიმური მომსახურების ან/და მკურნალობის შემთხვევაში ნარკოლოგიური მომსახურების მიმწოდებელ დაწესებულებას უფლება აქვს, ერთიან საინფორმაციო ბანკში ინფორმაცია გააგზავნოს პერსონალური მონაცემების გარეშე. ასეთი მონაცემები არის საექიმო საიდუმლოება, რომლის განსაიდუმლოება ხდება მხოლოდ პაციენტის თანხმობით ან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

8.ნარკომანიით დაავადებული პირის დიაგნოსტირებას ახდენს ნარკოლოგიური მომსახურების მიმწოდებელი ან შესაბამისი უფლებამოსილების მქონე დაწესებულება კომისიური წესით, არანაკლებ 3 ექიმი-ნარკოლოგის მონაწილეობით, რის შედეგადაც ნარკომანიით დაავადებულ პირზე ორ ეგზემპლარად დგება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი სააღრიცხვო ბარათი. ერთი ეგზემპლარი ეგზავნება ერთიან საინფორმაციო ბანკს, ხოლო მეორე რჩება დაწესებულებაში. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3064 – ვებგვერდი, 11.07.2018წ. საქართველოს 2021 წლის 16 ნოემბრის კანონი №1014 – ვებგვერდი, 22.11.2021წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. I, II და III სიაში შეტანილი სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების მიღების ფაქტი დგინდება კლინიკური ან/და ლაბორატორიული გამოკვლევის საფუძველზე. 2. I, II და III სიაში შეტანილი სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების მოხმარების/ზემოქმედების ქვეშ ყოფნის დადგენის წესი განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით. 3. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ უფლებამოსილი დაწესებულება ქმნის საქართველოში ნარკომანიით დაავადებული პირებისა და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა მომხმარებლების ერთიან საინფორმაციო ბანკს. 4. ერთიანი საინფორმაციო ბანკის ფუნქციონირების წესს და იმ სახელმწიფო ორგანოთა და იურიდიულ პირთა სიას, რომლებისთვისაც ხელმისაწვდომი უნდა იყოს ერთიან საინფორმაციო ბანკში მოთავსებული ინფორმაცია, ადგენს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო. 5. საქართველოში ნარკომანიით დაავადებული პირებისა და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა მომხმარებლების ერთიან საინფორმაციო ბანკში თავსდება ინფორმაცია საქართველოში ნარკომანიით დაავადებული პირებისა და I, II და III სიაში შეტანილ სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა მომხმარებლების შესახებ. ბანკში მოთავსებული ინფორმაცია კონფიდენციალურია. 6. ყველა სახელმწიფო ორგანო, იურიდიული პირი და ინდივიდუალური მეწარმე, რომლებიც ახორციელებენ საქართველოს ტერიტორიაზე ნარკოტიკული საშუალებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების მომხმარებელთა, ნარკომანიით დაავადებულ პირთა გამოკვლევას, დიაგნოსტირებას, შემოწმებას, სარეაბილიტაციო ღონისძიებების ჩატარებას, ვალდებულია აწარმოოს მათი აღრიცხვა დადგენილი წესის შესაბამისად და დადგენილ ვადებში მიაწოდოს ინფორმაცია ერთიან საინფორმაციო ბანკს. 7. ანონიმური მომსახურების ან/და მკურნალობის შემთხვევაში ნარკოლოგიური მომსახურების მიმწოდებელ დაწესებულებას უფლება აქვს, ერთიან საინფორმაციო ბანკში ინფორმაცია გააგზავნოს პერსონალური მონაცემების გარეშე. ასეთი მონაცემები არის საექიმო საიდუმლოება, რომლის განსაიდუმლოება ხდება მხოლოდ პაციენტის თანხმობით ან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 8.  ნარკომანიით დაავადებული პირის დიაგნოსტირებას ახდენს ნარკოლოგიური მომსახურების მიმწოდებელი ან შესაბამისი უფლებამოსილების მქონე დაწესებულება კომისიური წესით, არანაკლებ 3 ექიმი-ნარკოლოგის მონაწილეობით, რის შედეგადაც ნარკომანიით დაავადებულ პირზე ორ ეგზემპლარად დგება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი სააღრიცხვო ბარათი. ერთი ეგზემპლარი ეგზავნება ერთიან საინფორმაციო ბანკს, ხოლო მეორე რჩება დაწესებულებაში. საქართველოს 2018 წლის 5  ივლისის  კანონი №3064  –  ვებგვერდი, 11.07.2018წ. საქართველოს 2021 წლის 16 ნოემბრის კანონი №1014 – ვებგვერდი, 22.11.2021წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №20 · ძალაშია 22 ნოე. 2021-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 22 ნოე. 2021 – 6 დეკ. 2021 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 22 ნოე. 2021
  2. მე-2, მე-3, მე-4 და მე-8 პუნქტებში სამინისტროს დასახელება შეივსო სიტყვებით „ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა“; მე-8 პუნქტში ექიმ-ნარკოლოგთა მინიმალური რაოდენობა ციფრით „3“ ჩაიწერა.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

სალომე ოსეფაშვილი

სალომე ოსეფაშვილი

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეციალიზაციით, განათლების სამართლის ექსპერტი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი - სისხლის სამართლის ადვოკატი თბილისში, საქართველოში და Chikovani Law Office-ის დამფუძნებელი. სისხლის სამართლის დაცვა, უცხოელი კლიენტების წარმომადგენლობა და საერთაშორისო საქმეები. GBA.

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მარიამ ჯორბენაძე

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეზიალიზაციით

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
79⁵79¹79³30¹26262142¹343759¹36
მნიშვნელობით ახლოსნარკოტიკული საშუალებებ…შეზღუდული შესაძლებლობი…საქართველოს სისხლის სა…ჯანმრთელობის დაცვის შე…საზოგადოებრივი ჯანმრთე…ფსიქიკური ჯანმრთელობის…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №28 · ბოლოს შემოწმდა