Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებმუხლი 41⁴

საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ

მუხლი 41⁴. დავების განმხილველი კომისია

რედაქცია №21 კონსოლიდირებული · 15 ოქტ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678

1.კომისია შედგება 5 წევრისგან, რომელთაგან არაუმეტეს 2 წევრისა შესაძლებელია იყოს საქართველოს ეროვნული ბანკის თანამშრომელი, ხოლო არანაკლებ 3 წევრი უნდა იყოს დამოუკიდებელი ფიზიკური პირი. კომისიის დამოუკიდებელი წევრი იმავდროულად არ უნდა იყოს დასაქმებული საქართველოში მოქმედ კომერციულ ბანკში, მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში ან საგადახდო მომსახურების პროვაიდერში ან იმ ჯგუფში შემავალ იურიდიულ პირში, რომელშიც შედის საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკი, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ან საგადახდო მომსახურების პროვაიდერი. კომისიას ხელმძღვანელობს თავმჯდომარე.

2.კომისიის წევრებს, მათ შორის, კომისიის თავმჯდომარეს, 5 წლის ვადით ნიშნავს საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო.

3.კომისიის წევრად შეიძლება დაინიშნოს ნასამართლობის არმქონე საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს უმაღლესი განათლება და საგადახდო მომსახურების სფეროში მუშაობის სულ მცირე 5 წლის გამოცდილება. კომისიის სულ მცირე 1 წევრს უნდა ჰქონდეს უმაღლესი იურიდიული განათლება და საგადახდო მომსახურების სფეროში ან/და საფინანსო სექტორში მუშაობის სულ მცირე 5 წლის გამოცდილება.

4.კომისიის წევრების, მათ შორის, კომისიის თავმჯდომარის, შერჩევის, წარდგინების, დანიშვნისა და გათავისუფლების წესი დგინდება საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს სამართლებრივი აქტით.

5.კომისიის ფუნქციების განხორციელების ხელშესაწყობად კომისიას ჰყავს აპარატი. კომისიის აპარატის წევრები არიან საქართველოს ეროვნული ბანკის თანამშრომლები. კომისიის აპარატი უზრუნველყოფს კომისიის საქმიანობის ორგანიზაციულ და ტექნიკურ მხარდაჭერას, მათ შორის, კომისიისთვის წარდგენილი საჩივრების განსახილველად მომზადებას, დავის მხარეებისთვის დავის განხილვასთან დაკავშირებული ინფორმაციის მიწოდებას და კომისიის გადაწყვეტილების პროექტების მომზადების ტექნიკურ ხელშეწყობას.

6.კომისიის წევრის, რომელიც იმავდროულად საქართველოს ეროვნული ბანკის თანამშრომელი არ არის, შრომის ანაზღაურება არ უნდა იყოს საქართველოს ეროვნულ ბანკში არსებულ საშუალო ხელფასზე ნაკლები. ამ პუნქტით გათვალისწინებული კომისიის წევრის შრომის ანაზღაურების ოდენობასა და ანაზღაურების წესს ადგენს საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო.

7.კომისიის წევრების შრომის ანაზღაურება ფინანსდება საქართველოს ეროვნული ბანკის ბიუჯეტიდან. კომისიის წევრების ჯანმრთელობის დაზღვევის (ასეთი დაზღვევის არსებობის შემთხვევაში) საფასური საქართველოს ეროვნული ბანკის თანამშრომლებისთვის მოქმედი პირობებისა და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ თანადაფინანსების მოცულობის შესაბამისად ასევე ფინანსდება საქართველოს ეროვნული ბანკის ბიუჯეტიდან. კომისიას საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელებისთვის საჭირო შენობა-ნაგებობებით, ტექნიკური საშუალებებით, ფინანსური სახსრებითა და სხვა ქონებით უზრუნველყოფს საქართველოს ეროვნული ბანკი.

8.კომისიის წევრობა არ ითვლება საჯარო სამსახურად. კომისიის წევრს უფლება აქვს, ასრულებდეს სხვა ანაზღაურებად საქმიანობას, თუ ეს არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას. საქართველოს 2022 წლის 9 სექტემბრის კანონი №1800 – ვებგვერდი, 23.09.2022წ. საქართველოს 2025 წლის 9 დეკემბრის კანონი №1142 - ვებგვერდი, 12.12.2025წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №19 · ძალაშია 1 აპრ. 2026-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 12 ივნ. 2012 – 1 იან. 2025 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 1 აპრ. 2026· გამოქვეყნდა 12 დეკ. 2025
მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 41³შემდეგი მუხლი 41⁵

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 15 ოქტ. 2026 · №21

  • 1 ცვლილება · ბოლო 12 დეკ. 2025
  • 2 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ

  • 41²დავების განმხილველი კომისიისთვის მიმართვის უფლება

დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ

  • 7საბჭოს შემადგენლობა
  • 24გარდამავალი დებულებები

საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ

  • 7ეროვნული ბანკის მმართველობა
  • 64²ეროვნულ ბანკთან არსებული საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების სფეროში დავების განმხილველი კომისია
  • 17¹ეროვნული ბანკის საბჭოსთან არსებული აუდიტის კომიტეტი

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

  • 20კომისიის შემადგენლობა

მაუწყებლობის შესახებ

  • 9კომისიის შემადგენლობა

მიკრობანკების საქმიანობის შესახებ

  • 21მიკრობანკის სამეთვალყურეო საბჭო
  • 23აუდიტის კომიტეტი

საჯარო შესყიდვების შესახებ

  • 84საბჭოს წევრთა დანიშვნა და მათი უფლებამოსილების შეწყვეტა

სახელმწიფო შესყიდვების შესახებ

  • 23³საბჭოს წევრების არჩევა და მათი უფლებამოსილების შეწყვეტა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
23³9764²17¹41²7242084212341⁴
მნიშვნელობით ახლოსდეპოზიტების დაზღვევის …საქართველოს ეროვნული ბ…საგადახდო სისტემისა და…ენერგეტიკისა და წყალმო…მაუწყებლობის შესახებმიკრობანკების საქმიანო…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 15 ოქტ. 2026 · რედაქცია №21 · ბოლოს შემოწმდა 25 ოქტ. 2026