Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკადეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებმუხლი 7

დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ

მუხლი 7. საბჭოს შემადგენლობა

რედაქცია №5 კონსოლიდირებული · 15 დეკ. 2023

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456789101112

1.საბჭო შედგება 5 წევრისაგან. საბჭოს წევრები არიან: საქართველოს ფინანსთა მინისტრი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, 2 დამოუკიდებელი წევრი.

2.საბჭოს დამოუკიდებელი წევრი უნდა იყოს მიუკერძოებელი, კეთილსინდისიერი და უმაღლესი ფინანსური, ეკონომიკური ან იურიდიული განათლების მქონე პირი. არ შეიძლება ის ბოლო 6 თვის განმავლობაში იყოს კომერციული ბანკის ან მიკრობანკის მოქმედი ან ყოფილი ადმინისტრატორი ან/და მას ჰქონდეს სხვა სახის ინტერესთა კონფლიქტი.

3.საბჭოს დამოუკიდებელ წევრებს ირჩევენ კომერციული ბანკები და მიკრობანკები ფარული კენჭისყრით, ხმათა უბრალო უმრავლესობით. კენჭისყრას ორგანიზებას უწევს საქართველოს ეროვნული ბანკი.

4.საბჭოს დამოუკიდებელ წევრად ასარჩევი პირის კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვს ყველა კომერციულ ბანკსა და მიკრობანკს. კენჭისყრის ჩატარების დროსა და პროცედურებს კომერციულ ბანკებსა და მიკრობანკებს აცნობებს საქართველოს ეროვნული ბანკი შესაბამის თარიღამდე არაუგვიანეს 10 დღისა.

5.საბჭოს თითოეული დამოუკიდებელი წევრის ასარჩევად კენჭისყრა ინდივიდუალურად ტარდება. საბჭოს დამოუკიდებელი წევრის არჩევაში მონაწილეობენ მხოლოდ კომერციული ბანკებისა და მიკრობანკების უფლებამოსილი წარმომადგენლები. თითოეულ კომერციულ ბანკსა და მიკრობანკს აქვს 1 ხმის უფლება. კენჭისყრა ჩატარდება, თუ მასში კომერციული ბანკებისა და მიკრობანკების 2/3 მონაწილეობს.

6.საბჭოს დამოუკიდებელი წევრის ასარჩევ კენჭისყრაში გამარჯვებულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელიც ყველაზე მეტ ხმას მიიღებს.

7.თუ საბჭოს დამოუკიდებელი წევრის ასარჩევ პირველ კენჭისყრაში გამარჯვებული ვერ გამოვლინდა, ტარდება განმეორებითი კენჭისყრა საუკეთესო შედეგების მქონე კანდიდატებს შორის.

8.საბჭოს დამოუკიდებელი წევრის უფლებამოსილების ვადა 5 წელია. ამ ვადის ამოწურვის შემდეგ მისი განმეორებით არჩევა შეზღუდული არ არის.

9.საბჭოს სხვა წევრის უფლებამოსილების ვადა განისაზღვრება მისი შესაბამის თანამდებობაზე ყოფნის ვადით.

10.საბჭოს 1 წლის ვადით, როტაციის პრინციპით თავმჯდომარეობენ საქართველოს ფინანსთა მინისტრი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ამ თანამიმდევრობით.

11.საბჭოს დამოუკიდებელი წევრი არ შეიძლება იყოს საბჭოს თავმჯდომარე.

12.საბჭოს დამოუკიდებელი წევრის შრომის ანაზღაურების ოდენობა განისაზღვრება ამ კანონის მე-3 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად დამტკიცებული სააგენტოს შესაბამისი წლის ბიუჯეტით. საქართველოს 2023 წლის 22 თებერვლის კანონი №2606 – ვებგვერდი, 10.03.2023წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. საბჭო შედგება 5 წევრისაგან. საბჭოს წევრები არიან: საქართველოს ფინანსთა მინისტრი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, 2 დამოუკიდებელი წევრი. 2. საბჭოს დამოუკიდებელი წევრი უნდა იყოს მიუკერძოებელი, კეთილსინდისიერი და უმაღლესი ფინანსური, ეკონომიკური ან იურიდიული განათლების მქონე პირი. არ შეიძლება ის ბოლო 6 თვის განმავლობაში იყოს კომერციული ბანკის ან მიკრობანკის მოქმედი ან ყოფილი ადმინისტრატორი ან/და მას ჰქონდეს სხვა სახის ინტერესთა კონფლიქტი. 3. საბჭოს დამოუკიდებელ წევრებს ირჩევენ კომერციული ბანკები და მიკრობანკები ფარული კენჭისყრით, ხმათა უბრალო უმრავლესობით. კენჭისყრას ორგანიზებას უწევს საქართველოს ეროვნული ბანკი. 4. საბჭოს დამოუკიდებელ წევრად ასარჩევი პირის კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვს ყველა კომერციულ ბანკსა და მიკრობანკს. კენჭისყრის ჩატარების დროსა და პროცედურებს კომერციულ ბანკებსა და მიკრობანკებს აცნობებს საქართველოს ეროვნული ბანკი შესაბამის თარიღამდე არაუგვიანეს 10 დღისა. 5. საბჭოს თითოეული დამოუკიდებელი წევრის ასარჩევად კენჭისყრა ინდივიდუალურად ტარდება. საბჭოს დამოუკიდებელი წევრის არჩევაში მონაწილეობენ მხოლოდ კომერციული ბანკებისა და მიკრობანკების უფლებამოსილი წარმომადგენლები. თითოეულ კომერციულ ბანკსა და მიკრობანკს აქვს 1 ხმის უფლება. კენჭისყრა ჩატარდება, თუ მასში კომერციული ბანკებისა და მიკრობანკების 2/3 მონაწილეობს. 6. საბჭოს დამოუკიდებელი წევრის ასარჩევ კენჭისყრაში გამარჯვებულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელიც ყველაზე მეტ ხმას მიიღებს. 7. თუ საბჭოს დამოუკიდებელი წევრის ასარჩევ პირველ კენჭისყრაში გამარჯვებული ვერ გამოვლინდა, ტარდება განმეორებითი კენჭისყრა საუკეთესო შედეგების მქონე კანდიდატებს შორის. 8. საბჭოს დამოუკიდებელი წევრის უფლებამოსილების ვადა 5 წელია. ამ ვადის ამოწურვის შემდეგ მისი განმეორებით არჩევა შეზღუდული არ არის. 9. საბჭოს სხვა წევრის უფლებამოსილების ვადა განისაზღვრება მისი შესაბამის თანამდებობაზე ყოფნის ვადით. 10. საბჭოს 1 წლის ვადით, როტაციის პრინციპით თავმჯდომარეობენ საქართველოს ფინანსთა მინისტრი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ამ თანამიმდევრობით. 11. საბჭოს დამოუკიდებელი წევრი არ შეიძლება იყოს საბჭოს თავმჯდომარე. 12. საბჭოს დამოუკიდებელი წევრის შრომის ანაზღაურების ოდენობა განისაზღვრება ამ კანონის მე-3 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად დამტკიცებული სააგენტოს შესაბამისი წლის ბიუჯეტით. საქართველოს 2023 წლის 22 თებერვლის კანონი №2606 – ვებგვერდი, 10.03.2023წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №3 · ძალაშია 1 ივლ. 2023-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 1 იან. 2022 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 1 ივლ. 2023· გამოქვეყნდა 10 მარ. 2023
მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 6შემდეგი მუხლი 8

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 15 დეკ. 2023 · №5

  • 1 ცვლილება · ბოლო 10 მარ. 2023
  • ციტირებულია 1 მუხლი
  • 2 რედაქცია
  • 1 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 3

მიუთითებენ მასზე

მუხლი 24

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ

  • 24გარდამავალი დებულებები

საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ

  • 7ეროვნული ბანკის მმართველობა
  • 12ეროვნული ბანკის საბჭოს სხდომა

სახელმწიფო შესყიდვების შესახებ

  • 23³საბჭოს წევრების არჩევა და მათი უფლებამოსილების შეწყვეტა

საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ

  • 41⁴დავების განმხილველი კომისია

საჯარო შესყიდვების შესახებ

  • 84საბჭოს წევრთა დანიშვნა და მათი უფლებამოსილების შეწყვეტა

დაგროვებითი პენსიის შესახებ

  • 11შესარჩევი კომისია

მიკრობანკების საქმიანობის შესახებ

  • 21მიკრობანკის სამეთვალყურეო საბჭო

საქართველოს კონსტიტუცია

  • 68ეროვნული ბანკი

ოფიციალური სტატისტიკის შესახებ

  • 13საქსტატის საბჭო
  • 14საბჭოს წევრის შერჩევა და დანიშვნა

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

  • 184საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის არჩევა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
6823³71241⁴24311842113141847
მითითებამნიშვნელობით ახლოსდეპოზიტების დაზღვევის …საქართველოს ეროვნული ბ…სახელმწიფო შესყიდვების…საგადახდო სისტემისა და…საჯარო შესყიდვების შეს…დაგროვებითი პენსიის შე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 15 დეკ. 2023 · რედაქცია №5 · ბოლოს შემოწმდა 29 ოქტ. 2026