დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ

მუხლი 24. გარდამავალი დებულებები

რედაქცია №5 კონსოლიდირებული · 15 დეკ. 2023

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.საბჭო იკრიბება ამ კანონის ამოქმედებიდან 30 დღის ვადაში. დამოუკიდებელი წევრების არჩევამდე საბჭო უფლებაუნარიანია 3 წევრის შემადგენლობით.

2.ამ კანონის ამოქმედებიდან 60 დღის ვადაში აირჩევა საბჭოს 2 დამოუკიდებელი წევრი. ამ მიზნით საქართველოს ეროვნული ბანკი უზრუნველყოფს ამ კანონის მე-7 მუხლით გათვალისწინებული კენჭისყრის ჩატარებას. პირველი კენჭისყრის შედეგად არჩეული საბჭოს დამოუკიდებელი წევრის უფლებამოსილების ვადა 5 წელია. დარჩენილ კანდიდატებს შორის ამ კანონის მე-7 მუხლით გათვალისწინებული პროცედურების შესაბამისად ტარდება განმეორებითი კენჭისყრა. მის შედეგად არჩეული საბჭოს დამოუკიდებელი წევრის უფლებამოსილების ვადა 2 წელია.

3.ამ კანონის ამოქმედებიდან 60 დღის ვადაში საბჭოს წარდგინებით სააგენტოს დებულებას ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.

4.ამ კანონის ამოქმედებიდან 60 დღის ვადაში საბჭომ უზრუნველყოს ამ კანონით დადგენილი წესით სააგენტოს უფროსის თანამდებობაზე დანიშვნა.

5.ამ კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ზღვრის ოდენობა 5 000 ლარია. სააგენტოს უფროსი საბჭოსთან შეთანხმებით განსაზღვრავს ზღვრის ახალ ოდენობას არაუგვიანეს 2020 წლისა, ხოლო ფინანსური სტაბილურობის უზრუნველყოფის საჭიროების შემთხვევაში – უფრო ადრე.

6.2018 წლის 1 იანვრამდე სააგენტომ უზრუნველყოს ამ კანონით გათვალისწინებული სამართლებრივი აქტების (ინსტრუქციების) დამტკიცება.

7.კომერციულმა ბანკებმა ამ კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირველადი შენატანის გადახდა უზრუნველყონ არაუგვიანეს 2018 წლის 1 იანვრისა.

8.ფონდში აკუმულირებული თანხები 2022 წლამდე შეიძლება იყოს ფონდის მიზნობრივ ოდენობაზე ნაკლები.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 1 იან. 2022 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
6823³7107041⁴271283884143324
მითითებამნიშვნელობით ახლოსდეპოზიტების დაზღვევის …დაგროვებითი პენსიის შე…საგადახდო სისტემისა და…საჯარო შესყიდვების შეს…საქართველოს ეროვნული ბ…სახელმწიფო შესყიდვების…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №5 · ბოლოს შემოწმდა