Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს საგადასახადო კოდექსიმუხლი 304

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

მუხლი 304. დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილება

რედაქცია №247 კონსოლიდირებული · 15 ოქტ. 2026
თემები:საგადასახადო დავებიმართვის დავები

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:122¹3456

1.დავის განმხილველი ორგანო უფლებამოსილია: ა) დააკმაყოფილოს საჩივარი; ბ) ნაწილობრივ დააკმაყოფილოს საჩივარი; გ) არ დააკმაყოფილოს საჩივარი; დ) განუხილველად დატოვოს საჩივარი; ე) მიიღოს შუალედური გადაწყვეტილება და შეაჩეროს საჩივრის განხილვა; ვ) (ამოღებულია - 14.07.2020, №6817) .

2.დავის განმხილველი ორგანოს შუალედური გადაწყვეტილება საჩივრდება საბოლოო გადაწყვეტილებასთან ერთად.

2¹.თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.

3.საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილების გაუქმებული ნაწილის პროპორციულად უქმდება ამავე ორგანოს მიერ გამოცემული ის აქტები, რომლებიც საფუძვლად დაედო გამოცემულ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას.

4.დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილება მხარეებს, როგორც წესი, ელექტრონულად ეგზავნებათ.

5.თუ საგადასახადო ორგანოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი გახდა ამ ორგანოს თანამშრომლის დისციპლინური გადაცდომა, აღნიშნულ ფაქტზე სათანადო რეაგირების მიზნით დავის განმხილველი ორგანო შესაბამის ორგანოს მიაწვდის ინფორმაციას ამ პირის პასუხისმგებლობის საკითხის გადასაწყვეტად.

6.თუ დავების განხილვის საბჭოს მიერ საჩივრის სრულად ან ნაწილობრივ დაკმაყოფილების საფუძველია საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობაში არსებული ჩანაწერი, რომელიც სხვადასხვაგვარი განმარტების საფუძველს იძლევა, საბჭოს გადაწყვეტილებაში აღინიშნება ნორმატიულ აქტში ცვლილების შეტანის შესახებ რეკომენდაცია, რომელიც რეაგირებისთვის ეგზავნება შესაბამის ორგანოს. საქართველოს 2020 წლის 14 ივლისის კანონი №6817  – ვებგვერდი, 22.07.2020წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №166 · ძალაშია 1 იან. 2021-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 1 იან. 2021· გამოქვეყნდა 22 ივლ. 2020
მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 303შემდეგი მუხლი 305

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • საგადასახადო გადაწყვეტილებების გასაჩივრება3 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • საგადასახადო სასამართლო დავები3 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • საგადასახადო შეფასების გასაჩივრება3 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • საბჭოს გადაწყვეტილებების გასაჩივრება1 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
ნინო დარსაველიძე

ნინო დარსაველიძე

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾150

დაუსვით კითხვაპროფილი
ნუგზარ მოსიძე

ნუგზარ მოსიძე

ადვოკატი, იურიდიული ფირმა Legalis-ლიგალის-ის დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი, ბავშთა უფლებათა სპეციალისტი, კორპორატიული იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 15 ოქტ. 2026 · №247

  • 1 ცვლილება · ბოლო 22 ივლ. 2020
  • 7 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

  • 301საჩივრის განხილვაზე უარის თქმა
  • 303საჩივრის განხილვის შეჩერება
  • 297საგადასახადო დავის განმხილველი ორგანოები

დაგროვებითი პენსიის შესახებ

  • 37¹⁴დავების განხილვის სამსახურის გადაწყვეტილება
  • 37¹²საჩივრის განხილვაზე უარის თქმა ან მისი წარმოების შეწყვეტა
  • 37¹³საჩივრის განხილვა

გადასახადების ადმინისტრირების შესახებ

  • 17² (დანართი 1)საგადასახადო დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრებაზე უარის თქმა
  • 15¹ (დანართი 1)საგადასახადო/საბაჟო დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილების ელექტრონული ფორმით გაგზავნის და საჯაროდ გავრცელების წესი

საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ

  • 41⁹კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღება და დავის განხილვის შეწყვეტა

საქართველოს საბაჟო კოდექსი

  • 33საბაჟო დავის წარმოება

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

  • 278საჩივრის ან პროტესტის განმხილველი ორგანოს (თანამდებობის პირის) გადაწყვეტილება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილების გამო

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი

  • 201ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის განხილვასთან დაკავშირებით

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
20127830130329717² (…15¹ (…41⁹37¹⁴37¹²37¹³33304
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საგადასახა…დაგროვებითი პენსიის შე…გადასახადების ადმინისტ…საგადახდო სისტემისა და…საქართველოს საბაჟო კოდ…საქართველოს ადმინისტრა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 15 ოქტ. 2026 · რედაქცია №247 · ბოლოს შემოწმდა 26 ოქტ. 2026