Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებმუხლი 3

ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ

მუხლი 3

რედაქცია №13 კონსოლიდირებული · 13 დეკ. 2024
თემები:შესაბამისობა

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) გენეტიკური ნათესავი – დონორის ან რეციპიენტის შვილი, დედა, მამა, შვილიშვილი, ბებია, პაპა, ძმა, და, ძმისწული, დისწული, დედის ძმა ან და, მამის ძმა ან და, ბიძაშვილი, დეიდაშვილი, მამიდაშვილი; ა 1 ) რეციპიენტთან ახლო პირადი ურთიერთობის მქონე პირი – რეციპიენტთან არანაკლებ 2 წლის განმავლობაში ახლო და სტაბილური ემოციური კავშირის მქონე პირი; ბ) დონორი – ცოცხალი ადამიანი ან გარდაცვლილი, რომლისგანაც იღებენ ორგანოს სხვა ადამიანისათვის გადასანერგად; გ) ინფორმირებული თანხმობა – პაციენტის, ხოლო მისი მცირეწლოვანების შემთხვევაში – პაციენტის ნათესავის ან კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა გადანერგვასთან დაკავშირებული ამა თუ იმ სამედიცინო ჩარევის ჩატარებაზე ამ ჩარევის არსის, ჩვენებების, მოსალოდნელი ეფექტის, შესაძლო გვერდითი მოვლენების, აგრეთვე აღნიშნულ ჩარევასთან დაკავშირებული, პაციენტის ჯანმრთელობისა და სიცოცხლისათვის მოსალოდნელი რისკის განმარტების შემდეგ; დ) რეციპიენტი – ადამიანი, რომელსაც მკურნალობის მიზნით გადაენერგა სხვა ადამიანის ორგანო; ე) ტიპირება – ქსოვილების იმუნოლოგიური მახასიათებლების განსაზღვრა; ვ) ორგანოთა გადანერგვა, ტრანსპლანტაცია – ადამიანის ორგანოს სხვა ადამიანისათვის გადანერგვა სიცოცხლის გადარჩენის, განკურნების, დაავადების პროგრესირების შეფერხების ან ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლად; ზ) თავის ტვინის სიკვდილი – სპეციალური სამედიცინო საშუალებებით სუნთქვისა და სისხლის მიმოქცევის შენარჩუნების ფონზე თავის ტვინისა და ზურგის ტვინის საწყისი სეგმენტების ფუნქციის შეუქცევადი შეწყვეტა; თ) ჯვარედინი დონორობა – ერთი პოტენციური რეციპიენტის პოტენციური ცოცხალი დონორის რომელიმე ორგანოს აღება მეორე პოტენციური რეციპიენტისათვის გადასანერგად და, შესაბამისად, მეორე პოტენციური რეციპიენტის პოტენციური ცოცხალი დონორის იმავე ორგანოს აღება პირველი პოტენციური რეციპიენტისათვის გადასანერგად.  პოტენციური ცოცხალი დონორები არიან ამ კანონის მე-18 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირები; ი) ღეროვანი უჯრედები – წინამორბედი, მოუმწიფებელი უჯრედების ჯგუფი, რომლებსაც აქვს თვითგანახლებისა და სპეციალიზებულ ქსოვილად დიფერენცირების უნარი. საქართველოს 2002 წლის 21 ნოემბრის კანონი №1757 - სსმ I, №31, 10.12.2002 წ., მუხ.140 საქართველოს 2006 წლის 23 ივნისის კანონი №3393 - სსმ I, №26, 14.07.2006 წ., მუხ.214 საქართველოს 2014 წლის 21 მარტის კანონი №2151 - ვებგვერდი, 04.04.2014წ. საქართველოს 2015 წლის 20 მარტის კანონი №3380 - ვებგვერდი, 31.03.2015წ. საქართველოს 2016 წლის 24 ივნისის კანონი №5579 - ვებგვერდი, 13.07.2016წ. თავი II. ორგანოს გაცემის ნებაყოფლობითობა

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №9 · ძალაშია 27 ივლ. 2016-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 7

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 1 სექ. 2026· გამოქვეყნდა 22 ნოე. 2023
  2. 12 ოქტ. 2016
  3. 27 ივლ. 2016· გამოქვეყნდა 13 ივლ. 2016
  4. 1 აპრ. 2015· გამოქვეყნდა 31 მარ. 2015

    მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტში ნათესავის ან კანონიერი წარმომადგენლის თანხმობის შემთხვევა ქმედუუნარობიდან მცირეწლოვანებაზე გადავიდა და ნათესავი პაციენტის ნათესავადაა დასახელებული. ასევე ახლებურად ჩამოყალიბდა რისკის განმარტების ფორმულირება: განმარტებას ექვემდებარება აღნიშნულ ჩარევასთან დაკავშირებული, ჯანმრთელობისა და სიცოცხლისათვის მოსალოდნელი რისკი.

  5. 4 აპრ. 2014
  6. 1 ოქტ. 2006· გამოქვეყნდა 14 ივლ. 2006
  7. 10 დეკ. 2002
მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 2შემდეგი მუხლი 4

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ბიოეთიკის სამართალი1 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ნინო ლიპარტია

ნინო ლიპარტია

სამართლის დოქტორი, პროფესორი, ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: უფასო

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 13 დეკ. 2024 · №13

  • 7 ცვლილება · ბოლო 22 ნოე. 2023
  • 8 რედაქცია
  • 1 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 18

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ

  • 18
  • 19
  • 22

პაციენტის უფლებების შესახებ

  • 4

ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ

  • 3ტერმინთა განმარტება
  • 16რეციპიენტთან დონორის ურთიერთობა

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

  • 3ძირითად ტერმინთა განმარტება ამ კოდექსის მიზნებისთვის

ჯანმრთელობის დაცვის შესახებ

  • 116

ადამიანის ქსოვილებისა და უჯრედების გამოყენების შესახებ

  • 3ტერმინთა განმარტება

ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ

  • 4კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება

კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის შესახებ

  • 3ტერმინთა განმარტება

შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ

  • 3ტერმინთა განმარტება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1819224116334331633
მითითებამნიშვნელობით ახლოსადამიანის ორგანოთა გად…პაციენტის უფლებების შე…ადამიანის ორგანოთა გად…საქართველოს სისხლის სა…ჯანმრთელობის დაცვის შე…ადამიანის ქსოვილებისა …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 13 დეკ. 2024 · რედაქცია №13 · ბოლოს შემოწმდა 26 ოქტ. 2026