1.უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის არყოფნისას უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შესრულებას იგი ბრძანებით ავალებს თავის მოადგილეს.
2.უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის გადადგომის, გადაყენების, მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის ან მისი, როგორც უმაღლესი საბჭოს წევრის, უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს მისი მოადგილე. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2026 წლის 3 სექტემბრის რეგლამენტი №13 - ვებგვერდი, 04.09.2026 წ.

