1.უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს უფლება აქვს, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე წერილობით მიმართოს უმაღლეს საბჭოს ან საჯაროდ განაცხადოს გადადგომის შესახებ. აღნიშნულ ფაქტს უმაღლესი საბჭო ცნობად იღებს უახლოეს პლენარულ სხდომაზე, რაც ფორმდება საოქმო ჩანაწერით.
2.უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე გადამდგარად ითვლება ამის შესახებ წერილობით მიმართვის/საჯაროდ განცხადების მომენტიდან.
3.უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის გამოწვევის შესახებ გადაწყვეტილებას რეგლამენტის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სუბიექტების მიერ ინიციირების საფუძველზე იღებს უმაღლესი საბჭო უახლოეს პლენარულ სხდომაზე სიითი შემადგენლობის უმრავლესობით.
4.უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობიდან გადადგომის, გადაყენების, უფლებამოსილების სხვაგვარად შეწყვეტის ან მისი, როგორც უმაღლესი საბჭოს წევრის, უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში უმაღლესი საბჭო ირჩევს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ახალ მოადგილეს. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2026 წლის 8 ივლისის რეგლამენტი N09 - ვებგვერდი, 09.07.2026 წ. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2026 წლის 3 სექტემბრის რეგლამენტი №13 - ვებგვერდი, 04.09.2026 წ. თავი IV უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი

