აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

მუხლი 24. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის უფლებამოსილების შეწყვეტა

რედაქცია №18 კონსოლიდირებული · 30 აპრ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს უფლება აქვს, რეგლამენტის 21-ე მუხლით დადგენილი წესით გადადგეს დაკავებული თანამდებობიდან.

2.უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე შეიძლება გადააყენოს უმაღლესმა საბჭომ. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის გადაყენების საკითხი უმაღლესი საბჭოს წინაშე შეიძლება წერილობით დასვას უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთმა მესამედმა. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის გადაყენების შესახებ გადაწყვეტილებას უმაღლესი საბჭო იღებს სესიაზე საკითხის დაწყებიდან 15 დღის ვადაში. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე თანამდებობიდან გადაყენებულად ჩაითვლება თუ მისი გადაყენების შესახებ წინადადებას მხარი დაუჭირა უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის უმრავლესობამ.

3.უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის გადადგომის, უფლებამოსილების სხვაგვარად შეწყვეტის, ან მისი, როგორც უმაღლესი საბჭოს წევრის, უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში უმაღლესი საბჭო, როგორც წესი, არაუგვიანეს 15 დღისა ირჩევს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ახალ მოადგილეს. თავი IV უმაღლესი საბჭოს ბიურო

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 1 იან. 2020 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
12 (დ…75⁷⁰171426213322426362324
მითითებამნიშვნელობით ახლოსაჭარის ავტონომიური რეს…აფხაზეთის ავტონომიური …საქართველოს პარლამენტი…აფხაზეთის ავტონომიური …აჭარის ავტონომიური რეს…საერთო სასამართლოების …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №18 · ბოლოს შემოწმდა