Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტიმუხლი 26

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

მუხლი 26. კომიტეტის თავმჯდომარისა და კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის უფლებამოსილების შეწყვეტა

რედაქცია №39 კონსოლიდირებული · 30 სექ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.კომიტეტის თავმჯდომარე შეიძლება გადააყენოს უმაღლესმა საბჭომ, ხოლო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე – კომიტეტმა, თუ ამას მოითხოვს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, პრეზიდიუმი, უმაღლესი საბჭოს შემადგენლობის არანაკლებ ერთი მეხუთედი, აგრეთვე კომიტეტის თავმჯდომარის შემთხვევაში – შესაბამისი კომიტეტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობა, ხოლო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის შემთხვევაში – შესაბამისი კომიტეტის სიითი შემადგენლობის არანაკლებ ერთი მესამედი.

2.გადაყენების შესახებ გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს კომიტეტის თავმჯდომარის შემთხვევაში − უმაღლესი საბჭოს სიითი შემადგენლობის უმრავლესობა, ხოლო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის შემთხვევაში – კომიტეტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობა.

3.კომიტეტის თავმჯდომარეს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს გადადგეს. გადადგომის შესახებ განცხადება წარედგინება უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმს. კომიტეტის თავმჯდომარე გადამდგარად ითვლება კომიტეტის ახალი თავმჯდომარის არჩევისთანავე. გადადგომის შესახებ კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებას უმაღლესი საბჭო ცნობად იღებს პლენარულ სხდომაზე, რაც ფორმდება საოქმო ჩანაწერით.

4.კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს გადადგეს. გადადგომის შესახებ განცხადება წარედგინება შესაბამისი კომიტეტის თავმჯდომარეს, რომელიც ამ განცხადებას გააცნობს კომიტეტს. კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გადამდგარად ითვლება აღნიშნული განცხადების კომიტეტის თავმჯდომარისთვის წარდგენის დღიდან. გადადგომის შესახებ კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის განცხადებას კომიტეტი ცნობად იღებს, რაც ფორმდება საოქმო ჩანაწერით.

5.თუ უმაღლესი საბჭოს წევრი კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ არჩეულია ფრაქციის კვოტით და შეუწყდება შესაბამისი ფრაქციის წევრის სტატუსი, მას შეუწყდება კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის უფლებამოსილებაც. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2026 წლის 30 სექტემბრის რეგლამენტი №16 - ვებგვერდი, 01.10.2026 წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №39 · ძალაშია 1 ოქტ. 2026-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 25შემდეგი მუხლი 27

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 30 სექ. 2026 · №39

  • 4 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

  • 14უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის უფლებამოსილების შეწყვეტის წესი
  • 49დროებითი კომისიის თავმჯდომარის არჩევა და უფლებამოსილების შეწყვეტა
  • 17უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის უფლებამოსილების შეწყვეტა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

  • 33კომიტეტის თავმჯდომარისა და მისი მოადგილის უფლებამოსილების შეწყვეტა
  • 24უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის უფლებამოსილების შეწყვეტა
  • 21უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის უფლებამოსილების შეწყვეტის წესი

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

  • 36კომიტეტის თავმჯდომარისა და კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეების უფლებამოსილების შეწყვეტის წესი
  • 40კომიტეტის თავმჯდომარის, მისი პირველი მოადგილისა და მოადგილეების უფლებამოსილებები
  • 74დროებითი კომისიის თავმჯდომარისა და დროებითი კომისიის თავმჯდომარის მოადგილის არჩევა და უფლებამოსილების შეწყვეტა

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

  • 21კომისიის საქმიანობის მართვა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ

  • 11

ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი

  • 34მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენება, მისთვის უფლებამოსილების შეჩერება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
14491734113324212136407426
მნიშვნელობით ახლოსაჭარის ავტონომიური რეს…საქართველოს პარლამენტი…აფხაზეთის ავტონომიური …ენერგეტიკისა და წყალმო…აჭარის ავტონომიური რეს…ადგილობრივი თვითმმართვ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 30 სექ. 2026 · რედაქცია №39 · ბოლოს შემოწმდა 31 ოქტ. 2026