Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკააჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტიმუხლი 21

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

მუხლი 21. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის უფლებამოსილების შეწყვეტის წესი

რედაქცია №18 კონსოლიდირებული · 30 აპრ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567891011

1.უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს უფლება აქვს, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე, წერილობით მიმართოს უმაღლეს საბჭოს ან საჯაროდ განაცხადოს გადადგომის შესახებ. აღნიშნულ ფაქტს უმაღლესი საბჭო ცნობად იღებს უახლოეს პლენარულ სხდომაზე, რაც ფორმდება საოქმო ჩანაწერით.

2.უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გადამდგარად ითვლება ამის თაობაზე წერილობით მიმართვის/საჯაროდ განცხადების მომენტიდან.

3.უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე შეიძლება გადააყენოს უმაღლესმა საბჭომ. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის გადაყენების საკითხი უმაღლესი საბჭოს წინაშე შეიძლება წერილობით დასვას უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთმა მესამედმა.

4.უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის გადაყენების მოთხოვნა წერილობით უნდა იყოს მოტივირებული.

5.უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტი 7 დღის ვადაში ამოწმებს უმაღლესი საბჭოს წევრთა ხელმოწერების ნამდვილობას და დასკვნას პლენარულ სხდომაზე წარუდგენს უმაღლეს საბჭოს.

6.უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის გადაყენების შესახებ გადაწყვეტილებას უმაღლესი საბჭო იღებს განხილვის გარეშე, საკითხის დასმიდან 15 დღის ვადაში.

7.თუ სესიის დამთავრებამდე დარჩენილია 1 თვეზე ნაკლები, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის გადაყენების საკითხი მომდევნო სესიაზე განიხილება.

8.უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სესიასა და რიგგარეშე სხდომაზე უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის გადაყენების პროცედურის ჩატარება დაუშვებელია.

9.უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გადაყენებულად ჩაითვლება, თუ რეგისტრაცია გაიარა უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ორმა მესამედმა და მისი გადაყენების შესახებ წინადადებას მხარი დაუჭირა უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის უმრავლესობამ.

10.თუ უმაღლესმა საბჭომ არ მიიღო გადაწყვეტილება უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის გადაყენების შესახებ, საკითხი მოხსნილად ჩაითვლება და მისი იმავე სესიაზე განხილვა დაუშვებელია.

11.უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, უმაღლესი საბჭო, 10 დღის ვადაში, დადგენილი წესით ირჩევს უმაღლესი საბჭოს ახალ თავმჯდომარეს, ხოლო თუ საკითხის განხილვის პერიოდში უმაღლესი საბჭოს პლენარული სხდომები არ მიმდინარეობს ან თუ სესიის დამთავრებამდე დარჩენილია 10 დღეზე ნაკლები, საკითხი რიგგარეშე სხდომაზე ან რიგგარეშე სესიაზე განიხილება.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 1 იან. 2020 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 20შემდეგი მუხლი 22

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 30 აპრ. 2026 · №18

  • ციტირებულია 1 მუხლი
  • 2 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

მუხლი 24

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

  • 24უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის უფლებამოსილების შეწყვეტა
  • 18უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის არჩევის წესი
  • 7უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ცნობა ან ვადამდე შეწყვეტა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

  • 14უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის უფლებამოსილების შეწყვეტის წესი
  • 12უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის არჩევის წესი
  • 17უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის უფლებამოსილების შეწყვეტა

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

  • 23პარლამენტის თავმჯდომარის უფლებამოსილების შეწყვეტის წეს ი

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია

  • 4უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე და თავმჯდომარის მოადგილეები

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ

  • 47უმაღლესი საბჭოს

საერთო სასამართლოების შესახებ

  • 48საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძვლები
  • 43მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლების, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისა და უზენაესი სასამართლოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძვლები

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცების თაობაზე

  • 12 (დანართი 1)უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე და თავმჯდომარის მოადგილე

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
12 (დ…4843141217241874234721
მითითებამნიშვნელობით ახლოსაჭარის ავტონომიური რეს…აფხაზეთის ავტონომიური …საქართველოს პარლამენტი…აფხაზეთის ავტონომიური …აჭარის ავტონომიური რეს…საერთო სასამართლოების …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 30 აპრ. 2026 · რედაქცია №18 · ბოლოს შემოწმდა 29 ოქტ. 2026