1.კომიტეტის თავმჯდომარე შეიძლება გადააყენოს პარლამენტმა, ხოლო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე – კომიტეტმა, თუ ამას მოითხოვს პარლამენტის თავმჯდომარე, ბიურო, პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთი მეხუთედი, აგრეთვე კომიტეტის თავმჯდომარის შემთხვევაში – შესაბამისი კომიტეტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობა, ხოლო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის შემთხვევაში – შესაბამისი კომიტეტის სიითი შემადგენლობის არანაკლებ ერთი მესამედი.
2.გადაყენების შესახებ გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს კომიტეტის თავმჯდომარის შემთხვევაში − პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობა, ხოლო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის შემთხვევაში – კომიტეტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობა.
3.კომიტეტის თავმჯდომარეს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს გადადგეს. გადადგომის შესახებ მისი წერილობითი განცხადება წარედგინება პარლამენტის ბიუროს. გადადგომის შესახებ კომიტეტის თავმჯდომარის წერილობითი განცხადების პარლამენტის ბიუროსთვის წარდგენის მომენტიდან ამ კომიტეტის თავმჯდომარეს უფლებამოსილება უწყდება.
4.კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს გადადგეს. გადადგომის შესახებ მისი წერილობითი განცხადება წარედგინება შესაბამისი კომიტეტის თავმჯდომარეს. კომიტეტის თავმჯდომარე ამის შესახებ აცნობებს კომიტეტს, რაც აისახება კომიტეტის სხდომის ოქმში. გადადგომის შესახებ კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის წერილობითი განცხადების კომიტეტის თავმჯდომარისთვის წარდგენის მომენტიდან კომიტეტის თავმჯდომარის ამ მოადგილეს უფლებამოსილება უწყდება.
5.ამ რეგლამენტის 35-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ სუბიექტს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს გამოიწვიოს მისი წარდგენით არჩეული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე. კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის გამოწვევის თაობაზე წერილობითი განცხადება წარედგინება შესაბამისი კომიტეტის თავმჯდომარეს. კომიტეტის თავმჯდომარე ამის შესახებ აცნობებს კომიტეტს, რაც აისახება კომიტეტის სხდომის ოქმში. კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის გამოწვევის თაობაზე წერილობითი განცხადების კომიტეტის თავმჯდომარისთვის წარდგენის მომენტიდან კომიტეტის თავმჯდომარის ამ მოადგილეს უფლებამოსილება უწყდება.
6.თუ პარლამენტის წევრი კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ არჩეულია ფრაქციის კვოტით და შეუწყდება ამ ფრაქციის წევრის სტატუსი, მას შეუწყდება კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის უფლებამოსილებაც.
საქართველოს პარლამენტის 2026 წლის 10 ივნისის რეგლამენტი №1683 – ვებგვერდი, 12.06.2026წ.
ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. კომიტეტის თავმჯდომარე შეიძლება გადააყენოს პარლამენტმა, ხოლო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე – კომიტეტმა, თუ ამასმოითხოვს პარლამენტის თავმჯდომარე, ბიურო, პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთი მეხუთედი, აგრეთვე კომიტეტის თავმჯდომარის შემთხვევაში – შესაბამისი კომიტეტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობა, ხოლო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის შემთხვევაში – შესაბამისი კომიტეტის სიითი შემადგენლობის არანაკლებ ერთი მესამედი.
2. გადაყენების შესახებ გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს კომიტეტის თავმჯდომარის შემთხვევაში − პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობა, ხოლო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის შემთხვევაში – კომიტეტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობა.
3. კომიტეტის თავმჯდომარეს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს გადადგეს. გადადგომის შესახებ მისი წერილობითი განცხადება წარედგინება პარლამენტის ბიუროს. გადადგომის შესახებ კომიტეტის თავმჯდომარის წერილობითი განცხადების პარლამენტის ბიუროსთვის წარდგენის მომენტიდან ამ კომიტეტის თავმჯდომარეს უფლებამოსილება უწყდება.
4. კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს გადადგეს. გადადგომის შესახებ მისი წერილობითი განცხადება წარედგინება შესაბამისი კომიტეტის თავმჯდომარეს. კომიტეტის თავმჯდომარე ამის შესახებ აცნობებს კომიტეტს, რაც აისახება კომიტეტის სხდომის ოქმში. გადადგომის შესახებ კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის წერილობითი განცხადების კომიტეტის თავმჯდომარისთვის წარდგენის მომენტიდან კომიტეტის თავმჯდომარის ამ მოადგილეს უფლებამოსილება უწყდება.
5. ამ რეგლამენტის 35-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ სუბიექტს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს გამოიწვიოს მისი წარდგენით არჩეული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე. კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის გამოწვევის თაობაზე წერილობითი განცხადება წარედგინება შესაბამისი კომიტეტის თავმჯდომარეს. კომიტეტის თავმჯდომარე ამის შესახებ აცნობებს კომიტეტს, რაც აისახება კომიტეტის სხდომის ოქმში. კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის გამოწვევის თაობაზე წერილობითი განცხადების კომიტეტის თავმჯდომარისთვის წარდგენის მომენტიდანკომიტეტის თავმჯდომარის ამ მოადგილეს უფლებამოსილება უწყდება.
6. თუ პარლამენტის წევრი კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ არჩეულია ფრაქციის კვოტით და შეუწყდება ამ ფრაქციის წევრის სტატუსი, მას შეუწყდება კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის უფლებამოსილებაც.
საქართველოს პარლამენტის 2026 წლის 10 ივნისის რეგლამენტი №1683 – ვებგვერდი, 12.06.2026წ.
ტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
რედაქცია №9 · ძალაშია 2 ივლ. 2026-დან
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
… – 25 ივნ. 2025ტექსტი უცნობია
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს პარლამენტი…აფხაზეთის ავტონომიური …აჭარის ავტონომიური რეს…ენერგეტიკისა და წყალმო…აჭარის ავტონომიური რეს…ადგილობრივი თვითმმართვ…
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №9 · ბოლოს შემოწმდა