Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტიმუხლი 60

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

მუხლი 60. პლენარული სხდომის დღის წესრიგი

რედაქცია №39 კონსოლიდირებული · 30 სექ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456

1.უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი განსახილველი კანონპროექტებისა და სხვა საკითხების ნუსხის საფუძველზე ადგენს უმაღლესი საბჭოს პლენარული სხდომის დღის წესრიგის პროექტს.

2.უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი უფლებამოსილია უმაღლესი საბჭოს პლენარული სხდომის დღის წესრიგის პროექტში შეიტანოს საკითხი, თუ არ არის დარღვეული რეგლამენტით განსაზღვრული საკომიტეტო განხილვის ვადები და წესი.

3.უმაღლესი საბჭოს პლენარული სხდომის თავმჯდომარე წარადგენს დღის წესრიგის პროექტს, რომელსაც უმაღლესი საბჭო ამტკიცებს დამსწრეთა ხმების უმრავლესობით, ღია კენჭისყრით/ხელის აწევით. სხდომის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით შესაძლებელია საკითხების თანამიმდევრობის შეცვლა, საკითხის რიგგარეშე განხილვა, ერთმანეთთან დაკავშირებულ ან ერთგვაროვან საკითხებზე საერთო კამათის გამართვა.

4.უმაღლესი საბჭოს პლენარული სხდომის დღის წესრიგთან დაკავშირებით უმაღლესი საბჭოს თითოეულ წევრს ეძლევა 3-წუთიანი სიტყვა. დროის გაგრძელების საკითხი არ განიხილება.

5.თუ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, უმაღლესი საჭოს წევრი, ფრაქცია მოითხოვს საკითხის უმაღლესი საბჭოს პლენარული სხდომის დღის წესრიგში შეტანას ან დღის წესრიგიდან ამოღებას, უმაღლესი საბჭოს პლენარული სხდომის თავმჯდომარე განმარტავს საკითხის დღის წესრიგში შეუტანლობის ან დღის წესრიგიდან ამოღების მიზეზს, რის შემდეგაც სავალდებულოა საკითხის კენჭისყრაზე დაყენება. აღნიშნული საკითხის დღის წესრიგში შეტანის ან დღის წესრიგიდან ამოღების თაობაზე გადაწყვეტილება მიიღება განხილვის გარეშე, დამსწრეთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ უმაღლესი საბჭოს სიითი შემადგენლობის არანაკლებ ერთი მესამედისა.

6.უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ წარდგენილი კანონპროექტები და მიმართვები მისი მოთხოვნის საფუძველზე რიგგარეშე განიხილება. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2022 წლის 3 მაისის რეგლამენტი N12 - ვებგვერდი, 05.05.2022 წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი განსახილველი კანონპროექტებისა და სხვა საკითხების ნუსხის საფუძველზე ადგენს უმაღლესი საბჭოს პლენარული სხდომის დღის წესრიგის პროექტს. 2. უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი უფლებამოსილია უმაღლესი საბჭოს პლენარული სხდომის დღის წესრიგის პროექტში შეიტანოს საკითხი, თუ არ არის დარღვეული  რეგლამენტით განსაზღვრული საკომიტეტო განხილვის ვადები და წესი. 3. უმაღლესი საბჭოს პლენარული სხდომის თავმჯდომარე წარადგენს დღის წესრიგის პროექტს, რომელსაც უმაღლესი საბჭო ამტკიცებს დამსწრეთა ხმების უმრავლესობით, ღია კენჭისყრით/ხელის აწევით. სხდომის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით შესაძლებელია საკითხების თანამიმდევრობის შეცვლა, საკითხის რიგგარეშე განხილვა, ერთმანეთთან დაკავშირებულ ან ერთგვაროვან საკითხებზე საერთო კამათის გამართვა. 4. უმაღლესი საბჭოს პლენარული სხდომის დღის წესრიგთან დაკავშირებით უმაღლესი საბჭოს თითოეულ წევრს ეძლევა 3-წუთიანი სიტყვა. დროის გაგრძელების საკითხი არ განიხილება. 5. თუ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, უმაღლესი საჭოს წევრი, ფრაქცია მოითხოვს საკითხის უმაღლესი საბჭოს პლენარული სხდომის დღის წესრიგში შეტანას ან დღის წესრიგიდან ამოღებას, უმაღლესი საბჭოს პლენარული სხდომის თავმჯდომარე განმარტავს საკითხის დღის წესრიგში შეუტანლობის ან დღის წესრიგიდან ამოღების მიზეზს, რის შემდეგაც სავალდებულოა საკითხის კენჭისყრაზე დაყენება. აღნიშნული საკითხის დღის წესრიგში შეტანის ან დღის წესრიგიდან ამოღების თაობაზე გადაწყვეტილება მიიღება განხილვის გარეშე, დამსწრეთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ უმაღლესი საბჭოს სიითი შემადგენლობის არანაკლებ ერთი მესამედისა. 6. უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ წარდგენილი კანონპროექტები და მიმართვები მისი მოთხოვნის საფუძველზე რიგგარეშე განიხილება. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2022 წლის 3 მაისის რეგლამენტი N12 - ვებგვერდი, 05.05.2022 წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №22 · ძალაშია 5 მაი. 2022-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 3

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 5 მაი. 2022
  2. 26 მარ. 2020
  3. 16 დეკ. 2019
მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 59შემდეგი მუხლი 61

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 30 სექ. 2026 · №39

  • 3 ცვლილება · ბოლო 5 მაი. 2022
  • ციტირებულია 1 მუხლი
  • 5 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

მუხლი 58

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

  • 63პლენარული სხდომა . პლენარული სხდომის ოქმი
  • 61პლენარული სხდომის თავმჯდომარე
  • 79კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე განხილვა და მიღება

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

  • 75პლენარული სხდომის დღის წესრიგი
  • 78პლენარული სხდომა. პლენარული სხდომის ოქმი
  • 76პლენარული სხდომის თავმჯდომარე

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

  • 85პარლამენტის პლენარული სხდომის დღის წესრიგი

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია

  • 8უმაღლესი საბჭოს სესია და სხდომა
  • 13აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტი

ნორმატიული აქტების შესახებ

  • 10აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ნორმატიული აქტები

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცების თაობაზე

  • 16 (დანართი 1)უმაღლესი საბჭოს სესია და სხდომა
  • 12 (დანართი 1)უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე და თავმჯდომარის მოადგილე

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
16 (დ…12 (დ…10586361797578768138560
მითითებამნიშვნელობით ახლოსაფხაზეთის ავტონომიური …აჭარის ავტონომიური რეს…საქართველოს პარლამენტი…აფხაზეთის ავტონომიური …ნორმატიული აქტების შეს…აჭარის ავტონომიური რეს…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 30 სექ. 2026 · რედაქცია №39 · ბოლოს შემოწმდა 31 ოქტ. 2026