Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტიმუხლი 63

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

მუხლი 63. პლენარული სხდომა . პლენარული სხდომის ოქმი

რედაქცია №37 კონსოლიდირებული · 8 ივლ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567

1.უმაღლესი საბჭოს პლენარული სხდომები, გარდა დახურული სხდომისა, საჯაროდ მიმდინარეობს. საჯარო პლენარულ სხდომაზე დასწრების უფლება აქვთ დადგენილი წესით აკრედიტებულ მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლებს.

2.აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, მთავრობის სხვა წევრები, მათი მოადგილეები უფლებამოსილი არიან საკუთარი ინიციატივით დაესწრონ უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომას.

3.უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს უფლება აქვს, უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე მოიწვიოს საზოგადოების წარმომადგენლები და სტუმრები.

4.ისეთი საკითხების განხილვისას, რომლებიც საიდუმლოების დაცვას საჭიროებს, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს, მთავრობის სხვა წევრებს, უმაღლესი საბჭოს კომიტეტსა და ფრაქციას შეუძლიათ დასვან უმაღლესი საბჭოს პლენარული სხდომის ან მისი ნაწილის დახურულად გამოცხადების საკითხი. პლენარული სხდომის ან მისი ნაწილის დახურვის შესახებ გადაწყვეტილება განიხილება და მიიღება დახურული წესით. გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს პლენარულ სხდომაზე დამსწრეთა უმრავლესობა, მაგრამ უმაღლესი საბჭოს სიითი შემადგენლობის არანაკლებ ერთი მესამედისა.

5.დახურულ პლენარულ სხდომაზე დამსწრე პირთა წრეს ადგენს სხდომის თავმჯდომარე.

6.უმაღლესი საბჭოს პლენარული სხდომის მიმდინარეობისას, უმაღლესი საბჭოს წევრების გარდა, სხდომათა დარბაზში ყოფნის უფლება აქვთ მხოლოდ უმაღლესი საბჭოს აპარატის პასუხისმგებელ მუშაკებს.

7.უმაღლესი საბჭოს სხდომაზე დგება სხდომის ოქმი. უმაღლესი საბჭოს დახურული სხდომის ოქმის გაცნობის უფლება აქვთ მხოლოდ უმაღლესი საბჭოს წევრებს, მთავრობის უფლებამოსილ წარმომადგენელს, ასევე იმ ორგანოთა წარმომადგენლებს, რომლებიც მონაწილეობდნენ აღნიშნული სხდომის მუშაობაში.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 16 დეკ. 2019
წინა მუხლი 62შემდეგი მუხლი 64

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-07-08 · №37

0
ციტირებულია მუხლი
1
ცვლილება
ბოლო 2019-12-16
1
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

  • 81პლენარული სხდომის ოქმი
  • 60პლენარული სხდომის დღის წესრიგი
  • 61პლენარული სხდომის თავმჯდომარე

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

  • 78პლენარული სხდომა. პლენარული სხდომის ოქმი
  • 70უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომათა დარბაზი
  • 75პლენარული სხდომის დღის წესრიგი

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

  • 84პარლამენტის პლენარული სხდომა
  • 111პარლამენტის პლენარული სხდომის ოქმი და სტენოგრამა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია

  • 8უმაღლესი საბჭოს სესია და სხდომა
  • 7უმაღლესი საბჭოს წევრის კითხვა და ინტერპელაცია
  • 3უმაღლესი საბჭოს სტატუსი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცების თაობაზე

  • 16უმაღლესი საბჭოს სესია და სხდომა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
168160617870758738411163
მნიშვნელობით ახლოსაჭარის ავტონომიური რეს…აფხაზეთის ავტონომიური …საქართველოს პარლამენტი…აფხაზეთის ავტონომიური …აჭარის ავტონომიური რეს…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 8 ივლ. 2026