საკონსულო საქმიანობის შესახებ

მუხლი 11. საკონსულო ფუნქციები

რედაქცია №6 კონსოლიდირებული · 17 მარ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 4 ვერიფიცირებული სპეციალისტი

მორის გიგაურიმია ზოიძეხათუნა მაღლაკელიძე

1.საკონსულო ფუნქციები არის საკონსულო თანამდებობის პირის ხელთ არსებული იმ სამართლებრივი მექანიზმების ერთობლიობა, რომელთა განხორციელების უფლებამოსილება გათვალისწინებულია საქართველოს კანონმდებლობით, დასაშვებია ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონმდებლობით და შესაძლებელია საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით.

2.საკონსულო ფუნქციები იყოფა ძირითად და დელეგირებულ საკონსულო ფუნქციებად.

3.ძირითადი საკონსულო ფუნქციებია: ა) კონსულტაციის გაწევა; ბ) სამართლებრივი დაცვა; გ) შუამდგომლობა; დ) საკონსულო ოლქის ფარგლებში სავაჭრო, ეკონომიკურ, კულტურულ, სამეცნიერო, ტრანსპორტის, ტურიზმისა და სამართლებრივ სფეროებში თანამშრომლობის ხელშეწყობა; ე) საკონსულო ოლქის შემოვლა; ვ) საკონსულო სფეროში არსებული საერთაშორისო ხელშეკრულებების და შეთანხმებების შესრულების საერთო ზედამხედველობა; ზ) საკონსულო ლეგალიზაცია; თ) საქართველოს ვიზის გაცემა; ი) საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობის გაცემა; კ) საკონსულო აღრიცხვის წარმოება; ლ) საქართველოს ადმინისტრაციული ორგანოებისთვის სამართლებრივი დახმარების გაწევა; მ) სანოტარო მოქმედებების შესრულება; ნ) საქართველოს საზღვაო, საჰაერო, საავტომობილო და სარკინიგზო სატრანსპორტო საშუალებების საკონსულო მომსახურება.

4.დელეგირებული საკონსულო ფუნქციებია: ა) საქართველოს მოქალაქეობასა და მიგრაციასთან დაკავშირებული საკითხები; ბ) საქართველოს მოქალაქეთა რეგისტრაციისა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების გაცემასთან დაკავშირებული საკითხები; გ) სამოქალაქო აქტების რეგისტრაციასთან დაკავშირებული საკითხები; დ) მინისტრისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით განსაზღვრული სხვა ფუნქციები. საქართველოს 2014 წლის 29 მაისის კანონი №2481 - ვებგვერდი, 29.05.2014წ. თავი V. ძირითადი საკონსულო ფუნქციები

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. საკონსულო ფუნქციები არის საკონსულო თანამდებობის პირის ხელთ არსებული იმ სამართლებრივი მექანიზმების ერთობლიობა, რომელთა განხორციელების უფლებამოსილება გათვალისწინებულია საქართველოს კანონმდებლობით, დასაშვებია ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონმდებლობით და შესაძლებელია საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით. 2. საკონსულო ფუნქციები იყოფა ძირითად და დელეგირებულ საკონსულო ფუნქციებად. 3. ძირითადი საკონსულო ფუნქციებია: ა) კონსულტაციის გაწევა; ბ) სამართლებრივი დაცვა; გ) შუამდგომლობა; დ) საკონსულო ოლქის ფარგლებში სავაჭრო, ეკონომიკურ, კულტურულ, სამეცნიერო, ტრანსპორტის, ტურიზმისა და სამართლებრივ სფეროებში თანამშრომლობის ხელშეწყობა; ე) საკონსულო ოლქის შემოვლა; ვ) საკონსულო სფეროში არსებული საერთაშორისო ხელშეკრულებების და შეთანხმებების შესრულების საერთო ზედამხედველობა; ზ) საკონსულო ლეგალიზაცია; თ) საქართველოს ვიზის გაცემა; ი) საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობის გაცემა; კ) საკონსულო აღრიცხვის წარმოება; ლ) საქართველოს ადმინისტრაციული ორგანოებისთვის სამართლებრივი დახმარების გაწევა; მ) სანოტარო მოქმედებების შესრულება; ნ) საქართველოს საზღვაო, საჰაერო, საავტომობილო და სარკინიგზო სატრანსპორტო საშუალებების საკონსულო მომსახურება. 4. დელეგირებული საკონსულო ფუნქციებია: ა) საქართველოს მოქალაქეობასა და მიგრაციასთან დაკავშირებული საკითხები; ბ) საქართველოს მოქალაქეთა რეგისტრაციისა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების გაცემასთან დაკავშირებული საკითხები; გ) სამოქალაქო აქტების რეგისტრაციასთან დაკავშირებული საკითხები; დ) მინისტრისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით განსაზღვრული სხვა ფუნქციები. საქართველოს 2014 წლის 29 მაისის კანონი №2481 - ვებგვერდი, 29.05.2014წ. თავი V. ძირითადი საკონსულო ფუნქციები

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №3 · ძალაშია 27 ივლ. 2014-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 23 სექ. 2013 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. · გამოქვეყნდა 29 მაი. 2014

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

მორის გიგაური

მორის გიგაური

ადვოკატი | მედიატორი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მია ზოიძე

მია ზოიძე

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს თანადამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ხათუნა მაღლაკელიძე

ხათუნა მაღლაკელიძე

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
36¹7412125424161011
მნიშვნელობით ახლოსსაკონსულო საქმიანობის …დიპლომატიური სამსახური…საკონსულო მოსაკრებლის …შემოსავლების სამსახური…უცხოეთში მცხოვრები თან…პოლიციის შესახებ

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №6 · ბოლოს შემოწმდა