Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაერთაშორისო დაცვის შესახებმუხლი 87

საერთაშორისო დაცვის შესახებ

მუხლი 87. ამ კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით განსახორციელებელი ღონისძიებები

რედაქცია №2 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026
თემები:დამსაქმებლის შესაბამისობა

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456

1.2025 წლის 1 ოქტომბრამდე მინისტრმა უზრუნველყოს: ა) უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის/თავშესაფრის მაძიებლის დაკავებისა და დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების წესის დადგენა; ბ) უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ საერთაშორისო დაცვის სამინისტროს სისტემის შესაბამის დაწესებულებაში მოთხოვნის შემთხვევაში სამინისტროს სათანადო დანაყოფებს შორის ინფორმაციის გაცვლის წესის დადგენა; გ) უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ საერთაშორისო დაცვის საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მოთხოვნის იდენტიფიცირებისა და სამინისტროს შესაბამის დანაყოფებს შორის ინფორმაციის გაცვლის წესის დადგენა; დ) საქართველოს სასაზღვრო გამტარ პუნქტებზე უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის განთავსებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება; ე) ამ კანონის ამოქმედებისთვის საჭირო სხვა შესაბამისი ბრძანებების გამოცემა და სათანადო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ამ კანონთან შესაბამისობა.

2.2025 წლის 1 ოქტომბრამდე მინისტრმა და საქართველოს იუსტიციის მინისტრმა უზრუნველყონ პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი შესაბამისი უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე ბრალდებულისთვის ან მსჯავრდებულისთვის საქართველოდან მისი შესაძლო გაძევების, საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის შესაძლებლობის შესახებ ინფორმაციის განმარტების წესისა და ფორმის, აგრეთვე სამინისტროსა და პენიტენციურ დაწესებულებას შორის ინფორმაციის გაცვლის წესის განსაზღვრა.

3.2025 წლის 1 დეკემბრამდე პენიტენციურმა დაწესებულებამ უზრუნველყოს აღნიშნულ პენიტენციურ დაწესებულებაში 2025 წლის 1 ოქტომბრამდე მოთავსებული უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე ბრალდებულისთვის ან მსჯავრდებულისთვის სასჯელის მოხდის შემდეგ ან სასჯელის მოხდისგან ნებისმიერი სხვა საფუძვლით გათავისუფლების შემდეგ საქართველოდან მისი შესაძლო გაძევების შესახებ ინფორმაციის, აგრეთვე საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის შესაძლებლობისა და შესაბამისი ვალდებულებების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.

4.უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს, რომელსაც 2025 წლის 1 ოქტომბრამდე აქვს მინიჭებული ჰუმანიტარული სტატუსი, ეს სტატუსი შეუნარჩუნდება იმავე ვადით, რომლითაც მას საქართველოს კანონმდებლობით აღნიშნული სტატუსი მიენიჭა.

5.თუ პირი, რომელიც საქართველოში 2025 წლის 1 ოქტომბრამდე შემოვიდა, 2025 წლის 1 ოქტომბრიდან 30 დღის ვადაში არ წარადგენს საერთაშორისო დაცვაზე განცხადებას, მისი განცხადება განიხილება დაჩქარებული წესით, ამ კანონის შესაბამისად.

6.ამ კანონის შესაბამისად სათანადო სამართლებრივი აქტების მიღებამდე/გამოცემამდე იურიდიულ ძალას ინარჩუნებს ამ კანონის ამოქმედებამდე მიღებული/გამოცემული შესაბამისი სამართლებრივი აქტები.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 16 დეკ. 2025 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 86შემდეგი მუხლი 88

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 25 ივნ. 2026 · №2

  • ციტირებულია 1 მუხლი
  • 1 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

მუხლი 89

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საერთაშორისო დაცვის შესახებ

  • 77სამინისტრო
  • 27საერთაშორისო დაცვის მოთხოვნა იმ უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე ბრალდებულის ან მსჯავრდებულის მიერ, რომელიც პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფება
  • 9უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის/თავშესაფრის მაძიებლის დაკავება ან/და მისი დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსება

პენიტენციური კოდექსი

  • 41¹უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე ბრალდებულისთვის ან მსჯავრდებულისთვის ინფორმაციის მიწოდება

უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ

  • 66დაკავებული უცხოელის განთავსების ადგილი და პირობები
  • 71კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით განსახორციელებელი ღონისძიებანი
  • 64²უცხოელის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსება

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი

  • 79¹უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე არასრულწლოვანი ბრალდებულისთვის ან მსჯავრდებულისთვის ინფორმაციის მიწოდება

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი

  • 21¹¹⁹მოსამართლის ბრძანება უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის/თავშესაფრის მაძიებლის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების შესახებ
  • 21¹²⁹მოსამართლის ბრძანება თავშესაფრის მაძიებლის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების შესახებ

შრომითი მიგრაციის შესახებ

  • 17გარდამავალი დებულებები

ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ

  • 21კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით განსახორციელებელი ღონისძიებები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
21¹¹⁹21¹²⁹21667164²1779¹41¹897727987
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაერთაშორისო დაცვის შე…პენიტენციური კოდექსიუცხოელთა და მოქალაქეობ…არასრულწლოვანთა მართლმ…საქართველოს ადმინისტრა…შრომითი მიგრაციის შესა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 25 ივნ. 2026 · რედაქცია №2 · ბოლოს შემოწმდა 30 ოქტ. 2026